საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უძველესი ქართული სპორტული თამაშები, რომლებიც დღესაც იმართება
უძველესი ქართული სპორტული თამაშები, რომლებიც დღესაც იმართება

სა­ქარ­თვე­ლო უმ­დიდ­რე­სი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის ქვე­ყა­ნაა. აქ ბევ­რი ტრა­დი­ცია უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­დის და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ასე­თე­ბია ტრა­დი­ცი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბიც, რო­გო­რი­ცაა: ბე­რი­კა­ო­ბა, ას­პა­რე­ზო­ბა, თარ­ჩია, ლელო, ყა­ბა­ხი, ას­კინ­კი­ლა და სხვ. რო­მელ­თა მი­ზა­ნი არამ­ხო­ლოდ გარ­თო­ბა და დრო­ის გაყ­ვა­ნა, არა­მედ ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­მა­მა­ცის გა­მოწ­ვრთნა იყო.

ას­კინ­კი­ლა - ეს სა­ბავ­შვო თა­მა­შია, ცალ ფეხ­ზე ხტუნ­ვა-სირ­ბი­ლი. მას სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ: აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან კუ­თხე­ებ­ში "კინ­კი­ლა­ო­ბას", "სა­ლა­ო­ბას", "ლი­პა­რიტს", ხოლო სვა­ნეთ­ში "კი­რინ­კა­ჩხვს" ან "ჭი­რინჭვას" ეძა­ხი­ან. ხში­რად ეს თა­მა­ში ორ გუნდს შო­რის სირ­ბილ­ში შე­ჯიბ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს: მი­წა­ზე და­ხა­ზა­ვენ 8 ან 10 უჯრედს და ას­კინ­კი­ლა­თი ფე­ხის წვე­რით ბრტყე­ლი ქვა გა­და­აქვთ ერთი უჯრე­დი­დან მე­ო­რე­ში. მო­გე­ბუ­ლია ის, ვინც ბო­ლომ­დე გავა. ბავ­შვე­ბის გა­სარ­თო­ბად ეს თა­მა­ში დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

ას­პა­რე­ზო­ბა - ცხე­ნოს­ნო­ბას­თან და ცხენ­თან და­კავ­ში­რე­ბულ თა­მა­შო­ბებს ერ­ქვა. ას­პა­რე­ზო­ბის სა­ხე­ე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ცხე­ნოს­ნო­ბა - დგე­ნა, დოღი, მა­რუ­ლა, ჯი­რი­თი, თარ­ჩია, ბურ­თა­ო­ბა - ჩო­გან­ბურ­თი, გად­რი, რადი, სა­განთსრო­ლა - ყა­ბა­ხი, აშ­ფა­შა­გი და სხვ. ას­პა­რე­ზო­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი დღეს მრავ­ლა­დაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ძი­რი­თა­დად ზა­ფხულ­ში მთა­ში იმარ­თე­ბა. მა­გა­ლი­თად, გუ­რი­ის კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში ყო­ვე­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში, დოღი იმარ­თე­ბა, სა­დაც ძი­რი­თა­დად, გუ­რი­ი­დან და აჭა­რი­დან ჩა­სუ­ლი მხედ­რე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ბე­რი­კა­ო­ბა - ეს თა­მა­ში ქარ­თუ­ლი ხალ­ხურ ნიღ­ბე­ბის თე­ატრს წარ­მო­ად­გენს. თვით ტერ­მი­ნი ბე­რი­კა­ო­ბა ნიშ­ნავს გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სა­დი­დე­ბელ სა­ნა­ხა­ო­ბას. ეს ტერ­მი­ნი მო­დის ძი­რი­დან "ბერ" - შვი­ლი.

ბე­რი­კე­ბი, იყ­ვნენ ბე­რი­კა­ო­ბის დამ­დგმე­ლე­ბი, რო­მელ­თა ნიჭ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბის შექ­მნა. ისი­ნი სხვა­დას­ხვა ნიღ­ბით ას­რუ­ლებ­დნენ წარ­მოდ­გე­ნას. ეს სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბო­და.

მეს­ხურ სოფ­ლებ­ში დღე­საც იმარ­თე­ბა ბე­რი­კა­ო­ბა. იგი ადრე გა­ზა­ფხულ­ზე, აღ­დგო­მის დიდ­მარ­ხვის და­წყე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე იწყე­ბა და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. ბე­რი­კა­ო­ბა­ში ისი­ნი მონ­ღო­ლე­ბის მიერ და­პყრო­ბილ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას თა­მა­შო­ბენ. იგი ასა­ხავს მონ­ღოლ­თა ყა­ე­ნის დიდი მო­უ­რა­ვის სო­ფელ­ში მოს­ვლას და მის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სა­დამ­სჯე­ლო ეპი­ზო­დებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

უძველესი ქართული სპორტული თამაშები, რომლებიც დღესაც იმართება

უძველესი ქართული სპორტული თამაშები, რომლებიც დღესაც იმართება

საქართველო უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა. აქ ბევრი ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება. ასეთებია ტრადიციული სპორტული თამაშებიც, როგორიცაა: ბერიკაობა, ასპარეზობა, თარჩია, ლელო, ყაბახი, ასკინკილა და სხვ. რომელთა მიზანი არამხოლოდ გართობა და დროის გაყვანა, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისა და სიმამაცის გამოწვრთნა იყო.

ასკინკილა - ეს საბავშვო თამაშია, ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში "კინკილაობას", "სალაობას", "ლიპარიტს", ხოლო სვანეთში "კირინკაჩხვს" ან "ჭირინჭვას" ეძახიან. ხშირად ეს თამაში ორ გუნდს შორის სირბილში შეჯიბრებას გულისხმობს: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილათი ფეხის წვერით ბრტყელი ქვა გადააქვთ ერთი უჯრედიდან მეორეში. მოგებულია ის, ვინც ბოლომდე გავა. ბავშვების გასართობად ეს თამაში დღემდეა შემორჩენილი.

ასპარეზობა - ცხენოსნობასთან და ცხენთან დაკავშირებულ თამაშობებს ერქვა. ასპარეზობის სახეებიდან საქართველოში გავრცელებული იყო ცხენოსნობა - დგენა, დოღი, მარულა, ჯირითი, თარჩია, ბურთაობა - ჩოგანბურთი, გადრი, რადი, საგანთსროლა - ყაბახი, აშფაშაგი და სხვ. ასპარეზობის ნაირსახეობები დღეს მრავლადაა შემორჩენილი, ძირითადად ზაფხულში მთაში იმართება. მაგალითად, გურიის კურორტ ბახმაროში ყოველი წლის აგვისტოში, დოღი იმართება, სადაც ძირითადად, გურიიდან და აჭარიდან ჩასული მხედრები იღებენ მონაწილეობას.

ბერიკაობა - ეს თამაში ქართული ხალხურ ნიღბების თეატრს წარმოადგენს. თვით ტერმინი ბერიკაობა ნიშნავს განაყოფიერების სადიდებელ სანახაობას. ეს ტერმინი მოდის ძირიდან "ბერ" - შვილი.

ბერიკები, იყვნენ ბერიკაობის დამდგმელები, რომელთა ნიჭზე იყო დამოკიდებული თეატრალური სანახაობის შექმნა. ისინი სხვადასხვა ნიღბით ასრულებდნენ წარმოდგენას. ეს სანახაობები დროთა განმავლობაში იცვლებოდა.

მესხურ სოფლებში დღესაც იმართება ბერიკაობა. იგი ადრე გაზაფხულზე, აღდგომის დიდმარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იწყება და კვირის განმავლობაში გრძელდება. ბერიკაობაში ისინი მონღოლების მიერ დაპყრობილ საქართველოში არსებულ მდგომარეობას თამაშობენ. იგი ასახავს მონღოლთა ყაენის დიდი მოურავის სოფელში მოსვლას და მის მიერ ჩატარებულ სადამსჯელო ეპიზოდებს. წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია