მომღერალი ქეთა თოფურია "ინსტაგრამის" პირად გვერდზე პატარა ქალიშვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ოლივია უკვე ათი თვისაა და ფეხის ადგმას ცდილობს. ფოტოებში პატარას სახე ტრადიციულად არ უჩანს - А Студио-ს ქართველი სოლისტი ქალიშვილის სახეს საგულდაგულოდ მალავს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა ლივის ყურებიც გაუხვრიტა, გაზრდილ კულულებზე კი პატარას დედიკო ვარცხნილობებს უკეთებს.
ერთ-ერთ ფოტოში 10 თვის ოლივია ქეთას მეგობართან - მიმი შელიასთან ერთადაა გადაღებული, რომელსაც ქართველ ირინა შეიკად მოიხსენიებენ.