"აუდიტორია 115"-ის მიერ ორგანიზებული მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია.
აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან კანცელარიისკენ მიემართებიან, რამაც ტრანსპორტის სავალ გზაზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
სტუდენტების ნაწილი ამჟამად უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში რჩება. უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობის კარი შიგნიდან ორი ფიცრით არის აჭედილი და კარზე მერხები არის მიწყობილი. სტუდენტები უნივერიტეტის 115-ე აუდიტორიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისვლას ითხოვენ.