ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი შვილთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ეთერს უბრუნდება. ის გადაცემა "იღბლიან ბორბალში" შაბათს გამოჩნდება.
შორენა ბეგაშვილის არასრულწლოვანი ქალიშვილი 26 მარტს კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას იაშვილის კლინიკაში ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. როგორც შორენას მეგობარი კახა მამულაშვილი ამბობს, ევას კლინიკიდან ერთ კვირაში გამოწერენ.
ასევე იხილეთ: შორენა ბეგაშვილის შვილს საავადმყოფოდან ერთ კვირაში გამოწერენ - ახალი ინფორმაცია 14 წლის ევას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ახალი ფოტო იაშვილის კლინიკიდან