პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ ის არის არასერიოზული ადამიანი" - მიხეილ მაჭავარიანი
 "პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ ის არის არასერიოზული ადამიანი" - მიხეილ მაჭავარიანი

"პრე­ზი­დენ­ტმა კი­დევ ერთხელ და­ა­ნა­ხა ქარ­თულ სა­ზოგ­და­ო­ე­ბას, რომ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ას­რუ­ლებს იმ თხოვ­ნებ­სა და და­ვა­ლე­ბებს, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" მო­დის" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­კარ­გუ­ლე­ბის პრე­ზი­დენ­ტის­თვის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით უკან დაბ­რუ­ნე­ბას მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი აფა­სებს, რო­გორც "გა­მო­სა­ვალს ცუდ­სა და უა­რესს შო­რის".

"პრე­ზი­დენ­ტმა და პრე­მი­ერ­მა ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ეს, როცა ვი­თომ ყა­რა­ბა­ღის თე­მა­ზე სამ­სჯე­ლოდ შე­იკ­რიბ­ნენ და რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლამ იცის, რომ იქ კონ­კრე­ტუ­ლად არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის და­ნიშ­ვნა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. იუ­რი­დი­უ­ლი გა­უ­გებ­რო­ბი­სა და უცო­დინ­რო­ბის გამო პრე­ზი­დენტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ამის შემ­დეგ გა­ა­ნა­ლი­ზეს, რომ მთავ­რო­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო რე­ჟიმ­ში გა­და­დი­ო­და, რაც ნიშ­ნავს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის შე­ზღუდ­ვას, სა­ჭი­რო იყო სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნა, სი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და ა.შ. ეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ აწყობს, რად­გან ბოლო კვლე­ვის შე­დე­გად, ყვე­ლა ხე­დავს, რომ ისი­ნი არ­ჩე­ნებს აგე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის გა­მო­ცხა­დე­ბას თა­ვი­სი იუ­რი­დი­უ­ლი ნორ­მე­ბი აქვს.

"პრე­ზი­დენ­ტმა არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა უკვე გა­ა­კე­თა და ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი ცუდ­სა და უა­რესს შო­რის. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის გა­მო­ცხა­დე­ბას თა­ვი­სი იუ­რი­დი­უ­ლი ნორ­მე­ბი აქვს. პრე­ზი­დენ­ტმა კი­დევ ერთხელ და­ა­ნა­ხა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ის არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს იმ თხოვ­ნებ­სა და და­ვა­ლე­ბებს, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" მო­დის. სა­ქარ­თვე­ლოს მთვრო­ბამ კი ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნა­ხა, რომ ისი­ნი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე კი არ ფიქ­რო­ბენ, არა­მედ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ სკა­მე­ბი დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. მე ამ პრო­ცესს ტა­კი­მას­ხა­რა­ო­ბა და­ვარ­ქვი და სამ­წუ­ხა­როდ, ეს ხალ­ხი ამას­ვე აგ­რძე­ლებს. მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რომ­ლის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეც უნდა ზრუ­ნავ­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც, პრე­ზი­დენ­ტიც და არა იმ გა­მო­სა­ვალ­სა და ტა­კიმ­სა­ხა­რა­ო­ბა­ზე, რაც ახლა ჩა­ა­ტა­რეს", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პრე­ზი­დენტს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა ივ­ლის­ში გა­მოს­ცეს. რო­გორც პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თუკი ეს 8 ივ­ლისს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 3 თვით ადრე მოხ­დე­ბა, იქამ­დე კი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილს მის მიერ გა­მო­ცე­მულ გან­კარ­გუ­ლე­ბას მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით უკან უგ­ზავ­ნის.

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ ის არის არასერიოზული ადამიანი" - მიხეილ მაჭავარიანი

 "პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ ის არის არასერიოზული ადამიანი" - მიხეილ მაჭავარიანი

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგდაოებას, რომ არასერიოზული ადამიანია და ასრულებს იმ თხოვნებსა და დავალებებს, რაც "ქართული ოცნებიდან" მოდის" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულების პრეზიდენტისთვის მოტივირებული შენიშვნებით უკან დაბრუნებას მიხეილ მაჭავარიანი აფასებს, როგორც "გამოსავალს ცუდსა და უარესს შორის".

"პრეზიდენტმა და პრემიერმა ხალხი მოატყუეს, როცა ვითომ ყარაბაღის თემაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ და რეალურად, ყველამ იცის, რომ იქ კონკრეტულად არჩევნების თარიღის დანიშვნაზე იყო საუბარი. იურიდიული გაუგებრობისა და უცოდინრობის გამო პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თხოვნით განცხადების გაკეთება მოუწია. ამის შემდეგ გაანალიზეს, რომ მთავრობა მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა. ფაქტობრივად, აღმასრულებელი ხელისუფლება საარჩევნო რეჟიმში გადადიოდა, რაც ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას, საჭირო იყო საარჩევნო ოლქებში წევრების დანიშვნა, სიების გამოქვეყნება და ა.შ. ეს "ქართულ ოცნებას" არ აწყობს, რადგან ბოლო კვლევის შედეგად, ყველა ხედავს, რომ ისინი არჩენებს აგებენ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანია დღეს, ფაქტობრივად, მიმდინარეობს, მაგრამ არჩევნების თარიღის გამოცხადებას თავისი იურიდიული ნორმები აქვს.

"პრეზიდენტმა არჩევნების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა და ეს არის გამოსავალი ცუდსა და უარესს შორის. საარჩევნო კამპანია დღეს, ფაქტობრივად, მიმდინარეობს, მაგრამ არჩევნების თარიღის გამოცხადებას თავისი იურიდიული ნორმები აქვს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ ის არის არასერიოზული ადამიანი, რომელიც ასრულებს იმ თხოვნებსა და დავალებებს, რაც "ქართული ოცნებიდან" მოდის. საქართველოს მთვრობამ კი ამით საზოგადოებას დაანახა, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ დაინტერესებულები არიან, რომ სკამები დიდხანს შეინარჩუნონ. მე ამ პროცესს ტაკიმასხარაობა დავარქვი და სამწუხაროდ, ეს ხალხი ამასვე აგრძელებს. მთავარი სამიზნე არის ქართველი ხალხი, რომლის კეთილდღეობაზეც უნდა ზრუნავდეს პრემიერ-მინისტრიც, პრეზიდენტიც და არა იმ გამოსავალსა და ტაკიმსახარაობაზე, რაც ახლა ჩაატარეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება, იქამდე კი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს მის მიერ გამოცემულ განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."