მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის პასუხი პრემიერს: მარგველაშვილმა კვირიკაშვილის მიმართვა არ გაითვალისწინა
პრეზიდენტის პასუხი პრემიერს: მარგველაშვილმა კვირიკაშვილის მიმართვა არ გაითვალისწინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ გან­კარ­გუ­ლე­ბას მა­ი­სის და­სა­წყის­ში გა­მოს­ცემს. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მთავ­რო­ბამ ის და­არ­წმუ­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის 60 დღემ­დე ადრე გა­მო­ცხა­დე­ბა ქვე­ყა­ნას ფი­ნან­სუ­რად და­ან­გრევ­და, თუმ­ცა "აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ასე არ არის და თურ­მე შე­იძ­ლე­ბა ის უფრო ად­რეც და­ი­ნიშ­ნოს".

"პირ­ველ რიგ­ში, არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღი დად­გე­ნი­ლია - ეს არის 8 ოქ­ტომ­ბე­რი და არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის დად­გე­ნა კარ­გია პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა იმ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას­თან სი­ტყვა-სი­ტყვით იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი და რო­მელ­საც დღეს ხელი არ მო­ე­წე­რა - მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი გა­მო­ვე­ცი იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც და­მარ­წმუ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, რომ 60 დღე­ზე ადრე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა იქ­ნე­ბო­და ფი­ნან­სუ­რად და­მან­გრე­ვე­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ასე არ არის და თურ­მე შე­იძ­ლე­ბა უფრო ად­რეც და­ი­ნიშ­ნოს. შე­სა­ბა­მი­სად მა­ი­სის და­სა­წყის­ში მე გა­მოვ­ცემ აქტს, სა­დაც იქ­ნე­ბა ერთი წი­ნა­და­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტი მზა­დაა არ­ჩევ­ნე­ბის ად­მი­ნის­ტი­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ნა­წილ­ში მთავ­რო­ბას შე­ე­ხი­დოს. "5 თვით ადრე და­ვი­წყებთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, ეს იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­თვი­საც, ხოლო თუ კი­დევ რა­ი­მე კი­თხვა იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი, მე მზად ვარ შე­ვე­ხი­დო მთავ­რო­ბას ამ არ­ჩევ­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ნა­წილ­ში ჩემი ფონ­დი­დან", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დღეს პრე­ზი­დენტს თხოვ­ნით მი­მარ­თა, არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა ივ­ლის­ში გა­მოს­ცეს. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­კარ­გუ­ლე­ბას პრე­ზი­დენტს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით უკან გა­და­უგ­ზავ­ნის. მი­სი­ვე თქმით, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თუკი ეს 8 ივ­ლისს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 3 თვით ადრე მოხ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პრეზიდენტის პასუხი პრემიერს: მარგველაშვილმა კვირიკაშვილის მიმართვა არ გაითვალისწინა

პრეზიდენტის პასუხი პრემიერს: მარგველაშვილმა კვირიკაშვილის მიმართვა არ გაითვალისწინა

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა, თუმცა "აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს".

"პირველ რიგში, არჩევნების თარიღი დადგენილია - ეს არის 8 ოქტომბერი და არჩევნების თარიღის დადგენა კარგია პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოსთვის. რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა - მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტი მზადაა არჩევნების ადმინისტირების დაფინანსების ნაწილში მთავრობას შეეხიდოს. "5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა დღეს პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გადაუგზავნის. მისივე თქმით, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."