როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა

"ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებელთა განსაკუთრებული გაღიზიანება სტუდიაში მეუფე ილარიონის მოწვევამ გამოიწვია.

ცოტნე გამსახურდია:

ჟურნალისტური ქარტია და ზვიად ქორიძე ამქვეყნად არიან საერთოდ? შეიძლება სადღაც რაღაცას წერენ და მერე უჯრაში ინახავენ, მაგრამ საზოგადოებას რაიმე გაუგია მათი შესაბამისი რეაგირების შესახებ ასეთ შემთხვევებზე, რაც მაია ასათიანმა გუშინ გააკეთა?! ან, მაგალითად, ნანუკიემ მინიმუმ ორჯერ გამოაჭენა სულით ავადმყოფი გადაცემაში, ხმა ამოიღეს? თუ ეგენი მხოლოდ ჰომოფობიურ ეპიზოდებზე რეაგირებენ?

ლადო გოგოლაძე:

1. ფსიქიურად არამდგრადი მოხუცის ეთერში გამოჩენა და მასზე სერიოზულად მსჯელობა, გადაცემის მხრიდან არის რეიტინგზე გათვლა

2. ადამიანი რომელიც ამბობს რომ ეპისკოპოსმა ლეონიდემ გაძარცვა ქართული ეკლესია და მხოლოდ სტალინა შეძლო გაძარცვული განძის დაბრუნება, ექვთიმეს დახმარებით (!!!!!!). ეს ადამიანი არის ბეცი.

3. ადამიანმა რომელმაც მომიკლა მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე. მოაწყო ჰოლოდომორი და ამ ადამიანზე ამბობენ რომ არის წმინდანი, ეს არის ეკლესიის შეგინება

4. ვერაფრით ჩავწვდი რას ნიშნავს საერთაშორისო წმინდანი. დავით აღმაშენებელი ქართველთა წმინდანია ან წმ. ვლადიმერი მხოლოდ რუსების?

5. ის რომ თითქოს სტალინმა ეკლესიები გახსნა არის სისულელე, მან ეს გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით, მას სჭირდებოდა მაშინ არსებული (არცთუ ისე მცირე) მორწმუნე ადამიანების გულის მოგება

6. ყველგან, სადაც სტალინზე ცუდი წერია, მიაწერო მასონებს არის უცოდინარობის პიკი და რაც ყველაზე საინტერესოა, ხაზგასმა იმისა რომ არ იცი ვინ არიან მასონები.

7 ტრ...ი ვართ და კაი ხანს მოგვიწევს ამ სიმყრალეში ყოფნა

სტალინის მადლი გვეწეოდეს

თამარ ჩერგოლეიშვილი:

ეს ორი ტრაგიკული პერსონაჟი დრამატულად განასახიერებს იმას, რასაც თოფაძე, მეჭიაური და კოალიციის ბევრი სხვა წევრი წარმოადგენს. ისინი, ვინც ბიძინამ რესპუბლიკელებს და ცხადია, თავდემებს არჩია.

P.S. როგორც ამბობენ, ამ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მე არ ვიცი დიაგნოზი ვინ დაუსვა, ან თუ ამას დაუსვეს, სხვებს რატომ არ დაუსვეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორია მისი ეთერში მიყვანა.

მაია დარსმელიძე:

რა სტალინი წმინდანად? და აი ამ ადამიანების ხმებიც ითვლება, ხო, არჩევნებში??

ლადო ბედუკაძე:

ბარი-ბარში ხართ, რა გიკვირთ, აკი სააკაშვილზე თქვენ არ ლოცულობთ უკეთესად დღე და ღამ?!

ლევან ღამბაშიძე:

მგონი სეზონის ბოლოს მაია ასათიანი გადაცემა "ექიმებში" გადავა სამუშაოდ. პაციენტის როლში.

მიშა კაჭკაჭიშვილი:

საცოდაობაა, მაია ასათიანი ასათიანზე არ იყოს

ეკა ნინიძე:

გუშინდელი სახეახეული "პროფილის" შემდეგ, ასათიანი მართლა ასეთი უტვინოა თუ თავს იშტერებს? არა გულწრფელად მაინტერესებს?

თამთა ასლანიშვილი:

ფსიქიკური პრობლემებით ადამიანის დაცინვა ნორმალურია? როგორ სისულელეს და სიგიჟესაც არ უნდა ამბობდეს, ნორმალურია შოუში მიიყვანო და დაცინო? ჟურნალისტური ეთიკა სად არის ამ დროს?

"ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი განთავისუფლებულ იქნა ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან, მისთვის აუცილებელია მკურნალობა".

*მაია ასათიანი არის ქაჯი

**ჯანმრთელი ადამიანები სტალინის ძეგლი რომ უნდათ გორში ასევე არიან ქაჯები

ლიზი გეთიაშვილი:

საბრალო მოხუცი გული დამეწვა და ზიზგი მაიამ უფრო გამოიწვია, ვიდრე სტალინის ხატზე მლოცველმა. რა შოუ იყო ეხლა ეგ ვიღაც, უბედურებს დასცინით.

საბა ვარაზაშვილი:

მაია შენ ეს ბანძი "სატირა" გადაცემის რეიტინგს "აგიწევს" და ეს თვითმარქვია "დედაო" და "მეუფე" მაიმც გააგრძელებენ უაზრო ფხაჭუნს სტალინის სურათზე-და არა ხატზე... ბედნიერი ერიც ისევ ღრმა ძილით გააგრძელებს "ცხოვრებას"...

რეზი მანდარია:

დახურეთ ეს შოუ ხალხის ტვინების გამორეცხვის მცდელობისთვის და ამათი პროპაგანდისთვის. უგემოვნობასაც და არაპროფესიონალიზმსაც აქვს საზღვარი.

დიანა:

ამ ხალხის არ მესმის.... მაიას რატომ ლანძღავთ? მსახიობები არიან ეს სტუმრები? ამ ანტიქრისტეს ძეგლის თემა პირველად ამოტივტივდა? აკეთებს გადაცემას ჩვენს რეალობაზე? თუ იტყვით რომ ტყუილია და მოგონილი ამბავი?

მარიამ შერგელაშვილი:

ხალხო ასათიანი რა შუაშია? მან რეალობა გვაჩვენა, მე ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ხალხი თუ არსებობდა.... მხოლოდ იმიტომ ლანძღავთ მაიას, რომ გაჩვენათ ეს ერთუჯრედიანები?

შალვა მორგოშია:

მაია ასათიანი ხარ, თუ ვინც ხარ, რო აკეთებთ ასეთ გადაცემებს თქვენი უნიჭო დე**... რეიტინგისთვის რას არ კადრულობთ და ამ ისედაც გაურჯულებულ ქვეყანაში კიდევ ასეთს აჩვენებთ ხალხს. სამარცხვინოები ხართ.

ნინი თხელიძე:

მაიააა შენიიი გადაცემაა დასახურიააა !!!! რეიტინგის გამო საცოდავ ხაალხს საცინად იგდებ !!!

ნათია ფანჯიკიძე:

ლიბერალიზმი ჩემთვის გამორიცხავს სიმკაცრეს, ადამიანების ჩაჩაქუჩებას ნებისმიერი მათი ქცევის პატერნის, ნებისმიერნაირობის, ნებისმიერი ტიპის აზროვნების გამო. ერთადერთი, რასაც მკაცრი სასჯელი უნდა მოყვეს, სისხლის სამართლის დანაშაულია.

მინდა ადამიანებს ჰქონდეთ უფლება, იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ რომ იცხოვრონ, დატკბნენ სიცოცხლით თავისებურად, რაც უნდათ ჩაიცვან, როგორც უნდათ ისე "აფრენდნენ" , ვინც უნდათ ის მოსწონდეთ. ვისაც უნდა სტალინის მუზეუმი დააარსოს და საწევრო შეიტანოს, თვითონვე მოუაროს თავის წარმოსახვით კერპებს, უნდა ძეგლი დადგას და უნდა დავლური დაუაროს გარშემო, ვისაც უნდა ბუმბულები დაიმაგროს თავზე, ხეზე ბუდე გაიკეთოს... ვაცადოთ რა ადამიანებს, ერთმანეთს ცხოვრება ზედმეტი პედაგოგიკის გარეშე, თითქოს ვინმე უკვე ბუდა და ბუდაზე გასხივოსნებული ვიყოთ. მიყვარს შეშლილი სამყარო, სადაც სიყვარულის და ჩიტოსნობის უფლება არსებობს. ნუ მოვკლავთ, ნუ ვავნებთ ერთმანეთს, საქმეს, ქვეყანას, ბუნებას, ნუ გავტანჯავთ, ნუ დავგესლავთ.. ვიხაროთ ყველამ ჩვენს სიყვარულში და საკუთარ ბოდვაში თუ რაციონალურ ლოგიკაში. ვინმეს რაიმე უწყინარ გადარეულობას არ ვეთანხმებით? -

"უი, თქვენ აფრენთ? რა მაგარია! მეც, ოღონდ სხვანაირად" - ესაა ჩემი პასუხი.

ცნობისთვის, 1978 წლის 27 ივლისს ეპისკოპოს ილარიონთან (სამხარაძე) დაკავშირებით წმინდა სინოდმა ასეთი დადგენილება გამოიტანა: "ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან... წმიდა სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა". 1978 წლის 7 სექტემბერს მან ასეთი განმარტებით მიმართა წმიდა სინოდს: "წმიდა სინოდმა მიიღო ღვთის შეურაცმყოფელი, წმიდა ეკლესიის შეურაცხმყოფელი, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი ოქმი." 1982 წელს იგი მკურნალობდა. 1984 წლის ნოემბერ-დეკემბერში შედგენილ ერთ წერილში თავის თავს "უფალი იესუ ქრისტე ივერიელ ღმერთკაცს" უწოდებს. 1985 წლის 7 მარტს მეუფე ილარიონმა მსოფლიოს საერთაშორისო ეკლესიის შექმნის ზოგადი მოსაზრებანი და დასკვნები წარუდგინა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილეს რატი ტატიშვილს და თავი ამ ახალი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა (წყარო: library.church.ge)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს