იაპონიაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. "ბიბისის" ცნობით, დაშავებულია ასობით ადამიანი.
პირველი მიწისძვრა იაპონიაში ხუთშაბათს მოხდა. მისმა სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. მეორე კი გუშინ გვიან ღამით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 7.3 მაგნიტუდას მიაღწია.
მ დროისთვის დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ათასობით ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაინგრა საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურაც.
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.