მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალიარობიდან" მსოფლიო მოდის მწვერვალებამდე - ქართველის მიერ აღმოჩენილი „კონკია“, რომელიც პლანეტის სუპერმოდელი გახდა
"მალიარობიდან" მსოფლიო მოდის მწვერვალებამდე - ქართველის მიერ აღმოჩენილი „კონკია“, რომელიც პლანეტის სუპერმოდელი გახდა

ის მომ­ხიბ­ვლე­ლია, გლა­მუ­რუ­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და ყვე­ლას­თვის სა­სურ­ვე­ლი. მას­ზე პლა­ნე­ტის ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ოც­ნე­ბობს. კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ახლა ის უკვე ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის - ბრედ­ლი კუ­პე­რის მე­უღ­ლე და შვი­ლის დე­დაა.

მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­მო­დე­ლო ბრენ­დე­ბის გარ­და, ირი­ნა შე­ი­კი ყო­ველ­თვის არის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­დუ­რი, თუ სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მუდ­მი­ვი სა­მიზ­ნე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პო­დი­უ­მე­ბის გარ­და, ის თით­ქმის არას­დროს ჩა­მო­დის ბულ­ვა­რუ­ლი პრე­სის ყდე­ბი­დან.

რო­გო­რი იყო სუ­პერ­მო­დე­ლის და პლა­ნე­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლის წარ­სუ­ლი და ბავ­შვო­ბა. ცო­ტამ თუ იცის, რომ "კონ­კი­ას" წარ­სუ­ლის მქო­ნე გო­გო­ნა, ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა - მო­დის აგენ­ტმა გია ჯი­ქი­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამის შემ­დეგ უკვე მისი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ცხოვ­რე­ბა და ვარ­სკვლა­ვუ­რი კა­რი­ე­რა და­ი­წყო. რო­გო­რია ერთი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბის გზა, რუ­სე­თის ქა­ლაქ ემან­ჟე­ლინ­სკში მდე­ბა­რე პა­ტა­რა, ღა­ტა­კი ქო­ხი­დან, ARMANI-სა და VERSACE-ს მო­დის სახ­ლე­ბამ­დე. 32 წლის ლა­მაზ­მან­მა ირი­ნა შე­იკ­მა, მისი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ჟურ­ნალ MAXIM-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

- ხში­რად მო­დე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, თუ რო­გო­რი მო­უ­ხერ­ხე­ბელ­ნი და შე­უ­ხე­დავ­ნი იყ­ვნენ წარ­სულ­ში, ან მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში ყო­ფი­ლა მსგავ­სი რამ?

- რა თქმა უნდა! მე ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბო­დი ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­გან. ვი­ყა­ვი მა­ღა­ლი, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი და მუქი კა­ნის ფე­რის მქო­ნე გო­გო­ნა. მა­შინ მე "ჩუნ­გა-ჩან­გას" მე­ძახ­დნენ. მახ­სოვს, თო­თხმე­ტი წლის ასაკ­ში, თუ რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­ზე.

თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ ასე­თი სტი­ლის სა­მო­სი საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იყო. ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბა და მათი შე­ძე­ნის­თვის სა­ჭი­რო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ჩემს ოჯახს არ ჰქონ­და. ამი­ტომ, ჩემი ოც­ნე­ბის ასახ­დე­ნად, იცით რა გა­ვა­კე­თე? ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 20 დღე მა­ლი­ა­რად ვი­მუ­შა­ვე და კედ­ლებს ვღე­ბავ­დი. ამით მე ჩემი სა­ნუკ­ვა­რი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის შე­სა­ძე­ნი თან­ხა გა­მო­ვი­მუ­შა­ვე. ჩემი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლა­ში მუდ­მი­ვად მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით დავ­დი­ო­დი. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მე ძა­ლი­ან მომ­წონ­და.

- გა­მო­დის, რომ მო­რი­გი "კონ­კია" ხართ, სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი­დან?

- გინ­დათ, რომ კარ­ტო­ფი­ლის ამ­ბა­ვი კი­დევ ერთხელ მოვ­ყვე? კარ­გით. კი - ჩვენ ნამ­დვი­ლად სი­ღა­რი­ბე­ში ვცხოვ­რობ­დით. სკო­ლის შემ­დეგ, მე და ჩემი და დე­დას ბა­ღის მოვ­ლა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით. მოგ­ვყავ­და კარ­ტო­ფი­ლი, კიტ­რი და პო­მი­დო­რი. ამ ყვე­ლა­ფერს გა­სარ­თო­ბად, ან იმის­თვის კი არ ვა­კე­თებ­დით, რომ შემ­დეგ გაგ­ვე­ყი­და, არა­მედ იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხი გა­მოგ­ვეკ­ვე­ბა. ერთხელ ჩემ­მა დამ, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო კოს­მე­ტი­კუ­რი ინ­დუსტრი­ით, მთხო­ვა რომ გავ­ყო­ლო­დი მას სი­ლა­მა­ზის სკო­ლა­ში. ისე მოხ­და, რომ იქ მე ჩე­ლი­ა­ბინ­სკის სი­ლა­მა­ზის კონ­კურს "სუ­პერ­მო­დელ-2004"-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მე გა­ვი­მარ­ჯვე და სწო­რედ იქ შე­მამ­ჩნია ლე­გენ­და­რულ­მა რუს­მა სკა­უტ­მა გია ჯი­ქი­ძემ (მო­დის აგენ­ტი). ერთი წლის შემ­დეგ, მე უკვე პა­რიზ­ში გა­ვემ­გზავ­რე. პრინ­ციპ­ში, უნდა ით­ქვას, რომ მე სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა, ამ ინ­დუსტრი­ა­ში საკ­მა­ოდ გვი­ან, 19 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. თა­ვი­დან მე მი­მი­ღეს რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი, გარ­და რუ­სი­სა. თვლიდ­ნენ რომ ვი­ყა­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა იტა­ლი­ი­დან, ბრა­ზი­ლი­ი­დან, ან ეს­პა­ნე­თი­დან.

- არა­უ­შავს. სა­მა­გი­ე­როდ, ახლა ყვე­ლამ იცის თქვენს შე­სა­ხებ. არის თუ არა თქვენ­ში ისე­თი თუნ­დაც ფა­რუ­ლი ნიჭი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რმა არ იცის?

- სა­ნამ მო­დე­ლი გავ­ხდე­ბო­დი, მე 7 წელი და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მუ­სი­კით. დე­და­ჩე­მი მუ­სი­კის პე­და­გო­გია, ამი­ტომ მე პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვუკ­რავ­დი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. ეს სა­უ­კე­თე­სო გზაა თუნ­დაც მო­დუ­ნე­ბის­თვის, სი­ა­მოვ­ნე­ის­თვის. გო­გო­ნებს ძა­ლი­ან უხ­დე­ბათ მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა. მე ახ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ბე­თჰო­ვე­ნის "მთვა­რის სო­ნა­ტა". ნო­ტე­ბის წა­კი­თხვა ჯერ კი­დევ მახ­სოვს, თუმ­ცა, ამ მხრივ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი პრაქ­ტი­კაა სა­ჭი­რო. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, რო­დე­საც აღარ უკ­რავ, თი­თებს უკვე ავი­წყდე­ბათ, თუ რა უნდა აკე­თონ და რო­მელ კლა­ვიშს და­აწ­ვენ.

- ანუ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ გახ­დე­ბო­დით მო­დე­ლი, შე­საძ­ლოა, მოხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვით კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში?

- ზო­გა­დად მე ძა­ლი­ან მსურ­და გავმხდა­რი­ყა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი. თუმ­ცა, რა სფე­რო­შიც, ან რა­დაც არ უნდა თავი წარ­მო­მედ­გი­ნა, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ დავ­ტო­ვებ­დი ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს. ვგრძნობ­დი, რომ ეს ჩემი ბე­დის­წე­რა იყო. რო­დე­საც მე იქი­დან წა­მო­ვე­დი, სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი, რომ აღა­რას­დროს დავ­ბრუნ­დე­ბო­დი უკან ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით. ამ შე­მარ­თე­ბამ ძალ­ზედ შე­მი­წყო ხელი შემ­დგომ მუ­შა­ო­ბა­ში. ამი­ტომ, უნდა ით­ქვას, რომ მე სა­მო­დე­ლო ბიზ­ნესს ისე ვე­კი­დე­ბი, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ დატ­ვირ­თულ სამ­სა­ხურს.

ბევ­რი მო­დე­ლი ტი­რის და აცხა­დე­ბენ, რომ გა­ნიც­დი­ან ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბას. სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რას და რამ­დენს მი­ირ­თმე­ვენ ლანჩზე, ან რამ­დე­ნი კად­რი გა­და­უ­ღეს. ამ ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, თა­ვის მოკ­ვლაც მო­გინ­დეს. მე ამ ბიზ­ნესს აღ­ვიქ­ვამ რო­გორც სამ­სა­ხურს: და­ას­რუ­ლე მუ­შა­ო­ბა? და­ი­ვი­წყე მის შე­სა­ხებ! ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰობი არაა. თუ მე ვი­ღებ 20 ათას დო­ლარს, მე უკვე აღარ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ "ოჰ, წა­ვალ ახლა და დავ­ხარ­ჯავ ამ ფულს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ფეხ­საც­მელ­ში". ნამ­დვი­ლად, სამ­სა­ხურ­ში ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნა­წი­ლი, ფი­ნან­სუ­რი მხა­რეა. ასე­ვე, ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამ ნა­წილს თან სდევს.

- მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბა და დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი... რო­დის ახერ­ხებთ, ან რო­გორ ის­ვე­ნებთ?

- აუ­ცი­ლებ­ლად, კვი­რა­ში ერთხელ დავ­დი­ვარ სა­უ­ნა­ში. ნიუ-იორკში, ფულ­ტონ-სთრით­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი რუ­სუ­ლი სა­უ­ნა მდე­ბა­რე­ობს. ის არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა­ში მეხ­მა­რე­ბა, არა­მედ მშობ­ლი­ურ რუ­სეთ­საც მახ­სე­ნებს. ასე­ვე, ხში­რად ვუ­ყუ­რებ ვუდი ალე­ნის ფილ­მებს, მიყ­ვარს მუ­რა­კა­მის და დოს­ტო­ევ­სკის წა­კი­თხვა. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს წიგ­ნე­ბი რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ.

- თქვე­ნი კი­ნო­რო­ლი ფილმ "ჰერ­კუ­ლეს­ში", სა­დაც მთა­ვა­რი გმი­რის მე­უღ­ლეს ასა­ხი­ე­რებთ, თქვენ­თვის საკ­მა­რი­სად ის­ტო­რი­უ­ლია?

- რა თქმა უნდა. ეს ხომ ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­აა. ყვე­ლა კი­ნოს­ცე­ნარ­ში, რო­მელ­საც მე მიგ­ზავ­ნი­ან, რა­ტომ­ღაც ისე ხდე­ბა, რომ მი­მა­კუთ­ვნე­ბენ სტრიპ­ტი­ზი­ო­რის, ან ბარ­მე­ნის როლს. არა, რა თქმა უნდა, ჩემ­სგან კარ­გი ბარ­მე­ნი, ან სტრიპ­ტი­ზი­ო­რი დად­გე­ბო­და, თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, მე მა­ინც ალ­ბათ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი. ირი­ნა ხომ ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია, შე­საძ­ლოა, ეს ერ­თგვა­რი ბე­დის­წე­რა­ცაა...

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის მო­ამ­ზა­და ლექ­სო ბე­ქა­ურ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"მალიარობიდან" მსოფლიო მოდის მწვერვალებამდე - ქართველის მიერ აღმოჩენილი „კონკია“, რომელიც პლანეტის სუპერმოდელი გახდა

"მალიარობიდან" მსოფლიო მოდის მწვერვალებამდე - ქართველის მიერ აღმოჩენილი „კონკია“, რომელიც პლანეტის სუპერმოდელი გახდა

ის მომხიბვლელია, გლამურული, სექსუალური და ყველასთვის სასურველი. მასზე პლანეტის ყველა მამაკაცი ოცნებობს. კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შემდეგ, ახლა ის უკვე ჰოლივუდის ვარსკვლავის - ბრედლი კუპერის მეუღლე და შვილის დედაა.

მსოფლიოში წამყვანი სამოდელო ბრენდების გარდა, ირინა შეიკი ყოველთვის არის ყველაზე გავლენიანი მოდური, თუ სპორტული გამოცემების მუდმივი სამიზნე. შეიძლება ითქვას, რომ პოდიუმების გარდა, ის თითქმის არასდროს ჩამოდის ბულვარული პრესის ყდებიდან.

როგორი იყო სუპერმოდელის და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალის წარსული და ბავშვობა. ცოტამ თუ იცის, რომ "კონკიას" წარსულის მქონე გოგონა, ქართველმა მამაკაცმა - მოდის აგენტმა გია ჯიქიძემ აღმოაჩინა. ამის შემდეგ უკვე მისი თავბრუდამხვევი ცხოვრება და ვარსკვლავური კარიერა დაიწყო. როგორია ერთი გოგონას ცხოვრების გზა, რუსეთის ქალაქ ემანჟელინსკში მდებარე პატარა, ღატაკი ქოხიდან, ARMANI-სა და VERSACE-ს მოდის სახლებამდე. 32 წლის ლამაზმანმა ირინა შეიკმა, მისი ცხოვრების დეტალებზე ჟურნალ MAXIM-თან ინტერვიუში ისაუბრა.

- ხშირად მოდელები იხსენებენ, თუ როგორი მოუხერხებელნი და შეუხედავნი იყვნენ წარსულში, ან მოზარდობის პერიოდში. თქვენს შემთხვევაში ყოფილა მსგავსი რამ?

- რა თქმა უნდა! მე ძალიან განვსხვავდებოდი ჩემი თანაკლასელებისგან. ვიყავი მაღალი, ძალიან გამხდარი და მუქი კანის ფერის მქონე გოგონა. მაშინ მე "ჩუნგა-ჩანგას" მეძახდნენ. მახსოვს, თოთხმეტი წლის ასაკში, თუ როგორი შეყვარებული ვიყავი მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთი სტილის სამოსი საკმაოდ ძვირადღირებული იყო. ასეთი ფუფუნება და მათი შეძენისთვის საჭირო მატერიალური მდგომარეობა, ჩემს ოჯახს არ ჰქონდა. ამიტომ, ჩემი ოცნების ასახდენად, იცით რა გავაკეთე? ადგილობრივ საავადმყოფოში 20 დღე მალიარად ვიმუშავე და კედლებს ვღებავდი. ამით მე ჩემი სანუკვარი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესაძენი თანხა გამოვიმუშავე. ჩემი ასაკის მიუხედავად, სკოლაში მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე ძალიან მომწონდა.

- გამოდის, რომ მორიგი "კონკია" ხართ, სამოდელო ბიზნესიდან?

- გინდათ, რომ კარტოფილის ამბავი კიდევ ერთხელ მოვყვე? კარგით. კი - ჩვენ ნამდვილად სიღარიბეში ვცხოვრობდით. სკოლის შემდეგ, მე და ჩემი და დედას ბაღის მოვლაში ვეხმარებოდით. მოგვყავდა კარტოფილი, კიტრი და პომიდორი. ამ ყველაფერს გასართობად, ან იმისთვის კი არ ვაკეთებდით, რომ შემდეგ გაგვეყიდა, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი და ოჯახი გამოგვეკვება. ერთხელ ჩემმა დამ, რომელიც გატაცებული იყო კოსმეტიკური ინდუსტრიით, მთხოვა რომ გავყოლოდი მას სილამაზის სკოლაში. ისე მოხდა, რომ იქ მე ჩელიაბინსკის სილამაზის კონკურს "სუპერმოდელ-2004"-ში მონაწილეობა შემომთავაზეს. მე გავიმარჯვე და სწორედ იქ შემამჩნია ლეგენდარულმა რუსმა სკაუტმა გია ჯიქიძემ (მოდის აგენტი). ერთი წლის შემდეგ, მე უკვე პარიზში გავემგზავრე. პრინციპში, უნდა ითქვას, რომ მე სამოდელო კარიერა, ამ ინდუსტრიაში საკმაოდ გვიან, 19 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან მე მიმიღეს როგორც ნებისმიერი, გარდა რუსისა. თვლიდნენ რომ ვიყავი ჩვეულებრივი გოგონა იტალიიდან, ბრაზილიიდან, ან ესპანეთიდან.

- არაუშავს. სამაგიეროდ, ახლა ყველამ იცის თქვენს შესახებ. არის თუ არა თქვენში ისეთი თუნდაც ფარული ნიჭი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის?

- სანამ მოდელი გავხდებოდი, მე 7 წელი დაკავებული ვიყავი მუსიკით. დედაჩემი მუსიკის პედაგოგია, ამიტომ მე პატარაობიდანვე ვუკრავდი ფორტეპიანოზე. ეს საუკეთესო გზაა თუნდაც მოდუნებისთვის, სიამოვნეისთვის. გოგონებს ძალიან უხდებათ მუსიკალურობა. მე ახლაც განსაკუთრებით მიყვარს ბეთჰოვენის "მთვარის სონატა". ნოტების წაკითხვა ჯერ კიდევ მახსოვს, თუმცა, ამ მხრივ რაც შეიძლება ბევრი პრაქტიკაა საჭირო. რაღაც დროის შემდეგ, როდესაც აღარ უკრავ, თითებს უკვე ავიწყდებათ, თუ რა უნდა აკეთონ და რომელ კლავიშს დააწვენ.

- ანუ, იმ შემთხვევაში, თუ არ გახდებოდით მოდელი, შესაძლოა, მოხვედრილიყავით კონსერვატორიაში?

- ზოგადად მე ძალიან მსურდა გავმხდარიყავი ჟურნალისტი. თუმცა, რა სფეროშიც, ან რადაც არ უნდა თავი წარმომედგინა, ყოველთვის ვიცოდი, რომ დავტოვებდი ჩემს მშობლიურ ქალაქს. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო. როდესაც მე იქიდან წამოვედი, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ აღარასდროს დავბრუნდებოდი უკან ცარიელი ხელებით. ამ შემართებამ ძალზედ შემიწყო ხელი შემდგომ მუშაობაში. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ მე სამოდელო ბიზნესს ისე ვეკიდები, როგორც ჩვეულებრივ დატვირთულ სამსახურს.

ბევრი მოდელი ტირის და აცხადებენ, რომ განიცდიან ნერვულ აშლილობას. საუბრობენ იმაზე, თუ რას და რამდენს მიირთმევენ ლანჩზე, ან რამდენი კადრი გადაუღეს. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, შესაძლოა, თავის მოკვლაც მოგინდეს. მე ამ ბიზნესს აღვიქვამ როგორც სამსახურს: დაასრულე მუშაობა? დაივიწყე მის შესახებ! ჩემთვის ეს ყველაფერი ჰობი არაა. თუ მე ვიღებ 20 ათას დოლარს, მე უკვე აღარ ვფიქრობ იმაზე, რომ "ოჰ, წავალ ახლა და დავხარჯავ ამ ფულს ძვირადღირებულ ფეხსაცმელში". ნამდვილად, სამსახურში ჩემი საყვარელი ნაწილი, ფინანსური მხარეა. ასევე, ის დამოუკიდებლობა, რომელიც ამ ნაწილს თან სდევს.

- მუდმივად მუშაობა და დატვირთული გრაფიკი... როდის ახერხებთ, ან როგორ ისვენებთ?

- აუცილებლად, კვირაში ერთხელ დავდივარ საუნაში. ნიუ-იორკში, ფულტონ-სთრითზე შესანიშნავი რუსული საუნა მდებარეობს. ის არა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვაში მეხმარება, არამედ მშობლიურ რუსეთსაც მახსენებს. ასევე, ხშირად ვუყურებ ვუდი ალენის ფილმებს, მიყვარს მურაკამის და დოსტოევსკის წაკითხვა. განსაკუთრებით მიყვარს წიგნები რუსეთის ისტორიის შესახებ.

- თქვენი კინოროლი ფილმ "ჰერკულესში", სადაც მთავარი გმირის მეუღლეს ასახიერებთ, თქვენთვის საკმარისად ისტორიულია?

- რა თქმა უნდა. ეს ხომ ბერძნული მითოლოგიაა. ყველა კინოსცენარში, რომელსაც მე მიგზავნიან, რატომღაც ისე ხდება, რომ მიმაკუთვნებენ სტრიპტიზიორის, ან ბარმენის როლს. არა, რა თქმა უნდა, ჩემსგან კარგი ბარმენი, ან სტრიპტიზიორი დადგებოდა, თუმცა, ამ ყველაფერზე, მე მაინც ალბათ დავფიქრდებოდი. ირინა ხომ ბერძნული სახელია, შესაძლოა, ეს ერთგვარი ბედისწერაცაა...

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის მოამზადა ლექსო ბექაურმა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს