ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანიდან აცნობეს, რომ ადგილობრივი ეკლესიის მოძღვრის, მამა თადეოზის სამი ნაგაზი პრობლემებს ქმნის. როგორც მთიულიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცახდა, ნაგაზები ხშირ შემთხვევაში უმეთვალყურეოდ დადიან, კლავენ უპატრონო ძაღლებს, ხალხს კი მათი ეშინია.
ირმა მთიულიშვილი იმ საუბრის დეტალებსაც იხსენებს, როდესაც ის მამაოს პირადად ესაუბრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სოფელში რამდენიმე მოსახლეს გაესაუბრა.