პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმეები, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში საქართველოზე
ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმეები, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში საქართველოზე

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­რი­გი ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ან­გა­რი­ში 2015 წელს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა და მას­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზეც არის სა­უ­ბა­რი.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მთავ­რო­ბის გა­და­ცე­მა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით პირ­ვე­ლად მოხ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ არის რიგი პრობ­ლე­მე­ბი.

"2015 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ არ­სე­ბულ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მებს წარ­მო­ად­გენ­და: ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე რუ­სე­თის, ან დე ფაქ­ტო ძა­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი; მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლა საქ­მე­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, სა­ეჭ­ვო სა­სა­მარ­თლო და­ნიშ­ვნე­ბი, ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­თხვე­ვებ­ზე მთავ­რო­ბის შე­უ­სა­ბა­მო რე­ა­გი­რე­ბა, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბე­ბი, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე შე­უ­სა­ბა­მო და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი; ქა­ლე­ბის, ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის მთავ­რო­ბის არა­საკ­მა­რი­სი მცდე­ლო­ბე­ბი", - წე­რია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტში.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია სხვა პრობ­ლე­მე­ბიც, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა და­მო­უ­კი­დე­ბელ ტე­ლე­მა­უ­წყე­ბელ­ზე, შეკ­რე­ბი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა, კო­რუფ­ცია, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მხრი­დან ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი.

გარ­და ამი­სა, დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზეც, რომ­ლე­ბიც ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის კონ­ტროლს მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი.

"რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა შე­უ­ზღუ­დეს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. მცი­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფლბე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, ვი­ნა­ი­დან შეზ­რუ­დუ­ლი წვდო­მაა ამ რე­გი­ო­ნებ­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია ასე­ვე ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ.

"მარ­ტში გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფილ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილ­თან, ასე­ვე იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან და თბი­ლი­სის ყო­ფილ მერ გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა 2007 წელს ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დაშ­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი აქ­ცი­ე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ა­ში. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ხედ­ვით, სა­ა­კაშ­ვილ­მა აქ­ცი­ის დაშ­ლის ბრძა­ნე­ბა გას­ცა და მთავ­რო­ბის ლი­დე­რებს პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის - მთაწ­მინ­დის პარ­კი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­კუთ­რე­ბის წარ­თმე­ვა და­ა­ვა­ლა მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბის კრი­ტი­კუ­ლად გა­შუ­ქე­ბის გამო", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე სა­უ­ბა­რია ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბულ საქ­მე­ებ­ზეც.

"დე­კემ­ბერ­ში გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე და­ვით ახა­ლა­ი­ას, გენშტა­ბის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კა­ლან­და­ძეს, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როს მე­გის ქარ­და­ვას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როს რო­მან შა­მა­თა­ვას ცი­ხე­ში წა­მე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის საქ­მე­ებ­ზე. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ხედ­ვით, ახა­ლა­ი­ამ, კა­ლან­და­ძემ, ქარ­და­ვამ და შა­მა­თა­ვამ 2012 წელს ელ­ბერტ კო­ბე­რი­ძეს სცე­მეს და მის წი­ნა­აღ­მდეგ მხუ­თა­ვი აირი გა­მო­ი­ყე­ნეს იმ მიზ­ნით, რომ მას ეღი­ა­რე­ბი­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რიშ­ში.

გარ­და ამი­სა, ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხრივ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შო­უ­ე­ბის და­ხურ­ვის ფაქ­ტი.

"29 აგ­ვის­ტოს, ქვეყ­ნის რი­გით მე­ო­რე წამ­ყვან ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ა­ცხა­და ორი პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის შე­ჩე­რე­ბა და შო­უ­ე­ბის კარ­გად ცნო­ბი­ლი წამ­ყვა­ნის ინგა გრი­გო­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. გრი­გო­ლი­ამ გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვას და მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი უწო­და", - წე­რია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ზეც: " შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო მთავ­რო­ბის ჩა­რე­ვა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ყუ­რე­ბა­დი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხის, "რუს­თა­ვის 2"-ის საქ­მე­ებ­ში".

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ პო­ლი­ცი­ის მიერ ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტე­ბიც. "2015 წლის 15 სექ­ტემ­ბერს ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტის დროს, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტი აი­ძუ­ლა გან­ზე გამ­დგა­რი­ყო იმის­თვის, რომ მან პრე­მი­ერ-მი­ნისტრს "უხერ­ხუ­ლი" შე­კი­თხვა და­უს­ვა", - წე­რია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მა­ღალჩნოს­ნე­ბი აგ­რძე­ლებ­დნენ მე­დი­ა­ზე სი­ტყვი­ერ ზე­წო­ლას. მა­გა­ლი­თად, გა­სუ­ლი წლის მარ­ტში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ­მა წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სამ­თავ­რო­ბო პრო­ექ­ტე­ბის არა­საკ­მა­რი­სად გა­შუ­ქე­ბა­სა და "აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შექ­მნა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმეები, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში საქართველოზე

ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმეები, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება და მასში საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2012 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის გადაცემა დემოკრატიული გზით პირველად მოხდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თუმცა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის რიგი პრობლემები.

„2015 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენდა: ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის, ან დე ფაქტო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები; მნიშვნელოვანი ხარვეზები მართლმსაჯულებაში, მათ შორის სასამართლოზე ზეწოლა საქმეების შერჩევისას, საეჭვო სასამართლო დანიშვნები, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევებზე მთავრობის შეუსაბამო რეაგირება, დაუსრულებელი გამოძიებები, სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუსაბამო დაპატიმრებები; ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავრობის არასაკმარისი მცდელობები“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია სხვა პრობლემებიც, მათ შორის, პოლიტიკური ზეწოლა დამოუკიდებელ ტელემაუწყებელზე, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური ოპოზიციიის წინააღმდეგ ძალადობა, კორუფცია, ოჯახური ძალადობა ქალების წინააღმდეგ, ნაადრევი ქორწინებები, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე რეაგირების არაეფექტური მექანიზმი.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებზეც, რომლებიც ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმაა დარჩენილი.

„რუსმა მესაზღვრეებმა შეუზღუდეს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების უფლება. მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლბებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ვინაიდან შეზრუდული წვდომაა ამ რეგიონებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარია ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეების შესახებ.

„მარტში გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ, ივანე მერაბიშვილთან, ასევე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან და თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავასთან ერთად ბრალი წაუყენა 2007 წელს ანტისამთავრობო აქციების ძალადობრივი გზით დაშლაში მონაწილეობაში, ძალაუფლების გადაჭარბებასა და ტელეკომპანია „იმედში“ ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი აქციების კონფისკაციაში. გენერალური პროკურატურის მიხედვით, სააკაშვილმა აქციის დაშლის ბრძანება გასცა და მთავრობის ლიდერებს პატარკაციშვილის ქონების - მთაწმინდის პარკისა და ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების წართმევა დაავალა მთავრობის ქმედებების კრიტიკულად გაშუქების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია ციხეებში პატიმრების წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებულ საქმეებზეც.

„დეკემბერში გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე დავით ახალაიას, გენშტაბის უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი კალანდაძეს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს რომან შამათავას ციხეში წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეებზე. გენერალური პროკურატურის მიხედვით, ახალაიამ, კალანდაძემ, ქარდავამ და შამათავამ 2012 წელს ელბერტ კობერიძეს სცემეს და მის წინააღმდეგ მხუთავი აირი გამოიყენეს იმ მიზნით, რომ მას ეღიარებინა ტერორისტული აქტის მომზადება“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ასევე საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებაზე. დოკუმენტში აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედში“ პოლიტიკური თოქშოუების დახურვის ფაქტი.

„29 აგვისტოს, ქვეყნის რიგით მეორე წამყვან ტელეკომპანია „იმედმა“ მოულოდნელად გამოაცხადა ორი პოპულარული პოლიტიკური გადაცემის შეჩერება და შოუების კარგად ცნობილი წამყვანის ინგა გრიგოლიას გათავისუფლება. გრიგოლიამ გადაცემების დახურვას და მის გათავისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია „რუსთავი 2“-ის საქმეზეც: „ შემაშფოთებელი იყო მთავრობის ჩარევა ქვეყნის ყველაზე ყურებადი სატელევიზიო არხის, „რუსთავის 2“-ის საქმეებში“.

ანგარიშში აღნიშნულია ჟურნალისტების მიმართ პოლიციის მიერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც. „2015 წლის 15 სექტემბერს ქალაქ ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, სამართალდამცველმა „მაესტროს“ ჟურნალისტი აიძულა განზე გამდგარიყო იმისთვის, რომ მან პრემიერ-მინისტრს „უხერხული“ შეკითხვა დაუსვა“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალჩნოსნები აგრძელებდნენ მედიაზე სიტყვიერ ზეწოლას. მაგალითად, გასული წლის მარტში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა წამყვანი მედიასაშუალებები სამთავრობო პროექტების არასაკმარისად გაშუქებასა და „აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის შექმნაში“ დაადანაშაულა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."