საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იკითხე და მოიგებ" - რას ყვებიან რეგიონების გამარჯვებულები გათამაშებაზე
"იკითხე და მოიგებ" - რას ყვებიან რეგიონების გამარჯვებულები გათამაშებაზე

გა­თა­მა­შე­ბა - "იკი­თხე და მო­ი­გებ" - "პა­ლიტ­რა L"-მა წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს კი­დევ ერთი მომ­ხიბ­ლა­ვი სი­ახ­ლე შეს­თა­ვა­ზა - აქ­ცია, რომ­ლის ყვე­ლა ბი­ლე­თი მომ­გე­ბი­ა­ნია. ასე­თი გა­თა­მა­შე­ბა ჯერ არ ყო­ფი­ლა, მით უმე­ტეს - მკი­თხვე­ლის­თვის. ანუ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ბიბ­ლუ­სის" ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძენთ "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ გა­მო­ცე­მულ, 20 ლა­რის (ან მეტი) ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს, გა­თა­მა­შე­ბა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად ერ­თვე­ბით და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვათ, ბი­ლე­თის გა­და­ფხე­კით მო­მენ­ტა­ლუ­რად მო­ი­გოთ წიგ­ნი, რო­მელ­საც ად­გილ­ზე­ვე გად­მოგ­ცე­მენ, შემ­დეგ კი გა­თა­მა­შე­ბის ფი­ნალს და­ე­ლო­დოთ, რო­მე­ლიც 29 მა­ისს, წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და "პა­ლიტ­რა ნი­უ­სის" ეთე­რით გა­და­ი­ცე­მა.

მო­მენ­ტა­ლურ პრი­ზებს შო­რის თა­მაშ­დე­ბა უამ­რა­ვი და­სა­ხე­ლე­ბის ბესტსე­ლე­რი წიგ­ნე­ბი - "დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია", "ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რია", ლექ­სი­კო­ნე­ბი, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მწერ­ლე­ბის მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ატ­ლა­სე­ბი, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა, მხატ­ვრე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, სა­ბავ­შვო ზღაპ­რე­ბი და ა.შ. მოკ­ლედ, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლია.

მთა­ვა­რი პრი­ზე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლია - ავ­ტო­მან­ქა­ნა, ტე­ლე­ფო­ნი, ავე­ჯი, საგ­ზუ­რი და ა.შ. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ გა­თა­მა­შე­ბა­ში სულ 200 000 ბი­ლე­თია. და­ინ­ტე­რე­სე­ბა დი­დია, ამი­ტომ გა­მომ­ცემ­ლო­ბამ მცი­რე შე­ზღუდ­ვა და­ა­წე­სა: ერთ ჯერ­ზე თითო მყიდ­ვე­ლი მაქ­სი­მუმ 4 ბი­ლეთს მი­ი­ღებს. ეს იმის­თვის გა­კეთ­და, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მკი­თხვე­ლი და­სა­ჩუქრდეს. ამი­ტომ ყვე­ლას გირ­ჩევთ, ვი­საც წიგ­ნე­ბი და სი­ურ­პი­ზე­ბი გიყ­ვართ, იჩ­ქა­რეთ, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ ძა­ლი­ან კარ­გი სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბის შან­სი. გა­თა­მა­შე­ბა რე­გი­ო­ნებ­შიც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

ლელა გე­ლაშ­ვი­ლი, ზეს­ტა­ფო­ნის "ბიბ­ლუ­სის" ერთ-ერთი ფი­ლი­ა­ლის მე­ნე­ჯე­რი:

- ამ გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო და, რო­გორც აღ­ნიშ­ნა­ვენ, ძა­ლი­ან მოს­წონთ. ვცდი­ლობთ, მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად სწო­რად და გა­სა­გე­ბად მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა წა­მო­წყე­ბაა, და და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ. რე­გი­ო­ნია, ვი­ცით, რო­გორ მი­ვუდ­გეთ მომ­ხმა­რე­ბელს და შე­სა­ბა­მი­სად, გან­წყო­ბაც და­დე­ბი­თია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პა­ტა­რა რა­ი­ო­ნია და ზეს­ტა­ფონ­ში "ბიბ­ლუ­სის" ორი ფი­ლი­ა­ლია. ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა მა­ინც, საყ­მაწ­ვი­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზეა. აქ სამი ძი­რი­თა­დი სა­ჯა­რო სკო­ლაა და ჩვე­ნი ფი­ლი­ა­ლი მათ­თა­ნაა ახ­ლოს, შე­სა­ბა­მი­სად, მშობ­ლე­ბი უფრო ხში­რად და­დი­ან, რომ ბავ­შვე­ბის­თვის ლი­ტე­რა­ტუ­რა შე­ი­ძი­ნონ. თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში "ლი­ბერ­თინ­სის" წიგ­ნე­ბია უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი და მათ მო­თხოვ­ნებს ყვე­ლა­ნა­ი­რად ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ.

- ამ გა­თა­მა­შე­ბის ფარ­გლებ­ში, თქვენს ფი­ლი­ალ­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რი, რო­მე­ლი წიგ­ნი მო­უ­გი­ათ?

- მო­მენ­ტა­ლუ­რი გა­და­ფხე­კის დროს მო­ი­გეს "დიდი მხატ­ვრე­ბის" სე­რი­ის 20-ლა­რი­ა­ნი წიგ­ნე­ბი, ასე­ვე, "სახ­ლი რუს­თა­ველ­ზე", "და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი", რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12 ლა­რია. ასე­ვე, ზღაპ­რე­ბი, გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, პრო­ზა და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. ცოტა ხნის წინ, ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­მო­ვი­და, სა­ჩუ­ქარს გვერ­დით მა­ღა­ზი­ა­ში არ­ჩევ­და, თან­ხის და­ხურ­და­ვე­ბა სურ­და და ეს აქ­ცია რომ შევ­თა­ვა­ზეთ, კარ­გი სა­ჩუ­ქა­რიც შე­ი­ძი­ნა, ლა­ტა­რი­აც გა­ვა­თა­მა­შეთ და აქ­ცი­ა­შიც ჩა­ერ­თო.

სოფო დუმ­ბა­ძე, "ბიბ­ლუ­სის" ბა­თუ­მის ერთ-ერთი ფი­ლი­ა­ლის მე­ნე­ჯე­რი:

- ასე­თი აქ­ცია პირ­ვე­ლა­დაა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, რა თქმა უნდა, სა­ინ­ტე­რე­სოა. ლა­ტა­რი­ას ზოგი ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს, მაგ­რამ როცა იგე­ბენ, რომ ყვე­ლა ბი­ლე­თი იგებს, აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი­ან. გა­ყიდ­ვე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ზარ­დე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რო­ბენ, "ლი­ბერ­თინ­სის" წიგ­ნებ­ზეა დიდი მო­თხოვ­ნა, ასე­ვე - სა­ბავ­შვო და მსოფ­ლი­ოს რჩე­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. ერ­თმა გო­გო­ნამ 25-ლა­რი­ა­ნი წიგ­ნი მო­ი­გო - "ელი­სი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში" და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. წიგნს რომ გა­ჩუ­ქე­ბენ, ყვე­ლას უხა­რია, და­ბალ­ფა­სი­ა­ნიც რომ იყოს, და როცა უფრო ძვირ­ფა­სია, მა­შინ - მით უმე­ტეს. ზოგ­ჯერ თვი­თო­ნაც გვე­კი­თხე­ბი­ან, ამა თუ იმ წიგნ­ზე, - აქ­ცი­ა­ში შე­დის თუ არაო? ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­საც აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას, რომ დიდი და ლა­მა­ზი წიგ­ნი მო­ი­გონ.

ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე, მკი­თხვე­ლი (ქუ­თა­ი­სი):

- მე ამ გა­თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნე­ტით გა­ვი­გე. აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი ვარ და წიგ­ნებს ყო­ველ­თვის "ბიბ­ლუს­ში" ვყი­დუ­ლობ, რად­გან ყო­ველ­თვის ხელ­საყ­რე­ლი აქ­ცი­ე­ბია. აქ­ცი­ის შე­სა­ხებ რომ შე­ვი­ტყვე, 20 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი შე­ვი­ძი­ნე და, ბი­ლე­თი რომ გა­დავ­ფხი­კე, "ელი­სი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში" მო­ვი­გე, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. 3 წლის შვი­ლი მყავს და მა­საც გა­ვა­ხა­რებ. ასე­ვე, ვე­ლო­დე­ბი ფი­ნა­ლურ გა­თა­მა­შე­ბა­საც: ვინ იცის, იქ­ნებ ავ­ტო­მო­ბი­ლიც მო­ვი­გო?!

მა­რი­ამ ბოლ­ქვა­ძე, 13 წლის:

- ინ­ტერ­ნე­ტით აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს "ლი­ბერ­თინ­სის" სი­ახ­ლე­ებს და დე­დაც არას­დროს მე­უბ­ნე­ბა უარს ახალ-ახა­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად თან­ხის მო­ცე­მა­ზე. ჟურ­ნალ "გზას" რა წიგ­ნე­ბიც მოჰ­ყვე­ბა, გა­მო­წე­რი­ლი გვაქვს, კუ­რი­ერს მო­აქვს ხოლ­მე და ყვე­ლა გვაქვს სახ­ლში. ახლა "გიკი გო­გოს" ვკი­თხუ­ლობ და ძა­ლი­ან მომ­წონს, მერე ჩემს მე­გობ­რებ­საც ვუყ­ვე­ბი ხოლ­მე და გან­ვი­ხი­ლავთ. გა­თა­მა­შე­ბის შე­სა­ხე­ბაც ინ­ტერ­ნე­ტით შე­ვი­ტყვე და რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი სას­წრა­ფოდ შე­ვი­ძი­ნე. მერე ჩემს ბი­ძაშ­ვილ­საც ვუ­თხა­რი, ისიც იმ დღეს­ვე ჩა­ერ­თო და "ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რია" მო­ი­გო. მარ­თა­ლია, მე მხო­ლოდ ზღაპ­რე­ბის პა­ტა­რა კრე­ბუ­ლი მხვდა წი­ლად და ცოტა გული დამ­წყდა, რამე უფრო მა­გა­რი წიგ­ნი მინ­დო­და, მაგ­რამ არა უშავს, ჩემს პა­ტა­რა დას წა­ვუ­კი­თხავ ხოლ­მე. სა­მა­გი­ე­როდ, იმე­დი მაქვს, დიდ გა­თა­მა­შე­ბა­შიც მო­ვი­გებ რა­მეს და 20 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს ისევ რომ ვი­ყი­დი, კი­დევ ახალ წიგნს მა­ჩუ­ქე­ბენ.

თამ­თა და­დე­შე­ლი

AMBEBI.GE

"იკითხე და მოიგებ" - რას ყვებიან რეგიონების გამარჯვებულები გათამაშებაზე

"იკითხე და მოიგებ" - რას ყვებიან რეგიონების გამარჯვებულები გათამაშებაზე

გათამაშება - "იკითხე და მოიგებ" - "პალიტრა L"-მა წიგნის მოყვარულებს კიდევ ერთი მომხიბლავი სიახლე შესთავაზა - აქცია, რომლის ყველა ბილეთი მომგებიანია. ასეთი გათამაშება ჯერ არ ყოფილა, მით უმეტეს - მკითხველისთვის. ანუ იმ შემთხვევაში, თუ "ბიბლუსის" ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ, 20 ლარის (ან მეტი) ღირებულების წიგნებს, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებით და შესაძლებლობა გეძლევათ, ბილეთის გადაფხეკით მომენტალურად მოიგოთ წიგნი, რომელსაც ადგილზევე გადმოგცემენ, შემდეგ კი გათამაშების ფინალს დაელოდოთ, რომელიც 29 მაისს, წიგნის ფესტივალის დახურვაზე გაიმართება და "პალიტრა ნიუსის" ეთერით გადაიცემა.

მომენტალურ პრიზებს შორის თამაშდება უამრავი დასახელების ბესტსელერი წიგნები - "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია", "ქართველი ერის ისტორია", ლექსიკონები, ქართველი და უცხოელი მწერლების მხატვრული ნაწარმოებები, ატლასები, ენციკლოპედიები, სამედიცინო ლიტერატურა, მხატვრების ბიოგრაფიები, საბავშვო ზღაპრები და ა.შ. მოკლედ, ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელია.

მთავარი პრიზები განსაკუთრებულად მიმზიდველია - ავტომანქანა, ტელეფონი, ავეჯი, საგზური და ა.შ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გათამაშებაში სულ 200 000 ბილეთია. დაინტერესება დიდია, ამიტომ გამომცემლობამ მცირე შეზღუდვა დააწესა: ერთ ჯერზე თითო მყიდველი მაქსიმუმ 4 ბილეთს მიიღებს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ რაც შეიძლება მეტი მკითხველი დასაჩუქრდეს. ამიტომ ყველას გირჩევთ, ვისაც წიგნები და სიურპიზები გიყვართ, იჩქარეთ, რომ არ გამოტოვოთ ძალიან კარგი საჩუქრების მიღების შანსი. გათამაშება რეგიონებშიც ძალიან აქტუალურია.

ლელა გელაშვილი, ზესტაფონის "ბიბლუსის" ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი:

- ამ გათამაშებაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო და, როგორც აღნიშნავენ, ძალიან მოსწონთ. ვცდილობთ, მათ მაქსიმალურად სწორად და გასაგებად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა წამოწყებაა, და დავაინტერესოთ. რეგიონია, ვიცით, როგორ მივუდგეთ მომხმარებელს და შესაბამისად, განწყობაც დადებითია. მოგეხსენებათ, პატარა რაიონია და ზესტაფონში "ბიბლუსის" ორი ფილიალია. ძირითადი მოთხოვნა მაინც, საყმაწვილო ლიტერატურაზეა. აქ სამი ძირითადი საჯარო სკოლაა და ჩვენი ფილიალი მათთანაა ახლოს, შესაბამისად, მშობლები უფრო ხშირად დადიან, რომ ბავშვებისთვის ლიტერატურა შეიძინონ. თინეიჯერებში "ლიბერთინსის" წიგნებია უფრო პოპულარული და მათ მოთხოვნებს ყველანაირად ვაკმაყოფილებთ.

- ამ გათამაშების ფარგლებში, თქვენს ფილიალში ყველაზე ძვირი, რომელი წიგნი მოუგიათ?

- მომენტალური გადაფხეკის დროს მოიგეს "დიდი მხატვრების" სერიის 20-ლარიანი წიგნები, ასევე, "სახლი რუსთაველზე", "დავით გურამიშვილი", რომელთა ღირებულება 12 ლარია. ასევე, ზღაპრები, გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, პროზა და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ცოტა ხნის წინ, ერთი მომხმარებელი შემოვიდა, საჩუქარს გვერდით მაღაზიაში არჩევდა, თანხის დახურდავება სურდა და ეს აქცია რომ შევთავაზეთ, კარგი საჩუქარიც შეიძინა, ლატარიაც გავათამაშეთ და აქციაშიც ჩაერთო.

სოფო დუმბაძე, "ბიბლუსის" ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი:

- ასეთი აქცია პირველადაა და მომხმარებლისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ლატარიას ზოგი ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ როცა იგებენ, რომ ყველა ბილეთი იგებს, აქტიურად ერთვებიან. გაყიდვების მიხედვით, მოზარდები უფრო აქტიურობენ, "ლიბერთინსის" წიგნებზეა დიდი მოთხოვნა, ასევე - საბავშვო და მსოფლიოს რჩეულ ლიტერატურაზე. ერთმა გოგონამ 25-ლარიანი წიგნი მოიგო - "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" და ძალიან გაუხარდა. წიგნს რომ გაჩუქებენ, ყველას უხარია, დაბალფასიანიც რომ იყოს, და როცა უფრო ძვირფასია, მაშინ - მით უმეტეს. ზოგჯერ თვითონაც გვეკითხებიან, ამა თუ იმ წიგნზე, - აქციაში შედის თუ არაო? ვიზუალურ მხარესაც აქცევენ ყურადღებას, რომ დიდი და ლამაზი წიგნი მოიგონ.

ანანო თავხელიძე, მკითხველი (ქუთაისი):

- მე ამ გათამაშების შესახებ ინტერნეტით გავიგე. აქტიური მკითხველი ვარ და წიგნებს ყოველთვის "ბიბლუსში" ვყიდულობ, რადგან ყოველთვის ხელსაყრელი აქციებია. აქციის შესახებ რომ შევიტყვე, 20 ლარის ღირებულების წიგნები შევიძინე და, ბილეთი რომ გადავფხიკე, "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" მოვიგე, რამაც ძალიან გამახარა. 3 წლის შვილი მყავს და მასაც გავახარებ. ასევე, ველოდები ფინალურ გათამაშებასაც: ვინ იცის, იქნებ ავტომობილიც მოვიგო?!

მარიამ ბოლქვაძე, 13 წლის:

- ინტერნეტით აქტიურად ვადევნებ თვალყურს "ლიბერთინსის" სიახლეებს და დედაც არასდროს მეუბნება უარს ახალ-ახალი წიგნების შესაძენად თანხის მოცემაზე. ჟურნალ "გზას" რა წიგნებიც მოჰყვება, გამოწერილი გვაქვს, კურიერს მოაქვს ხოლმე და ყველა გვაქვს სახლში. ახლა "გიკი გოგოს" ვკითხულობ და ძალიან მომწონს, მერე ჩემს მეგობრებსაც ვუყვები ხოლმე და განვიხილავთ. გათამაშების შესახებაც ინტერნეტით შევიტყვე და რამდენიმე წიგნი სასწრაფოდ შევიძინე. მერე ჩემს ბიძაშვილსაც ვუთხარი, ისიც იმ დღესვე ჩაერთო და "ქართველი ერის ისტორია" მოიგო. მართალია, მე მხოლოდ ზღაპრების პატარა კრებული მხვდა წილად და ცოტა გული დამწყდა, რამე უფრო მაგარი წიგნი მინდოდა, მაგრამ არა უშავს, ჩემს პატარა დას წავუკითხავ ხოლმე. სამაგიეროდ, იმედი მაქვს, დიდ გათამაშებაშიც მოვიგებ რამეს და 20 ლარის ღირებულების წიგნებს ისევ რომ ვიყიდი, კიდევ ახალ წიგნს მაჩუქებენ.

თამთა დადეშელი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს