ქვემო ფონიჭალაში მკვლელობა ავტოსახელოსნოში მოხდა, სადაც გარდაცვლილები ავტომობილის შესაკეთებლად იყვნენ მისული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, თავდამსხმელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ორივე გარდაცვლილი კი ქვემო ფონიჭალაში ცხოვრობს. რაც შეეხება დაჭრილს, რომლის მდგომარეობა მძიმეა, ის მარნეულიდან არის.
რას უკავშირდება მომხდარი ტრაგედია, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დანაშაულის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და ჟურნალისტებს მიახლოების საშუალება არ ეძლევათ. მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზაზე ჯერ არ გადაუსვენებიათ.
ქვემო ფონიჭალაში შეიარაღებული თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი და დაჭრილია ერთი. შსს-ს ინფორმაციით,
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.