Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი წიგნების გაგრძელებები, რომელთა არსებობის შესახებ არ იცოდით
ცნობილი წიგნების გაგრძელებები, რომელთა არსებობის შესახებ არ იცოდით

გა­იხ­სე­ნეთ შეგ­რძნე­ბა, რო­დე­საც საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის ბოლო ფურ­ცლე­ბამ­დე ხართ მი­სუ­ლი და არ გინ­დათ, რომ ის­ტო­რია დას­რულ­დეს. ზოგი ის­ტო­რია ბოლო გვერ­დზე არც დას­რუ­ლე­ბუ­ლა. წარ­მო­გიდ­გენთ იმ ცნო­ბილ წიგ­ნებს, რო­მელ­თა გაგ­რძე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ იცო­დით.

ჰარ­პერ ლი - "მიდი, და­ა­ყე­ნე მცვე­ლი"

ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნის "არ მოკ­ლა ჯა­ფა­რას" გაგ­რძე­ლე­ბა. ახლა მკი­თხველს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ტყოს, რა მო­უ­ვი­და წიგ­ნის მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს პირ­ველ ნა­წარ­მო­ებ­ში აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან ოცი წლის შემ­დეგ.

ლო­რენ ვა­ის­ბერ­გე­რი - "შუ­რის­ძი­ე­ბა ატა­რებს პრა­დას"

"ეშ­მა­კი ატა­რებს პრა­დას" კი­ნო­ა­დაპ­ტა­ცი­ამ ავ­ტორს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. მე­რილ სტრი­პის და ენ ჰე­თე­ვე­ის უბად­ლო სამ­სა­ხი­ო­ბო შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მკი­თხველს მარ­ტი­ვად შე­ეძ­ლე­ბა გაგ­რძე­ლე­ბის გმი­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. მე­ო­რე წიგნ­ში ენდი საქ­სი თხოვ­დე­ბა. მაგ­რამ ყო­ფი­ლი ბო­სის­გან და­მალ­ვა არც ისე მარ­ტი­ვია.

მა­რიო პი­უ­ზო - "სი­ცი­ლი­ე­ლი"

ეს წიგ­ნი "ნათ­ლი­ას" გაგ­რძე­ლე­ბად ით­ვლე­ბა. რო­მა­ნი მკი­თხველს დონ კორ­ლე­ო­ნეს უმ­ცრო­სი შვი­ლის, მა­იკ­ლის ბე­დის შე­სა­ხებ მო­უ­თხრობს. მა­რიო პი­უ­ზო სა­ინ­ტე­რე­სოდ აღ­წერს სი­ცი­ლი­უ­რი მა­ფი­ის ცხოვ­რე­ბას, მათ კა­ნო­ნებს და წე­სებს.

უინ­სტონ გრუ­მი - "ფო­რესტ გამ­პი და ქეი"

ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ახალ შეხ­ვედ­რას გვთა­ვა­ზობს ნაც­ნობ გმირ­თან, რო­მე­ლიც ჩვე­ულ მა­ნე­რა­ში გვიყ­ვე­ბა ავის თავ­გა­და­სა­ვალს. ამ­ჯე­რად საქ­მე ბიზ­ნეს­ში თავ­ბრუ­დამ­ხვევ წარ­მა­ტე­ბას ეხე­ბა. წიგნ­ში მოქ­მე­დე­ბა დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ირო­ნი­ი­თაა სავ­სე.

ალექ­სან­დრ დი­უ­მა - "20 წლის შემ­დეგ"

ბევ­რმა არ იცის, რომ მა­მა­ცი გმი­რე­ბის ის­ტო­რია "სამ მუშ­კე­ტერ­ში" არ სრულ­დე­ბა. ბოლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­დან ოცი წლის შემ­დეგ მე­გობ­რებს კვლავ უწევთ ია­რა­ღის ხელ­ში აღე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია adme.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ცნობილი წიგნების გაგრძელებები, რომელთა არსებობის შესახებ არ იცოდით

ცნობილი წიგნების გაგრძელებები, რომელთა არსებობის შესახებ არ იცოდით

გაიხსენეთ შეგრძნება, როდესაც საყვარელი წიგნის ბოლო ფურცლებამდე ხართ მისული და არ გინდათ, რომ ისტორია დასრულდეს. ზოგი ისტორია ბოლო გვერდზე არც დასრულებულა. წარმოგიდგენთ იმ ცნობილ წიგნებს, რომელთა გაგრძელების არსებობის შესახებ, სავარაუდოდ, არ იცოდით.

ჰარპერ ლი - "მიდი, დააყენე მცველი"

ერთ-ერთი საუკეთესო რომანის "არ მოკლა ჯაფარას" გაგრძელება. ახლა მკითხველს აქვს საშუალება შეიტყოს, რა მოუვიდა წიგნის მთავარ პერსონაჟს პირველ ნაწარმოებში აღწერილი მოვლენებიდან ოცი წლის შემდეგ.

ლორენ ვაისბერგერი - "შურისძიება ატარებს პრადას"

"ეშმაკი ატარებს პრადას" კინოადაპტაციამ ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. მერილ სტრიპის და ენ ჰეთევეის უბადლო სამსახიობო შესრულების შემდეგ, მკითხველს მარტივად შეეძლება გაგრძელების გმირების წარმოდგენა. მეორე წიგნში ენდი საქსი თხოვდება. მაგრამ ყოფილი ბოსისგან დამალვა არც ისე მარტივია.

მარიო პიუზო - "სიცილიელი"

ეს წიგნი "ნათლიას" გაგრძელებად ითვლება. რომანი მკითხველს დონ კორლეონეს უმცროსი შვილის, მაიკლის ბედის შესახებ მოუთხრობს. მარიო პიუზო საინტერესოდ აღწერს სიცილიური მაფიის ცხოვრებას, მათ კანონებს და წესებს.

უინსტონ გრუმი - "ფორესტ გამპი და ქეი"

ამერიკელი მწერალი ახალ შეხვედრას გვთავაზობს ნაცნობ გმირთან, რომელიც ჩვეულ მანერაში გვიყვება ავის თავგადასავალს. ამჯერად საქმე ბიზნესში თავბრუდამხვევ წარმატებას ეხება. წიგნში მოქმედება დინამიურად ვითარდება და რასაკვირველია, ირონიითაა სავსე.

ალექსანდრ დიუმა - "20 წლის შემდეგ"

ბევრმა არ იცის, რომ მამაცი გმირების ისტორია "სამ მუშკეტერში" არ სრულდება. ბოლო თავგადასავლებიდან ოცი წლის შემდეგ მეგობრებს კვლავ უწევთ იარაღის ხელში აღება სამართლიანობის აღსადგენად.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს