პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი ცოცხი"... დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო
"ახალი ცოცხი"... დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო

გი­ვის ისე­თი სიმ­წა­რე ანა­ხა პირ­ველ­მა ცოლ­მა, რომ ქა­ლის სახ­ლი­დან გაშ­ვე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას აუკ­რძა­ლა მის და­ქორ­წი­ნე­ბა­სა და ოჯა­ხის შექ­მნა­ზე სა­უ­ბა­რი. თა­ვი­დან არც დედა აძა­ლებ­და: მან კი­დევ უფრო მეტი სიმ­წა­რე იგე­მა რძლის­გან, რო­მე­ლიც ლუკ­მას აყ­ვედ­რი­და და სა­ერ­თო სუფ­რას­თან დაჯ­დო­მა­საც უკ­რძა­ლავ­და, - გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ხარ და შენი ცქე­რა ჭა­მის მა­დას მი­კარ­გავ­სო.

რვა კლა­სის მეტი მარ­თლა არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი შუ­შა­ნას (ვე­რაფ­რით გა­ი­გო, რა კავ­ში­რი ჰქონ­და მის გა­ნათ­ლე­ბას რძლის მა­დას­თან), მაგ­რამ ამას მის­თვის სუ­ლაც არ შე­უშ­ლია ხელი იმა­ში, რომ კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ყო­ფი­ლი­ყო და ადრე დაქვრი­ვე­ბულს, ერ­თა­დერ­თი შვი­ლიც სა­სა­ხე­ლო გა­ე­ზარ­და: გი­ვიმ ინ­სტი­ტუ­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა და ისე­თი მა­რი­ფა­თი გა­მო­ი­ჩი­ნა, ყვე­ლამ რომ და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი, მა­ში­ნაც კი არ დარ­ჩე­ნი­ლა უმუ­შე­ვა­რი: სა­კუ­თა­რი სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მა გახ­სნა და კლი­ენ­ტიც არა­სო­დეს მოჰ­კლე­ბია. სახ­ლიც ახა­ლი აა­შე­ნა და მან­ქა­ნაც პირ­ველ­მა შე­მო­იყ­ვა­ნა რა­ი­ონ­ში ისე­თი, რომ მის სა­ნა­ხა­ვად შო­რი­და­ნაც მო­დი­ო­და ხალ­ხი...

ოც­და­ა­თი წლის იყო, თვრა­მე­ტი წლის გოგო რომ გა­უ­რი­გეს. კი იეჭ­ვა: ეგ ფუ­ლი­სა და სიმ­დიდ­რის გამო უფრო მომ­ყვე­ბა, ალ­ბა­თო, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­უძ­ლო ცდუ­ნე­ბას, რად­გან შო­რე­ნა მარ­თლა უნაკ­ლო გოგო იყო. დიდი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­და და პა­რიზ­შიც ამოგ­ზა­უ­რა ახალ­გაზ­რდა ცოლი, მაგ­რამ მა­ინც ვერ მო­ი­გო მისი გული. შინ დაბ­რუნ­დნენ თუ არა, დე­დის სახ­ლი­დან გაშ­ვე­ბა მოს­თხო­ვა: პა­რი­ზის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ტა­ნე­ლია ბე­ბე­რი დე­და­შე­ნის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა. ნაც­ნო­ბე­ბი ბლო­მად გყავს და მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში უშო­ვე ად­გი­ლიო. არა­და, მა­შინ შუ­შა­ნა სა­მო­ცი წლის იყო, ასა­კი კი მძი­მე ახალ­გაზ­რდო­ბის გამო ეტყო­ბო­და და ეს გი­ვი­ზე უკეთ არა­ვინ იცო­და. ცოლს მკაც­რად უთხრა: დე­დას ნამ­დვი­ლად ვერ შე­ვე­ლე­ვი და ვერ ვა­კად­რებ სახ­ლი­დან გაშ­ვე­ბას! თუ გინ­და, შენ და­გაბ­რუ­ნებ იქ, სა­ი­და­ნაც წა­მო­გიყ­ვა­ნეო...

ისე აე­ლე­წა ქალს სიბ­რა­ზის­გან სახე, რომ შტე­რიც მიხ­ვდე­ბო­და, რო­გორ სძულ­და ქმა­რიც და დე­დამ­თი­ლიც, მაგ­რამ რად­გან სი­ტყვით აღა­რა­ფე­რი უთ­ქვამს, გი­ვი­მაც და­ი­ხია უკან: მიხ­ვდე­ბა, ჩემ­თან ასე­თე­ბი რომ არ გა­უ­ვაო. მაგ­რამ ცოტა ხან­ში ისე­თი რა­მე­ე­ბი და­ატ­რი­ა­ლა შო­რე­ნამ, წარ­მოდ­გე­ნაც რომ არ შე­ეძ­ლო კაცს: დე­დამ­თი­ლი ხომ და­ა­ში­ნა და ოთა­ხი­დან აღარ გა­მო­დი­ო­და სა­წყა­ლი ქალი, იმის ში­შით: მე არ გავ­ხდე გი­ვის ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზიო, მალე სტუმ­რის მოს­ვლაც შე­ა­ჯავ­რა, რად­გან ყვე­ლა მა­მა­კაცს ქმრის თვალ­წინ ეკეკ­ლუ­ცე­ბო­და. თა­ვის ქმე­დე­ბა­ზე კი თა­ვად­ვე იცი­ნო­და: ჩემი "ბე­ბე­რი" ქმა­რი გა­გე­ბით ეკი­დე­ბა ჩემს ბავ­შვურ სი­სუ­ლე­ლე­ებ­სო... მე­გობ­რებ­მაც ამო­იკ­ვე­თეს მისი ოჯა­ხი­დან ფეხი - არც მათ სურ­დათ გი­ვის ოჯა­ხუ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ზე­ზად ქცე­უ­ლიყ­ვნენ... სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი კი მა­ინც, ის იყო, როცა ქმრის და­უ­კი­თხა­ვად გა­ი­კე­თა აბორ­ტი: რა დროს ჩემი ბავ­შვია, როცა თა­ვა­დაც ბავ­შვი ვარ და ახლა მი­ხა­რია სი­ცო­ცხლეო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ახალი ცოცხი"... დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო

"ახალი ცოცხი"... დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო

გივის ისეთი სიმწარე ანახა პირველმა ცოლმა, რომ ქალის სახლიდან გაშვების შემდეგ, ყველას აუკრძალა მის დაქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე საუბარი. თავიდან არც დედა აძალებდა: მან კიდევ უფრო მეტი სიმწარე იგემა რძლისგან, რომელიც ლუკმას აყვედრიდა და საერთო სუფრასთან დაჯდომასაც უკრძალავდა, - გაუნათლებელი ხარ და შენი ცქერა ჭამის მადას მიკარგავსო.

რვა კლასის მეტი მართლა არ ჰქონდა დამთავრებული შუშანას (ვერაფრით გაიგო, რა კავშირი ჰქონდა მის განათლებას რძლის მადასთან), მაგრამ ამას მისთვის სულაც არ შეუშლია ხელი იმაში, რომ კარგი დიასახლისი ყოფილიყო და ადრე დაქვრივებულს, ერთადერთი შვილიც სასახელო გაეზარდა: გივიმ ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და ისეთი მარიფათი გამოიჩინა, ყველამ რომ დაკარგა სამსახური, მაშინაც კი არ დარჩენილა უმუშევარი: საკუთარი საადვოკატო ფირმა გახსნა და კლიენტიც არასოდეს მოჰკლებია. სახლიც ახალი ააშენა და მანქანაც პირველმა შემოიყვანა რაიონში ისეთი, რომ მის სანახავად შორიდანაც მოდიოდა ხალხი...

ოცდაათი წლის იყო, თვრამეტი წლის გოგო რომ გაურიგეს. კი იეჭვა: ეგ ფულისა და სიმდიდრის გამო უფრო მომყვება, ალბათო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას, რადგან შორენა მართლა უნაკლო გოგო იყო. დიდი ქორწილიც გადაიხადა და პარიზშიც ამოგზაურა ახალგაზრდა ცოლი, მაგრამ მაინც ვერ მოიგო მისი გული. შინ დაბრუნდნენ თუ არა, დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: პარიზის შემდეგ განსაკუთრებით აუტანელია ბებერი დედაშენის გვერდით ცხოვრება. ნაცნობები ბლომად გყავს და მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო. არადა, მაშინ შუშანა სამოცი წლის იყო, ასაკი კი მძიმე ახალგაზრდობის გამო ეტყობოდა და ეს გივიზე უკეთ არავინ იცოდა. ცოლს მკაცრად უთხრა: დედას ნამდვილად ვერ შეველევი და ვერ ვაკადრებ სახლიდან გაშვებას! თუ გინდა, შენ დაგაბრუნებ იქ, საიდანაც წამოგიყვანეო...

ისე აელეწა ქალს სიბრაზისგან სახე, რომ შტერიც მიხვდებოდა, როგორ სძულდა ქმარიც და დედამთილიც, მაგრამ რადგან სიტყვით აღარაფერი უთქვამს, გივიმაც დაიხია უკან: მიხვდება, ჩემთან ასეთები რომ არ გაუვაო. მაგრამ ცოტა ხანში ისეთი რამეები დაატრიალა შორენამ, წარმოდგენაც რომ არ შეეძლო კაცს: დედამთილი ხომ დააშინა და ოთახიდან აღარ გამოდიოდა საწყალი ქალი, იმის შიშით: მე არ გავხდე გივის ოჯახის დანგრევის მიზეზიო, მალე სტუმრის მოსვლაც შეაჯავრა, რადგან ყველა მამაკაცს ქმრის თვალწინ ეკეკლუცებოდა. თავის ქმედებაზე კი თავადვე იცინოდა: ჩემი "ბებერი" ქმარი გაგებით ეკიდება ჩემს ბავშვურ სისულელეებსო... მეგობრებმაც ამოიკვეთეს მისი ოჯახიდან ფეხი - არც მათ სურდათ გივის ოჯახური უსიამოვნების მიზეზად ქცეულიყვნენ... საბოლოო წერტილი კი მაინც, ის იყო, როცა ქმრის დაუკითხავად გაიკეთა აბორტი: რა დროს ჩემი ბავშვია, როცა თავადაც ბავშვი ვარ და ახლა მიხარია სიცოცხლეო... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს