პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სარგებელს მოუტანს საქართველოს პირველი გაზსაცავი და რა ეტაპზეა მისი მშენებლობა
რა სარგებელს მოუტანს საქართველოს პირველი გაზსაცავი და რა ეტაპზეა მისი მშენებლობა

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი გაზ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბის პრო­ექ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ და "სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა, პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, სამ­გო­რის სამ­ხრე­თი თა­ღის სა­ბა­დო­ზე გაზ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შის შე­დე­გე­ბი წა­რად­გი­ნეს. ან­გა­რი­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ფრან­გულ­მა კომ­პა­ნია "ჯე­ოს­ტოკ­მა" მო­ამ­ზა­და, რო­მელ­თა­ნაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კო­პო­რა­ცი­ამ 2015 წლის ივ­ნის­ში გა­ა­ფორ­მა.

რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც გაზ­სა­ცა­ვი არ გა­აჩ­ნია, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მებს ქმნის გა­ზის მო­წო­დე­ბის და­უ­გეგ­მა­ვი შე­წყვე­ტის, აგ­რეთ­ვე, მო­წო­დე­ბა­სა და მოხ­მა­რე­ბას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სე­ზო­ნუ­რი დის­ბა­ლან­სის გამო.

გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და­ვით თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კის უწყვე­ტი გაზ­მო­მა­რა­გე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და "სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ამ" გა­და­წყვი­ტა მი­წის­ქვე­შა გაზ­სა­ცა­ვის აშე­ნე­ბა სამ­გო­რის სამ­ხრე­თი თა­ღის სა­ბა­დოს ბა­ზა­ზე; მი­წის­ქვე­შა გაზ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბით ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექტს, რო­მე­ლიც აა­მაღ­ლებს მის ენერ­გე­ტი­კულ უსაფრ­თხო­ე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოფს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის გა­ზის მი­წო­დე­ბას კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, გა­ზის მო­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და შე­ამ­ცი­რებს გა­ზის მო­წო­დე­ბა­სა და მოხ­მა­რე­ბას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სე­ზო­ნუ­რი დის­ბა­ლან­სით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ გაზ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­ის­ში 210-280 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის შე­ნახ­ვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც დღე­ვან­დე­ლი მთლი­ა­ნი წლი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ს შე­ად­გენს.

შეს­წავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბის ან­გა­რი­შით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სამ­გო­რის სამ­ხრე­თი თა­ღის ნავ­თო­ბის სა­ბა­დოს ბა­ზა­ზე 210-280 მლნ კუ­ბუ­რი მეტ­რი სა­სარ­გებ­ლო ტე­ვა­დო­ბის მი­წის­ქვე­შა გაზ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და წარ­მოდ­გე­ნი­ლია პრო­ექ­ტის სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პი­რო­ბე­ბი. ან­გა­რიშ­ში აგ­რეთ­ვე გან­ხი­ლუ­ლია პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უშუ­ა­ლოდ გაზ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბის ეტა­პის და­წყე­ბამ­დე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა სარგებელს მოუტანს საქართველოს პირველი გაზსაცავი და რა ეტაპზეა მისი მშენებლობა

რა სარგებელს მოუტანს საქართველოს პირველი გაზსაცავი და რა ეტაპზეა მისი მშენებლობა

საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი დასრულებულია. ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიშის შედეგები წარადგინეს. ანგარიში საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ფრანგულმა კომპანია "ჯეოსტოკმა" მოამზადა, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კოპორაციამ 2015 წლის ივნისში გააფორმა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, აგრეთვე, მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის გამო.

გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის თქმით, მოსახლეობისა და ენერგეტიკის უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" გადაწყვიტა მიწისქვეშა გაზსაცავის აშენება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე; მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში, გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსით გამოწვეულ პრობლემებს.

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" აცხადებენ, რომ გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მაისში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

შესწავლების შედეგების გათვალისწინებით მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშით დადასტურებულია სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოს ბაზაზე 210-280 მლნ კუბური მეტრი სასარგებლო ტევადობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობა და წარმოდგენილია პროექტის სტრატეგიული დანიშნულებისა და კომერციული მიზანშეწონილობის უზრუნველყოფის პირობები. ანგარიშში აგრეთვე განხილულია პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრების ოპტიმიზაციის შესაძლებლობები და რეკომენდებულია დამატებითი კვლევების ჩატარება უშუალოდ გაზსაცავის მშენებლობის ეტაპის დაწყებამდე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია