პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ღამესაც დიდხანს ჩხუბობდნენ... ბავშვების თვალწინ გამოუჭრია ყელი" - ვარკეთილში ოჯახური კონფლიქტი სასტიკი მკვლელობით დასრულდა
"იმ ღამესაც დიდხანს ჩხუბობდნენ... ბავშვების თვალწინ გამოუჭრია ყელი" - ვარკეთილში ოჯახური კონფლიქტი სასტიკი მკვლელობით დასრულდა

13 აპ­რილს, ვარ­კე­თი­ლის მე­სა­მე მა­სივ­ში, დევ­ნილ­თა კომ­პაქ­ტურ ჩა­სახ­ლე­ბა­ში, ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა 35 წლამ­დე ასა­კის მე­უღ­ლეს ყელ­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ მი­ა­ყე­ნა. მკვლე­ლო­ბა ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს მოხ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში ოჯა­ხის მე­ზო­ბე­ლი ყვე­ბა, ტრა­გე­დი­ამ­დეც არა­ერ­თხელ გა­უ­გი­ათ და­პი­რის­პი­რე­ბის და ჩხუ­ბის ხმა: "ახლა ვნა­ნობთ ყვე­ლა­ნი, პი­რა­დად მე, თავს დამ­ნა­შა­ვედ ვთვლი, რომ მეს­მო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და თვალს ვხუ­ჭავ­დი, მაგ­რამ მა­შინ მე­გო­ნა, რომ ეს ჩემი საქ­მე არ იყო... რას ვი­ფიქ­რებ­დით, რომ სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტებ­და, თუმ­ცა ახლა ვნა­ნობთ ყვე­ლა­ნი, ნეტა რამე გვე­ღო­ნა, რო­მე­ლი­მეს გაგ­ვე­რის­კა და პატ­რუ­ლი გა­მოგ­ვე­ძა­ხა...

...იმ ღა­მე­საც ძა­ლი­ან დიდ­ხანს ჩხუ­ბობ­დნენ, ბავ­შვე­ბის ტი­რი­ლიც გვეს­მო­და. ქმა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვა­მი იყო. არა და არ შე­წყდა სა­ზა­რე­ლი ხმე­ბი და ბო­ლოს გა­ირ­კვა, რომ ბავ­შვე­ბის თვალ­წინ გა­მო­უჭ­რია ყელი, ის სა­ცო­და­ვი გოგო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვე­ბი 14, 6 და 2 წლის არი­ან. უფ­რო­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე დღე­შია, სა­ხელ­მწი­ფოს ალ­ბათ აქვს რა­ი­მე სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ამ ბავ­შვებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩენს. მათ ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს სჭირ­დე­ბათ", - ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უ­ში ოჯა­ხის მე­ზო­ბე­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"იმ ღამესაც დიდხანს ჩხუბობდნენ... ბავშვების თვალწინ გამოუჭრია ყელი" - ვარკეთილში ოჯახური კონფლიქტი სასტიკი მკვლელობით დასრულდა

"იმ ღამესაც დიდხანს ჩხუბობდნენ... ბავშვების თვალწინ გამოუჭრია ყელი" - ვარკეთილში ოჯახური კონფლიქტი სასტიკი მკვლელობით დასრულდა

13 აპრილს, ვარკეთილის მესამე მასივში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 35 წლამდე ასაკის მეუღლეს ყელში სასიკვდილო ჭრილობები სამი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მიაყენა. მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის დროს მოხდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში ოჯახის მეზობელი ყვება, ტრაგედიამდეც არაერთხელ გაუგიათ დაპირისპირების და ჩხუბის ხმა: "ახლა ვნანობთ ყველანი, პირადად მე, თავს დამნაშავედ ვთვლი, რომ მესმოდა ეს ყველაფერი და თვალს ვხუჭავდი, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო... რას ვიფიქრებდით, რომ სასიკვდილოდ გაიმეტებდა, თუმცა ახლა ვნანობთ ყველანი, ნეტა რამე გვეღონა, რომელიმეს გაგვერისკა და პატრული გამოგვეძახა...

...იმ ღამესაც ძალიან დიდხანს ჩხუბობდნენ, ბავშვების ტირილიც გვესმოდა. ქმარი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. არა და არ შეწყდა საზარელი ხმები და ბოლოს გაირკვა, რომ ბავშვების თვალწინ გამოუჭრია ყელი, ის საცოდავი გოგო ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვები 14, 6 და 2 წლის არიან. უფროსი განსაკუთრებით მძიმე დღეშია, სახელმწიფოს ალბათ აქვს რაიმე სამსახური, რომელიც ამ ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენს. მათ ახლა ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ", - ამბობს ინტერვიუში ოჯახის მეზობელი. 

წაიკითხეთ ვრცლად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ