პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები "აუდიტორია 115"-ის აქციას შეუერთდნენ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები "აუდიტორია 115"-ის აქციას შეუერთდნენ

ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის "ა" კორ­პუს­ში სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ას მარ­თავ­დნენ, ილი­ა­უ­ნის შე­ნო­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. მათ ილი­ა­უ­ნის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი შე­ნო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

სტუ­დენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ფა­სა­დუ­რია და არ ასა­ხავს იმ მო­თხოვ­ნებს, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბი აყე­ნებ­დნენ.

აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის აკა­კი ლა­ცა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტრომ სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

"რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში არ ასა­ხუ­ლა და ის ძი­რე­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბი ვი­თხოვ­დით, უნდა აი­სა­ხოს კა­ნონ­ში. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის მი­ცე­მუ­ლი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ ისევ ვა­ნახ­ლებთ პრო­ტესტს და ვუ­ერ­თდე­ბით თსუ-ს პირ­ველ კორ­პუს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და ლა­ცა­ბი­ძემ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მსვლე­ლო­ბით თსუ-ს პირ­ველ კორ­პუს­თან გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ. აქ­ცი­ას ასე­ვე შე­უ­ერ­თდა ილი­ა­უ­ნის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

მისი თქმით, სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნია.

"ვფიქ­რობ, რომ სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სის­ტე­მურ რე­ფორ­მებს გუ­ლის­ხმობს, სა­მარ­თლი­ა­ნია", - აღ­ნიშ­ნა ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები "აუდიტორია 115"-ის აქციას შეუერთდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები "აუდიტორია 115"-ის აქციას შეუერთდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტუდენტებმა, რომლებიც აქციას მართავდნენ, ილიაუნის შენობაში გადაინაცვლეს. მათ ილიაუნის დაცვის სამსახური შენობაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

სტუდენტების განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია და არ ასახავს იმ მოთხოვნებს, რომელსაც სტუდენტები აყენებდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის აკაკი ლაცაბიძის განცხადებით, სამინისტრომ სტუდენტების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

"რეალური რეფორმები განათლების შესახებ კანონში არ ასახულა და ის ძირეული მოთხოვნები, რომელსაც სტუდენტები ვითხოვდით, უნდა აისახოს კანონში. განათლების სამინისტროსთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ ვანახლებთ პროტესტს და ვუერთდებით თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციას", - განაცხადა ლაცაბიძემ.

აქციის მონაწილეები მსვლელობით თსუ-ს პირველ კორპუსთან გადაინაცვლებენ. აქციას ასევე შეუერთდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, სტუდენტების მოთხოვნები სამართლიანია.

"ვფიქრობ, რომ სტუდენტების მოთხოვნები, რომელიც განათლების სისტემაში სისტემურ რეფორმებს გულისხმობს, სამართლიანია", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია