მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კომპანია "სითი პარკთან" შექმნილი პრობლემის შესახებ წერს.
"იცოდით თუ არა, რომ "სითი პარკის" ჯარიმის არ ჩაბარების შემთხვევაში, მაგალითად თუ მოვიდნენ და ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე შენს მაგივრად, მაინც ჩაბარებად ითვლება და 10 ლარიანი ჯარიმა აგდით 150 ლარზე! თან იმ მისამართზე აღარ ვცხოვრობ და არც ის მანქანა აღარ მყავს დიდი ხანია. ესენი კი დაჟინებულად მოდიან ჯარიმებით! კი ბატონო ვიხდი, მაგრამ ის ჯარიმა, რომელიც არ ჩაიბარეს, თურმე, ავიდა 300 ლარზე, ისე, რომ მე არაფერი არ ვიცოდი და არც გააფრთხილეს, რომ ჩემთვის გადმოეცათ! კანონი ყოფილა ასეთი...) ჩვენ თუ არ გვითხრეს კანონების შესახებ, საიდან უნდა ვიცოდეთ, მაგალითად ეს კანონი, რომ თუ სახლში არ ხარ და არც იქ ცხოვრობ, მაგრამ რომელიმე ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე, მაინც ჩაბარებად ითვლება და არ გადახდის შემთხევაში, 10 ლარიანი ჯარიმა აგდის 150 ლარზე! მაინტერესებს, მე ვალდებული ვარ, კანონები ვიცოდე, თუ აწყობთ, რომ არ ვიცოდეთ, რაც შეიძლება მეტი ფული რომ შეუვიდეთ?!!", - წერს ნინი.
იხილეთ ასევე: "გთხოვთ დამინდოთ, არც ეგეთი შეძლებული ვარ!" - ნინი ბადურაშვილი დააჯარიმეს