Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაკარგა ნუცა ჯანელიძის ოჯახმა სახლი: "სხვა ქვეყანაში ჩემი ავტორიტეტის ადამიანი, ცოტა უკეთესად ცხოვრობს"
რატომ დაკარგა ნუცა ჯანელიძის ოჯახმა სახლი: "სხვა ქვეყანაში ჩემი ავტორიტეტის ადამიანი, ცოტა უკეთესად ცხოვრობს"

მუ­სი­კო­სი ნუცა ჯა­ნე­ლი­ძე დიდი ხა­ნია ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და ტე­ლეპ­რო­ექ­ტებს ჩა­მო­შორ­და და ახა­ლი საქ­მე იპო­ვა - ერთ-ერთ სა­ბავ­შვო ბაღ­ში მუ­სი­კა­ლურ კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობს და უხა­რია, რომ პა­ტა­რებს ქარ­თულ სიმ­ღე­რას ას­წავ­ლის. "შო­უ­ბიზ­ნეს­ში სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, არა­ვის ბლო­კა­ვე­ნო" - ამ­ბობს ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მუ­სი­კო­სი, თუმ­ცა ეს "მუ­სი­კა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა" მის მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას არ და­ტყო­ბია. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში მუ­სი­კო­სი ამ­ბობს, მის­მა ოჯახ­მა სახ­ლი და­კარ­გა და ახლა 12 ადა­მი­ა­ნი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს:

"მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ მი­წყობს ხელს, რომ ცალ­კე ვი­ცხოვ­რო. ჩვენ, ყვე­ლა, ვცხოვ­რობთ ერ­თად - მე, ჩემი ძმის ოჯა­ხი, მათი შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. ქი­რით ვართ. სა­კუ­თა­რი ბინა რამ­დე­ნი­მე წე­ლია აღარ გვაქვს. არ არის რთუ­ლი მათ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 12 კაცი ვცხოვ­რობთ ერთ ჭერ­ქვეშ. სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე იწყე­ბენ სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან სახ­ლში მოს­ვლას და შინ მა­ინც სი­ჩუ­მეა, მეტ­წი­ლად ამ სი­ჩუ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა არის კომ­პი­უ­ტე­რი და ის მო­უთ­მენ­ლო­ბა რაც მშობ­ლებს გვა­ხა­სი­ა­თებს - "ოღონდ შენ ახლა არ იყ­ვი­რო და, აჰა, შენ კომ­პი­უ­ტე­რი". ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი კუ­თხე. დიდ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბას მი­ნუ­სე­ბი ოხ­რად აქვს. მი­ნუ­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აღ­მო­აჩ­ნდეს, მაგ­რამ თუ ჩვენ გვინ­და, რომ ერ­თად ვი­ყოთ, ერ­თმა­ნეთს მი­ნუ­სე­ბი უნდა ჩა­მო­ვაკ­ლოთ. წყე­ნა გა­დავყლა­პოთ, ვა­პა­ტი­ოთ, პა­ტი­ვი ვცეთ ამ ურ­თი­ერ­თო­ბას".

- რა­ტომ ვერ შე­ძე­ლით სახ­ლის ყიდ­ვა, რა­ტომ დარ­ჩით უბი­ნა­ოდ?

- ძა­ლი­ან კარ­გი სახ­ლი მქონ­და, მაგ­რამ სა­ჭი­რო­ე­ბის გამო გავ­ყი­დეთ. სხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩემი პრო­ფე­სი­ი­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტის ადა­მი­ა­ნი ცოტა უკე­თე­სად ცხოვ­რობს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად სა­კუ­თა­რი ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა მა­ინც აქვს.

- ძმის­შვი­ლე­ბი გა­ზარ­დეთ, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი არ შექ­მე­ნით, არც შვი­ლი გა­ა­ჩი­ნეთ. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან არ ნა­ნობთ ამას?

- არა. ალ­ბათ სა­დღაც ეწე­რა, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა ასე უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო. ვა­კე­თებ იმ საქ­მეს, რაც მიყ­ვარს.

ლანა კიკ­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

რატომ დაკარგა ნუცა ჯანელიძის ოჯახმა სახლი: "სხვა ქვეყანაში ჩემი ავტორიტეტის ადამიანი, ცოტა უკეთესად ცხოვრობს"

რატომ დაკარგა ნუცა ჯანელიძის ოჯახმა სახლი: "სხვა ქვეყანაში ჩემი ავტორიტეტის ადამიანი, ცოტა უკეთესად ცხოვრობს"

მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე დიდი ხანია ტელევიზიასა და ტელეპროექტებს ჩამოშორდა და ახალი საქმე იპოვა - ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუსიკალურ კონსულტანტად მუშაობს და უხარია, რომ პატარებს ქართულ სიმღერას ასწავლის. "შოუბიზნესში სრული თავისუფლებაა, არავის ბლოკავენო" - ამბობს ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მუსიკოსი, თუმცა ეს "მუსიკალური თავისუფლება" მის მატერიალურ მდგომარეობას არ დატყობია. როგორც ჟურნალისტთან საუბარში მუსიკოსი ამბობს, მისმა ოჯახმა სახლი დაკარგა და ახლა 12 ადამიანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს:

"მატერიალური მდგომარეობა არ მიწყობს ხელს, რომ ცალკე ვიცხოვრო. ჩვენ, ყველა, ვცხოვრობთ ერთად - მე, ჩემი ძმის ოჯახი, მათი შვილები, შვილიშვილები. ქირით ვართ. საკუთარი ბინა რამდენიმე წელია აღარ გვაქვს. არ არის რთული მათთან ერთად ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ 12 კაცი ვცხოვრობთ ერთ ჭერქვეშ. საღამოს 7 საათზე იწყებენ სამსახურებიდან სახლში მოსვლას და შინ მაინც სიჩუმეა, მეტწილად ამ სიჩუმის დამსახურება არის კომპიუტერი და ის მოუთმენლობა რაც მშობლებს გვახასიათებს - "ოღონდ შენ ახლა არ იყვირო და, აჰა, შენ კომპიუტერი". ყველას აქვს თავისი კუთხე. დიდ ოჯახში ცხოვრებას მინუსები ოხრად აქვს. მინუსები შეიძლება თითოეულ ჩვენგანს აღმოაჩნდეს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ ერთად ვიყოთ, ერთმანეთს მინუსები უნდა ჩამოვაკლოთ. წყენა გადავყლაპოთ, ვაპატიოთ, პატივი ვცეთ ამ ურთიერთობას".

- რატომ ვერ შეძელით სახლის ყიდვა, რატომ დარჩით უბინაოდ?

- ძალიან კარგი სახლი მქონდა, მაგრამ საჭიროების გამო გავყიდეთ. სხვა ქვეყანაში ჩემი პროფესიისა და ავტორიტეტის ადამიანი ცოტა უკეთესად ცხოვრობს, ელემენტარულად საკუთარი ოროთახიანი ბინა მაინც აქვს.

- ძმისშვილები გაზარდეთ, საკუთარი ოჯახი არ შექმენით, არც შვილი გააჩინეთ. ამ გადასახედიდან არ ნანობთ ამას?

- არა. ალბათ სადღაც ეწერა, რომ ჩემი ცხოვრება ასე უნდა წარმართულიყო. ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"