საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშქრობის სეზონი იწყება - როგორ მოვემზადოთ სალაშქროდ
ლაშქრობის სეზონი იწყება - როგორ მოვემზადოთ სალაშქროდ

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ლაშ­ქრო­ბა უკვე ცხოვ­რე­ბის წე­სად იქცა. ზო­გის­თვის ეს ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, დას­ვე­ნე­ბი­სა და გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, ზო­გის­თვის კი ლაშ­ქრო­ბა ჯერ კი­დევ "უცხო ხი­ლია". "მო­ლაშ­ქრე­თა ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ხვთი­სო ტუ­რძე­ლა­ძე ALLNEWS.GE-ს ლაშ­ქრო­ბის სპე­ცი­ფი­კა­ზე, მის და­დე­ბით თუ უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­სა და იმ აუ­ცი­ლე­ბელ წე­სებ­ზე ესა­უბ­რა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის, ვინც პირ­ვე­ლი ლაშ­ქრო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

"ჩვენ არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი გვაქვს ლაშ­ქრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ლაშ­ქრო­ბა არ არის აუ­ცი­ლებ­ლად მთა­ში სი­ა­რუ­ლი. მთა­ში სი­ა­რუ­ლი ეს არის ალ­პი­ნიზ­მი. ლაშ­ქრო­ბა, ანუ "ჰა­ი­კინ­გი" ამე­რი­კი­დან წა­მო­ვი­და, შემ­დეგ ევ­რო­პა­ში გავ­რცელ­და, კი სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი წე­სე­ბით და­იმ­კვიდ­რა თავი (თუმ­ცა, ად­რეც და­დი­ოდ­ნენ, რა თქმა უნდა, სა­ლაშ­ქროდ). ლაშ­ქრო­ბა არის მთამ­სვლე­ლო­ბის მსგავ­სი სა­ხე­ო­ბა, მაგ­რამ ბევ­რად მარ­ტი­ვია და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლია და ეს არის დიდი პლუ­სი" - ამ­ბობს ხვთი­სო ტუ­რძე­ლა­ძე და ლაშ­ქრო­ბის და­წყე­ბის მსურ­ვე­ლებს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის:

რა უნდა ვი­ცო­დეთ და­სა­წყი­სის­თვის: "ლაშ­ქრო­ბას აქვს სამი კა­ტე­გო­რი­ის ბი­ლი­კი: მარ­ტი­ვი, სა­შუ­ა­ლო და რთუ­ლი. რთულ ბი­ლიკ­ზე, რა თქმა უნდა, გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნი არ მიჰ­ყავთ. ამის­თვის სა­ჭი­როა, მი­ნი­მუმ სამ­ჯერ გა­ი­ა­როთ სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის ბი­ლი­კი. რად­გან თი­თო­ე­ულ დე­ტალს მა­ინც პრაქ­ტი­კა­ში სწავ­ლობთ. ცოტა რთუ­ლია თე­ო­რი­უ­ლად ამ ყვე­ლაფ­რის ახ­სნა. თუ ლაშ­ქრო­ბა­ში პირ­ვე­ლად მი­დი­ხართ, მე პირ­ველ რიგ­ში გირ­ჩევ­დით, გაყ­ვეთ მო­ლაშ­ქრე­თა რო­მე­ლი­მე კლუბს ან ფე­დე­რა­ცი­ას, სა­დაც პრაქ­ტი­კა­ში ის­წავ­ლით აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა დე­ტალს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გქონ­დეთ კარ­გი ეკი­პი­რე­ბა, რომ­ლის შე­ძე­ნაც ერთჯე­რა­დად შე­იძ­ლე­ბა სო­ლი­დუ­რი თან­ხა და­გიჯ­დეთ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნებთ".

ეკი­პი­რე­ბა: "ეკი­პი­რე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად შე­დის პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი ზურგჩან­თა, რო­მე­ლიც უნდა იყოს ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნი და ტე­ვა­დი. სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში 55-დან 75 - მდე ლიტ­რა­ჟო­ბის ჩან­თაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია კარ­გი კა­რა­ვი, რო­მე­ლიც არ გა­ა­ტა­რებს წყალს. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ კა­რა­ვი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის ნა­წარ­მი იქ­ნე­ბა, იმის­თვის, რომ ვენ­დოთ და არ გვიმ­ტყუ­ნოს. იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ლაშქრობის სეზონი იწყება - როგორ მოვემზადოთ სალაშქროდ

ლაშქრობის სეზონი იწყება - როგორ მოვემზადოთ სალაშქროდ

უამრავი ადამიანისთვის საქართველოში ლაშქრობა უკვე ცხოვრების წესად იქცა. ზოგისთვის ეს ბუნებასთან ურთიერთობის, დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაა, ზოგისთვის კი ლაშქრობა ჯერ კიდევ "უცხო ხილია". "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" ხელმძღვანელი ხვთისო ტურძელაძე ALLNEWS.GE-ს ლაშქრობის სპეციფიკაზე, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებსა და იმ აუცილებელ წესებზე ესაუბრა, რომელთა გათვალისწინებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველი ლაშქრობისთვის ემზადება.

"ჩვენ არასწორი წარმოდგენები და სტერეოტიპები გვაქვს ლაშქრობასთან დაკავშირებით. ლაშქრობა არ არის აუცილებლად მთაში სიარული. მთაში სიარული ეს არის ალპინიზმი. ლაშქრობა, ანუ "ჰაიკინგი" ამერიკიდან წამოვიდა, შემდეგ ევროპაში გავრცელდა, კი საქართველოში თავისი წესებით დაიმკვიდრა თავი (თუმცა, ადრეც დადიოდნენ, რა თქმა უნდა, სალაშქროდ). ლაშქრობა არის მთამსვლელობის მსგავსი სახეობა, მაგრამ ბევრად მარტივია და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია და ეს არის დიდი პლუსი" - ამბობს ხვთისო ტურძელაძე და ლაშქრობის დაწყების მსურველებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის:

რა უნდა ვიცოდეთ დასაწყისისთვის: "ლაშქრობას აქვს სამი კატეგორიის ბილიკი: მარტივი, საშუალო და რთული. რთულ ბილიკზე, რა თქმა უნდა, გამოუცდელი ადამიანი არ მიჰყავთ. ამისთვის საჭიროა, მინიმუმ სამჯერ გაიაროთ საშუალო სირთულის ბილიკი. რადგან თითოეულ დეტალს მაინც პრაქტიკაში სწავლობთ. ცოტა რთულია თეორიულად ამ ყველაფრის ახსნა. თუ ლაშქრობაში პირველად მიდიხართ, მე პირველ რიგში გირჩევდით, გაყვეთ მოლაშქრეთა რომელიმე კლუბს ან ფედერაციას, სადაც პრაქტიკაში ისწავლით აბსოლუტურად ყველა დეტალს. აუცილებელია გქონდეთ კარგი ეკიპირება, რომლის შეძენაც ერთჯერადად შეიძლება სოლიდური თანხა დაგიჯდეთ, მაგრამ სამაგიეროდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებთ".

ეკიპირება: "ეკიპირებაში აუცილებლად შედის პირველ რიგში, კარგი ზურგჩანთა, რომელიც უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი და ტევადი. საქართველოს პირობებში 55-დან 75 - მდე ლიტრაჟობის ჩანთაა მიზანშეწონილი. აუცილებელია კარგი კარავი, რომელიც არ გაატარებს წყალს. კარგი იქნება თუ კარავი ცნობილი ბრენდის ნაწარმი იქნება, იმისთვის, რომ ვენდოთ და არ გვიმტყუნოს. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს