სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილ მსჯავრდებულს საფეხბურთო კლუბმა "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა
ყოფილ მსჯავრდებულს საფეხბურთო კლუბმა "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა

ყო­ფილ მსჯავ­რდე­ბულს, 23 წლის შოთა აფ­ში­ნაშ­ვილს სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­მა "ცხუმ­მა" კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მა და მის სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო.

შოთა აფ­ში­ნაშ­ვი­ლი სას­ჯელს N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2011 წლი­დან იხ­დი­და. მიმ­დი­ნა­რე წლის 29 იან­ვარს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სო­ხუ­მის "ცხუ­მის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ეს­ტუმრნენ და მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­თან ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი გა­მარ­თეს. შეხ­ვედ­რას სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, ირაკ­ლი ვა­სა­ძეც ეს­წრე­ბო­და. შოთა აფ­ში­ნაშ­ვი­ლი კლუბ­მა ამ ამ­ხა­ნა­გურ მატჩზე აღ­მო­ა­ჩი­ნა.

რო­გორც კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ახალ­გაზ­რდამ თავი სის­წრა­ფი­თა და ტექ­ნი­კით გა­მო­ი­ჩი­ნა, რის შემ­დე­გაც სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "ცხუ­მის" პრე­ზი­დენ­ტმა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს თხოვ­ნით მი­მარ­თა და მისი ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვა, რათა აფ­ში­ლაშ­ვი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის რი­გებ­ში ჩა­ე­რი­ცხა და კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში დახ­მა­რე­ბო­და. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ად­გი­ლობ­რივ­მა საბ­ჭომ შოთა აფ­ში­ლაშ­ვი­ლი პი­რო­ბით ვა­დამ­დე 1 მარტს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"დღეს უპ­რე­ცენ­დენ­ტო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ სას­ჯელს იხ­დი­და, ცი­ხის ზღურ­ბლი­დან კლუბ "ცხუმ­ში"მოხ­ვდა. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამ კლუბს, რომ შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და ახალ­გაზ­რდის სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში წინსვლას ხელი შე­უ­წყო. ად­გი­ლობ­რივ­მა საბ­ჭომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი ვა­დამ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის და სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძე­ლე­ბის შან­სი მის­ცე­მო­და. მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში შო­თას," - გა­ნა­ცხა­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ზვი­ად მი­ხა­ნაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ყოფილ მსჯავრდებულს საფეხბურთო კლუბმა "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა

ყოფილ მსჯავრდებულს საფეხბურთო კლუბმა "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა

ყოფილ მსჯავრდებულს, 23 წლის შოთა აფშინაშვილს საფეხბურთო კლუბმა "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა და მის სპორტულ კარიერაზე პასუხისმგებლობა აიღო.

შოთა აფშინაშვილი სასჯელს N17 დაწესებულებაში 2011 წლიდან იხდიდა. მიმდინარე წლის 29 იანვარს დაწესებულებას სოხუმის "ცხუმის" ფეხბურთელები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრას საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ვასაძეც ესწრებოდა. შოთა აფშინაშვილი კლუბმა ამ ამხანაგურ მატჩზე აღმოაჩინა.

როგორც კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, ახალგაზრდამ თავი სისწრაფითა და ტექნიკით გამოიჩინა, რის შემდეგაც საფეხბურთო კლუბის "ცხუმის" პრეზიდენტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თხოვნით მიმართა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება სთხოვა, რათა აფშილაშვილი საფეხბურთო კლუბის რიგებში ჩაერიცხა და კარიერულ წინსვლაში დახმარებოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ შოთა აფშილაშვილი პირობით ვადამდე 1 მარტს გაათავისუფლა.

"დღეს უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სასჯელს იხდიდა, ციხის ზღურბლიდან კლუბ "ცხუმში"მოხვდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კლუბს, რომ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და ახალგაზრდის სპორტულ კარიერაში წინსვლას ხელი შეუწყო. ადგილობრივმა საბჭომ მსჯავრდებული ვადამდე გაათავისუფლა იმის გათვალისწინებით, რომ მას საზოგადოებაში დაბრუნების და სპორტული კარიერის წარმატებით გაგრძელების შანსი მისცემოდა. მინდა წარმატება ვუსურვო სპორტულ კარიერაში შოთას," - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა.

წაიკითხეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა