პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკრი ქანთარია ”ნაციონალებს” - ეშინოდეთ თქვენს რეჟისორებს, ოპერატორებს და გამავრცელებლებს, რადგან ადრე თუ გვიან ქვეყანაში ჩამოათრევენ
ნუკრი ქანთარია ”ნაციონალებს” - ეშინოდეთ თქვენს რეჟისორებს, ოპერატორებს და გამავრცელებლებს, რადგან ადრე თუ გვიან ქვეყანაში ჩამოათრევენ

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტის, ნუკ­რი ქან­თა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პი­რა­დი ან ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დე­ბის მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­ში გა­დაყ­ვა­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, მთლი­ა­ნად პრობ­ლე­მას ვერ მოხ­სნის და ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი ინა­ხოს.

ამის შე­სა­ხებ ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტი, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე მსჯე­ლობს, რო­მე­ლიც პი­რა­დი ან ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დე­ბის მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­ში გა­დაყ­ვა­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა­ში ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა­ში და გავ­რცე­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, იმ პრობ­ლე­მას, რა­საც მათ ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი, მთლი­ა­ნად ვერ მოხ­სნი­ან.

"მთლი­ა­ნად ვერ მოვხსნით, მაგ­რამ მა­ინც გარ­კვე­უ­ლი შიში ჰქონ­დეს იმ თქვენს რე­ჟი­სო­რებს, ასის­ტენ­ტებს, ოპე­რა­ტო­რებს თუ გა­მავ­რცე­ლებ­ლებს, რომ ადრე თუ გვი­ან, ნამ­დვი­ლად რომ მი­უ­კა­კუ­ნე­ბენ, გა­მო­ათ­რე­ვენ და ჩა­მო­ათ­რე­ვენ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უფრო მეტ­ხანს ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ. არა­ვინ ამ­ბობს იმას, რომ ეს სა­ბო­ლო­ოდ გა­აქ­რობს იმ მა­დას, რო­მე­ლიც თქვენს კო­ლე­გებს, გაბ­ნე­ულს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, აქვთ. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ამ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რი ოდე­სა­შია", - გა­ნა­ცხა­და ქან­თა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, წლე­ბის წინ, "სას­ტიკ სა­ქარ­თვე­ლო­ში" ადა­მი­ა­ნებს მო­უ­ვი­დათ თავ­ში, რომ ხალ­ხის მარ­თვა გა­ცი­ლე­ბით იო­ლია ბოთ­ლე­ბით, ცო­ცხე­ბით...

"მაგ­რამ, მათ მო­უ­ვი­დათ თავ­ში, რომ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, თუ აჩ­ვე­ნებთ კად­რებს ადა­მი­ანს და ეტყვით, აი რაც აქ არის, ის მო­გი­ვა შენ, ან შენი ოჯა­ხის წევ­რებს, ან რაც გა­გი­კე­თე­ბია, ამას გა­მო­ვი­ტან სა­ჯა­როდ, თუ შენ ალი­კაპს არ აიკ­რავ. საკ­მა­ოდ კარ­გად ას­რუ­ლებ­დით ამ მო­ვა­ლე­ო­ბებს და შე­იქ­მნა მარ­თლაც მთე­ლი ინ­დუსტრია ერთი მხრივ, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა და მე­ო­რე მხრივ პორ­ნო ინ­დუსტრია", -გა­ნა­ცხა­და ქან­თა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ნუკრი ქანთარია ”ნაციონალებს” - ეშინოდეთ თქვენს რეჟისორებს, ოპერატორებს და გამავრცელებლებს, რადგან ადრე თუ გვიან ქვეყანაში ჩამოათრევენ

ნუკრი ქანთარია ”ნაციონალებს” - ეშინოდეთ თქვენს რეჟისორებს, ოპერატორებს და გამავრცელებლებს, რადგან ადრე თუ გვიან ქვეყანაში ჩამოათრევენ

უმრავლესობის წევრი დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანას ითვალისწინებს, მთლიანად პრობლემას ვერ მოხსნის და ემსახურება იმას, რომ რაღაც გამოსავალი ინახოს.

ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი, პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობს, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანას ითვალისწინებს.

ნუკრი ქანთარიამ პირადი ცხოვრებაში ამსახველი კადრების გადაღებაში და გავრცელებაში ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, იმ პრობლემას, რასაც მათ ჩაუყარეს საფუძველი, მთლიანად ვერ მოხსნიან.

”მთლიანად ვერ მოვხსნით, მაგრამ მაინც გარკვეული შიში ჰქონდეს იმ თქვენს რეჟისორებს, ასისტენტებს, ოპერატორებს თუ გამავრცელებლებს, რომ ადრე თუ გვიან, ნამდვილად რომ მიუკაკუნებენ, გამოათრევენ და ჩამოათრევენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფრო მეტხანს ყოფნის საშუალება მიეცეთ. არავინ ამბობს იმას, რომ ეს საბოლოოდ გააქრობს იმ მადას, რომელიც თქვენს კოლეგებს, გაბნეულს სხვადასხვა ქვეყანაში, აქვთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დოკუმენტური ფილმების სტუდიის დირექტორი ოდესაშია”, - განაცხადა ქანთარიამ.

მისივე თქმით, წლების წინ, ”სასტიკ საქართველოში” ადამიანებს მოუვიდათ თავში, რომ ხალხის მართვა გაცილებით იოლია ბოთლებით, ცოცხებით...

”მაგრამ, მათ მოუვიდათ თავში, რომ გაცილებით უკეთესია, თუ აჩვენებთ კადრებს ადამიანს და ეტყვით, აი რაც აქ არის, ის მოგივა შენ, ან შენი ოჯახის წევრებს, ან რაც გაგიკეთებია, ამას გამოვიტან საჯაროდ, თუ შენ ალიკაპს არ აიკრავ. საკმაოდ კარგად ასრულებდით ამ მოვალეობებს და შეიქმნა მართლაც მთელი ინდუსტრია ერთი მხრივ, საშინელებათა და მეორე მხრივ პორნო ინდუსტრია”, -განაცხადა ქანთარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."