პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავად ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, რამაც პოლიციელობა გადამაწყვეტინა" - პოლიციელი ქალები
"თავად ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, რამაც პოლიციელობა გადამაწყვეტინა" - პოლიციელი ქალები

ერთი უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია,­ მე­ო­რე - დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. როგ­ორც ამ­ბო­ბენ, ქალი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ძალ-ღ­ონეს არ იშუ­რე­ბენ, რათა პო­ლი­ცი­ე­ლის მუნ­დი­რი ღირ­სე­უ­ლად ატა­რონ და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნა­ზე ზრუ­ნა­ვენ.

მაია ფე­ლიშ­ვი­ლი, გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ული სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გამ­ომ­ძი­ე­ბე­ლი: - პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლამ­დე მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლად ვმუ­შა­ობ­დი. 2007 წელს შსს-ს პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ამ მი­ღე­ბა­ გა­მო­ა­ცხა­და, ქალ პო­ლი­ცი­ე­ლებს ითხოვ­დნენ და კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ყვე­ლას უკ­ვირ­და, ასე­თი რამ აზ­რად რო­გორ­ მო­გი­ვი­დაო. აკა­დე­მი­ა­ში მოხ­ვედ­რი­დან 2 თვე­ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, თუ რა იყო ჩემი პრობ­ლე­მის მთა­ვა­რი არსი. თა­ვად­ ვი­ყა­ვი მე­უღ­ლის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და მთე­ლი ეს წლე­ბი ვერ ვბე­დავ­დი დავ­პი­რის­პი­რე­ბო­დი ამას. დავ­შორ­დი მო­ძა­ლა­დე ქმარს და ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ვი­წყე. შინა­განი პრო­ტეს­ტი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ბა­ბი იყო იმი­სა, რომ ეს საქ­მე ავირ­ჩიე, თუმ­ცა ყო­ველ­თვის მქონ­და და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი...

ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნი სპე­ცი­ფი­კუ­რი­ და­ნა­შა­უ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რად­გან დას­ახ­ლე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით, ხში­რია ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რით აიხ­სნე­ბა, თუმ­ცა ხაზ­გას­მით ვი­ტყვი, რომ ეს არ არის გა­დამ­წყვე­ტი. იყო შემ­თხვე­ვა, როცა შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის ქალი გახ­და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ის სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და­ და რო­დე­საც გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მივ­დი­ო­დით, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი,­ ამ ქა­ლის ოჯახ­ში თუ აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი. ქალი, რო­მე­ლიც მხვდე­ბო­და­ სამ­სა­ხურ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ჰგავ­და იმას, ვინც სა­დარ­ბა­ზო­ში დამ­ხვდა - შე­შინ­ებუ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ბავშ­ვთან ერ­თად წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლი­დან. უჭირ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რას იტყვის ხალ­ხიო, მაგ­რამ რო­დე­საც ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვზეც გა­დავ­იდა, პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი­ ორ­დე­რის გა­ცე­მა­ზე დაგ­ვთან­ხმდა. სა­სამ­არ­თლო პრო­ცეს­ზე ქმა­რი უკვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­და მას­ზე, თავს აცო­დებ­და­ და ქალ­მა გა­და­წყვი­ტა, უარი ეთ­ქვა შე­მა­კა­ვე­ბელი ორ­დე­რის მი­ღე­ბა­ზე. ნა­თე­სა­ვე­ბის ჩა­რე­ვით, ცოლ-ქმა­რი შე­რიგ­და, თუმ­ცა ერთი კვი­რის შემ­დეგ ძა­ლა­დო­ბა გან­მე­ორ­და. რო­დე­საც ასეთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­დი­ხარ, რის­კი ყო­ველ­თვის დი­დია. კაცი ცოლს იმე­ტებს მო­საკ­ლა­ვად და სხვას რას უზამს? მო­ძა­ლა­დე შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი იყოს პო­ლი­ცი­ე­ლი ქა­ლის მი­მართ, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე უნდა გამ­ოი­ჩი­ნო... მე­ო­რე მხრივ, არა­ვინ თქვას, მა­მა­კა­ცე­ბის­თვის უფრო ად­ვი­ლია პო­ლი­ცი­ე­ლო­ბაო, ქალს უფრო უად­ვილ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია და ამი­ტომ­ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ქა­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

ორი ვაჟი მყავს. როცა ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­რი­გე­ო­ბა მი­წევს, მათ მარ­ტო უწევთ­ ყოფ­ნა­. ასე­თი კარ­გე­ბი რომ არ იყ­ვნენ, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. მინ­და მივ­მარ­თო ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ზრდი­ან ან უნ­დათ, გა­ზარ­დონ შვი­ლე­ბი, თითო­ეული ქალი უნდა აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს, რომ არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბი არ არის და ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­დოს ძა­ლა­დო­ბას. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს მათ ეხე­ბა თუ მათ გვერ­დზე მყოფს. არას­დროს იფიქ­რონ, რომ ეს მათი საქ­მე არ არის, არ შე­ე­გუ­ონ ძა­ლა­დო­ბას. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თავად ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, რამაც პოლიციელობა გადამაწყვეტინა" - პოლიციელი ქალები

"თავად ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, რამაც პოლიციელობა გადამაწყვეტინა" - პოლიციელი ქალები

ერთი უბნის ინსპექტორ-გამომ­ძიებელია,­ მეორე - დეტექტივ-გამომძიებელი. როგ­ორც ამბობენ, ქალი გამომძიებლები ძალ-ღ­ონეს არ იშურებენ, რათა პოლიციელის მუნდირი ღირსეულად ატარონ და ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნავენ.

მაია ფელიშვილი, გარდაბნის რაიონ­ული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამ­ომძიებელი: - პოლიციაში მისვლამდე მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი. 2007 წელს შსს-ს პოლიციის აკადემიამ მიღება­ გამოაცხადა, ქალ პოლიციელებს ითხოვ­დნენ და კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. ყველას უკვირდა, ასეთი რამ აზრად როგორ­ მოგივიდაო. აკადემიაში მოხვედრიდან 2 თვეში გავაცნობიერე, თუ რა იყო ჩემი პრობლემის მთავარი არსი. თავად­ ვიყავი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი და მთელი ეს წლები ვერ ვბედავდი დავპირისპირებოდი ამას. დავშორდი მოძალადე ქმარს და ცხოვრება თავიდან დავიწყე. შინა­განი პროტესტი ყველაზე დიდი საბაბი იყო იმისა, რომ ეს საქმე ავირჩიე, თუმცა ყოველთვის მქონდა დაჩაგრული ადამიანების დახმარების სურვილი...

ქვემო ქართლის რეგიონი სპეციფიკური­ დანაშაულებით გამოირჩევა, რადგან დას­ახლებულია ეროვნული უმცირესობებით, ხშირია ოჯახური ძალადობა. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახური ძალადობა სოციალური ფაქტორით აიხსნება, თუმცა ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არ არის გადამწყვეტი. იყო შემთხვევა, როცა შეძლებული ოჯახის ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი. ის საჯარო სამსახურში მუშაობდა­ და როდესაც გამოძახებაზე მივდიოდით, ვერც წარმოვიდგენდი,­ ამ ქალის ოჯახში თუ აღმოვჩნდებოდი. ქალი, რომელიც მხვდებოდა­ სამსახურში, აბსოლუტურად არ ჰგავდა იმას, ვინც სადარბაზოში დამხვდა - შეშინ­ებული, განადგურებული. ბავშ­ვთან ერთად წამოვიყვანეთ სახლიდან. უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რას იტყვის ხალხიო, მაგ­რამ როდესაც ძალადობა ბავშვზეც გადავ­იდა, პოლიციაში დარეკა და შემაკავებელი­ ორდერის გაცემაზე დაგვთანხმდა. სასამ­ართლო პროცესზე ქმარი უკვე ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, თავს აცოდებდა­ და ქალმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა შემაკავე­ბელი ორდერის მიღებაზე. ნათესავების ჩარევით, ცოლ-ქმარი შერიგდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ძალადობა განმეორდა. როდესაც ასეთ გამოძახებაზე მიდიხარ, რისკი ყოველთვის დიდია. კაცი ცოლს იმეტებს მოსაკლავად და სხვას რას უზამს? მოძალადე შეიძლება განსაკუთრებით აგრესიული იყოს პოლიციელი ქალის მიმართ, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამ­ოიჩინო... მეორე მხრივ, არავინ თქვას, მამაკაცებისთვის უფრო ადვილია პოლიციელობაო, ქალს უფრო უადვილდება კომუნიკაცია და ამიტომ­ კონფლიქტურ სიტუაციებში ქალის ჩართულობა გაცილებით უკეთესია.

ორი ვაჟი მყავს. როცა ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში მორიგეობა მიწევს, მათ მარტო უწევთ­ ყოფნა­. ასეთი კარგები რომ არ იყვნენ, ძალიან გამიჭირდებოდა. მინდა მივმართო ქალებს, რომლებიც ზრდიან ან უნდათ, გაზარდონ შვილები, თითო­ეული ქალი უნდა აცნობიერებდეს, რომ არავისზე ნაკლები არ არის და ბრძოლა გამოუცხადოს ძალადობას. არა აქვს მნიშვნელობა, ეს მათ ეხება თუ მათ გვერდზე მყოფს. არასდროს იფიქრონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, არ შეეგუონ ძალადობას. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია