ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" შვილის, კატოს და რძლის, ნუცას ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"დედა კარგად ხატავდა, პატარა რომ ვიყავი, ზღაპრებს ილუსტრირებულად მიყვებოდა, - მიხატავდა კიდეც. მისი შეთხზული ერთი ზღაპარი განსაკუთრებით მიყვარდა, მეგობრები, მამალი და ფისო, სახელად ფისოაკიჭო ცხოვრობდნენ საყვარელ სახლში გემრიელად, თუმცა განსაცდელი მათაც ჰქონდათ, როცა ფისოაკიჭო სახლში არ იყო, მელია აკითხავდა მამალს, მოტყუებით ფანჯრიდან გადაახედებდა, კისერში პირს სტაცებდა და ბუნაგში მიაცუნცულებდა შესასანსლად.
"ფისოაკიჭო, მიშველე ბიჭო!" ყვიროდა მამალი. გინახავთ ბავშვი, რომელიც მელიას მხარეზე იქნებოდა? არა ხო? ამაშია საქმე. ადამიანის საწყისი არის კეთილი, კეთილი და აუცილებლად კეთილი.
შვილიშვილი რომ მეყოლება, მასაც მოვუყვები და დავუხატავ ფისოაკიჭოს ამბავს.
კატო და ჩემი (ნიკოს) ნუცა, რძალ-მული მაშასადამე", - წერს ნათია ფანჯიკიძე და შვილისა და რძლის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის ვაჟმა ცოტა ხნის წინ იქორწინა.
იხილეთ ასევე: "ქმარუკა..." - ნიკა ალასანია დაქორწინდა