კანცელარიასთან პოლიცია არის მობილიზებული - "აუდიტორია 115"-ის აქცია გრძელდება

 კანცელარიასთან პოლიცია არის მობილიზებული - "აუდიტორია 115"-ის აქცია გრძელდება

აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს "აუდიტორია 115"-ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს. ისინი სკანდირებდნენ - "ავტონომია უნივერსიტეტს", "თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა" .

აქციის მონაწილეები მსვლელობისას შეჩერდნენ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობასთან, სადაც სკანდირებდნენ და მოითხოვდნენ განათლების ძირეულ რეფორმას.

კანცელარიასთან პოლიცია არის მობილიზებული.

"აუდიტორია 115"-ის წევრებმა აქცია დღეს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყეს, შემდეგ კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია: უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობებს უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა.

სტუდენტები პრემიერ-მინისტრის აპარატს მოუწოდებენ, გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესახებ აცნობონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია