საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოდუებს ამას არ შევარჩენ" - როგორ "შეაწერა" სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ცნობილ ბიზნესმენს ძვირადღირებული მანქანა
"კოდუებს ამას არ შევარჩენ" - როგორ "შეაწერა" სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ცნობილ ბიზნესმენს ძვირადღირებული მანქანა

რო­გორ გახ­და "ტო­ი­ო­ტას" პირ­ვე­ლი დი­ლე­რი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, რო­გორ დას­რულ­და კო­დუ­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცინ­დენ­ტი და რა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი აქვს ირაკ­ლი გურ­ჩი­ანს - PALITRANEWS-ის გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს­პერ­სო­ნა" ამ­ჯე­რად "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის" და­ფუძ­ნე­ბელს მას­პინ­ძლობს. ბიზ­ნეს­მე­ნი სოდ-ის ყო­ფილ უფ­როს­თან, ერეკ­ლე კო­დუ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენტს იხ­სე­ნებს:

"კო­დუ­ას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. და­თოს და ერეკ­ლეს ვიც­ნობ, გი­ორ­გის არ ვიც­ნობ ახ­ლოს. სოდ-ის უფ­რო­სი რომ გახ­და, ერეკ­ლემ რამ­დენ­ჯერ­მე იყი­და მან­ქა­ნა ჩვენ­თან - ხან ცოლს უყი­და, ხან შვილს, ყი­დუ­ლობ­და და მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. მა­შინ ჩვენს უწ­მინ­დესს ვა­ჩუ­ქე მან­ქა­ნა, "ლექ­სუ­სი". რომ გა­მოჩ­ნდა ეს მან­ქა­ნა ქა­ლაქ­ში, ყვე­ლას მო­ე­წო­ნა. მა­შინ­დელ ნაც-უფ­რო­სო­ბა­საც - ყვე­ლას და და­ი­წყეს ამ მან­ქა­ნე­ბის ყიდ­ვა, შეკ­ვე­თე­ბი. ერეკ­ლე კო­დუა მო­ვი­და და მი­თხრა, ეს მან­ქა­ნა მინ­დაო, დე­და­ჩემს ფეხი სტკი­ვა და ისე­თი მა­ნა­ქა­ნა მჭირ­დე­ბა, რომ უკან კარ­გი და­საჯ­დო­მი იყოს და მომ­ყი­დეო. წა­ვიყ­ვან და მაქ­სი­მუმ, 2-3 კვი­რა­ში ფულს გა­და­გიხ­დიო. მე მქონ­და რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბა, წლის ბო­ლომ­დე სა­ნამ ბი­უ­ჯე­ტი და­ი­ხუ­რე­ბო­და. ვენ­დე. გა­ვუ­ფორ­მე მან­ქა­ნა და წა­იყ­ვა­ნა. 2 თუ 3 კვი­რის შემ­დეგ და­ვუ­რე­კე, ფულ­ზე ვკი­თხე. ერთი კვი­რა მა­ცა­დეო. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ კვი­რა ვუ­რე­კავ­დი. სამ დღე­ში ერთხელ და ვახ­სე­ნებ­დი. ალ­ბათ ნერ­ვე­ბი მო­ე­შა­ლა. შემ­დეგ მო­ვი­და ჩემ­თან ხმა, რომ არ უნ­დო­და ამ ფუ­ლის გა­დახ­და და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, რამე გა­ე­კე­თე­ბი­ნა მა­შინ­დე­ლი მე­თო­დე­ბით, რომ პი­რი­ქით, იქით მი­მე­ტა­ნა ფული.

იხი­ლეთ ვი­დეო| "100 წლის მე­რეც თუ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი, კო­დუ­ებს მა­გას არ შე­ვარ­ჩენ" - "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი "ლექ­სუ­სის" თაღ­ლი­თურ საქ­მე­ზე

ერთი ვერ­სია იყო, მე და­ვე­ჭი­რე და წა­მა­ლი ჩა­ე­დოთ ჩემ­თვის, ვინ და­ი­ჯე­რებ­და, რომ მე ნარ­კო­ტიკს ვხმა­რობ, ან მით უმე­ტეს, რე­ა­ლი­ზა­ტო­რი ვარ! და­ი­ჭი­რეს ჩემი ძმა. და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო, ცოტა ნას­ვა­მი, ვი­ღაც მი­უგ­ზავ­ნეს, აგენ­ტი, ნაც­ნო­ბი. აგენ­ტე­ბი­თაა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სავ­სე. მა­შინ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე იყო და ათი­დან ორი შენი ნაც­ნო­ბე­ბი­დან აგენ­ტი იყო. აგენ­ტმა სა­დღაც გა­ყო­ლა სთხო­ვა. გაყ­ვა და იქ ჩა­უ­დეს წა­მა­ლი. მი­იყ­ვა­ნეს პირ­და­პირ კო­დუ­ას კა­ბი­ნეტ­ში. მიმ­ღებ­ში არ გა­ა­ტა­რეს, პირ­და­პირ კო­დუ­ას კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნეს. ერეკ­ლე ეუბ­ნე­ბა, და­უ­რე­კე შენს ძმას, დე­და­ჩე­მის მან­ქა­ნის ფული არ გა­და­მახ­დე­ვი­ნოს და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარო. ამა­ზე ჩემ­მა ძმამ უარი უთხრა.

ნა­ხეთ ინ­ტერ­ვი­უს ვი­დე­ო­ვერ­სია

...შე­ტა­ნი­ლი მქონ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, 2013 წლის და­სა­წყი­სი იყო, ახა­ლი მთავ­რო­ბა რომ მო­ვი­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მი­ძა­ხა და გა­ნა­ახ­ლეს ეს საქ­მე. ამის შემ­დეგ, 2-3 თვე­ში, სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­და ეს საქ­მე. ახლა, ერთი კვი­რის წინ გა­ვი­გე, რომ დამ­თავ­რდა სა­სა­მარ­თლო. კო­დუ­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ედა­ვე­ბო­და თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და თაღ­ლი­თუ­რი გზით ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბას. ე.ი. ამ ჩვენ­მა პა­ტი­ო­სან­მა სა­სა­მარ­თლომ, მუ­რუ­სი­ძე­ე­ბი და მა­სე­თი ტი­პე­ბი რომ არი­ან ბევ­რი, და­ად­გი­ნა რომ თურ­მე, კო­დუ­ას თაღ­ლი­თუ­რი გზით ჩემ­გან მან­ქა­ნა არ წა­უყ­ვა­ნია, მაგ­რამ თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა. თუ ჩემ­გან კა­ნო­ნი­ე­რად იყი­და მან­ქა­ნა, მა­შინ რაში და­არ­ღვია კა­ნო­ნი? სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მე არ მაქვს წა­კი­თხუ­ლი დას­კვნა, არ ვიცი რა წე­რია შიგ­ნით, მაგ­რამ პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თია. ამის მერე მე უნდა და­ვი­წყო ისევ თა­ვი­დან. სარ­ჩე­ლი უნდა შე­ვი­ტა­ნო.

- აპი­რებთ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას?

- აუ­ცი­ლებ­ლად. 100 წლის მე­რეც, თუ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი, კო­დუ­ებს ამას არ შე­ვარ­ჩენ. არა იმი­ტომ, რომ ეს მე ამა­შე­ნებს ან და­მაქ­ცია თა­ვის დრო­ზე, უბ­რა­ლოდ, პრეს­ტი­ჟის ამ­ბა­ვია. კო­დუ­ებს თავს არ და­ვა­ჩაგ­ვრი­ნებ წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

"კოდუებს ამას არ შევარჩენ" - როგორ "შეაწერა" სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ცნობილ ბიზნესმენს ძვირადღირებული მანქანა

"კოდუებს ამას არ შევარჩენ" - როგორ "შეაწერა" სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ცნობილ ბიზნესმენს ძვირადღირებული მანქანა

როგორ გახდა "ტოიოტას" პირველი დილერი ქართული კომპანია, როგორ დასრულდა კოდუებთან დაკავშირებული ინცინდენტი და რა პოლიტიკური მიზნები და სურვილები აქვს ირაკლი გურჩიანს - PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონა" ამჯერად "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დაფუძნებელს მასპინძლობს. ბიზნესმენი სოდ-ის ყოფილ უფროსთან, ერეკლე კოდუასთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს:

"კოდუას დიდი ხანია ვიცნობ. დათოს და ერეკლეს ვიცნობ, გიორგის არ ვიცნობ ახლოს. სოდ-ის უფროსი რომ გახდა, ერეკლემ რამდენჯერმე იყიდა მანქანა ჩვენთან - ხან ცოლს უყიდა, ხან შვილს, ყიდულობდა და მქონდა ურთიერთობა. მაშინ ჩვენს უწმინდესს ვაჩუქე მანქანა, "ლექსუსი". რომ გამოჩნდა ეს მანქანა ქალაქში, ყველას მოეწონა. მაშინდელ ნაც-უფროსობასაც - ყველას და დაიწყეს ამ მანქანების ყიდვა, შეკვეთები. ერეკლე კოდუა მოვიდა და მითხრა, ეს მანქანა მინდაო, დედაჩემს ფეხი სტკივა და ისეთი მანაქანა მჭირდება, რომ უკან კარგი დასაჯდომი იყოს და მომყიდეო. წავიყვან და მაქსიმუმ, 2-3 კვირაში ფულს გადაგიხდიო. მე მქონდა რაღაც საშუალება, წლის ბოლომდე სანამ ბიუჯეტი დაიხურებოდა. ვენდე. გავუფორმე მანქანა და წაიყვანა. 2 თუ 3 კვირის შემდეგ დავურეკე, ფულზე ვკითხე. ერთი კვირა მაცადეო. ორი თვის განმავლობაში ყოველ კვირა ვურეკავდი. სამ დღეში ერთხელ და ვახსენებდი. ალბათ ნერვები მოეშალა. შემდეგ მოვიდა ჩემთან ხმა, რომ არ უნდოდა ამ ფულის გადახდა და ყველანაირად ცდილობდა, რამე გაეკეთებინა მაშინდელი მეთოდებით, რომ პირიქით, იქით მიმეტანა ფული.

იხილეთ ვიდეო| "100 წლის მერეც თუ ცოცხალი ვიქნები, კოდუებს მაგას არ შევარჩენ" - "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელი "ლექსუსის" თაღლითურ საქმეზე

ერთი ვერსია იყო, მე დავეჭირე და წამალი ჩაედოთ ჩემთვის, ვინ დაიჯერებდა, რომ მე ნარკოტიკს ვხმარობ, ან მით უმეტეს, რეალიზატორი ვარ! დაიჭირეს ჩემი ძმა. დაბადების დღეზე იყო, ცოტა ნასვამი, ვიღაც მიუგზავნეს, აგენტი, ნაცნობი. აგენტებითაა მთელი საქართველო სავსე. მაშინ, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო და ათიდან ორი შენი ნაცნობებიდან აგენტი იყო. აგენტმა სადღაც გაყოლა სთხოვა. გაყვა და იქ ჩაუდეს წამალი. მიიყვანეს პირდაპირ კოდუას კაბინეტში. მიმღებში არ გაატარეს, პირდაპირ კოდუას კაბინეტში აიყვანეს. ერეკლე ეუბნება, დაურეკე შენს ძმას, დედაჩემის მანქანის ფული არ გადამახდევინოს და თავისუფალი ხარო. ამაზე ჩემმა ძმამ უარი უთხრა.

ნახეთ ინტერვიუს ვიდეოვერსია

...შეტანილი მქონდა პროკურატურაში სარჩელი და ერთ მშვენიერ დღეს, 2013 წლის დასაწყისი იყო, ახალი მთავრობა რომ მოვიდა, პროკურატურამ დამიძახა და განაახლეს ეს საქმე. ამის შემდეგ, 2-3 თვეში, სასამართლოში შევიდა ეს საქმე. ახლა, ერთი კვირის წინ გავიგე, რომ დამთავრდა სასამართლო. კოდუას პროკურატურა ედავებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და თაღლითური გზით ქონების მითვისებას. ე.ი. ამ ჩვენმა პატიოსანმა სასამართლომ, მურუსიძეები და მასეთი ტიპები რომ არიან ბევრი, დაადგინა რომ თურმე, კოდუას თაღლითური გზით ჩემგან მანქანა არ წაუყვანია, მაგრამ თანამდებობის ბოროტად გამოყენება დააფიქსირა. თუ ჩემგან კანონიერად იყიდა მანქანა, მაშინ რაში დაარღვია კანონი? საბოლოო ჯამში, მე არ მაქვს წაკითხული დასკვნა, არ ვიცი რა წერია შიგნით, მაგრამ პირველადი მონაცემები ასეთია. ამის მერე მე უნდა დავიწყო ისევ თავიდან. სარჩელი უნდა შევიტანო.

- აპირებთ სარჩელის შეტანას?

- აუცილებლად. 100 წლის მერეც, თუ ცოცხალი ვიქნები, კოდუებს ამას არ შევარჩენ. არა იმიტომ, რომ ეს მე ამაშენებს ან დამაქცია თავის დროზე, უბრალოდ, პრესტიჟის ამბავია. კოდუებს თავს არ დავაჩაგვრინებ  წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია