მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია ლარის გამყარება?
რამ გამოიწვია ლარის გამყარება?

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, ლარი გამ­ყა­რე­ბას გა­ნაგ­რძობს. დღე­ვან­დე­ლი, 13 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სით, ხვა­ლი­დან ერთი დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფასი 2.2674 ლარი გახ­დე­ბა.

ეკო­ნო­მის­ტე­ბის ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ამ გამ­ყა­რე­ბას სა­ი­მე­დო ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი არა აქვს. პარ­ლა­მენ­ტა­რი, სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის წევ­რი ზუ­რაბ მე­ლი­ქიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნაა.

ზუ­რაბ მე­ლი­ქიშ­ვი­ლი: "და­ვი­წყოთ იმით, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლე­ბი, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს აქვს, ძალ­ზე სა­ვა­ლა­ლოა. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გამ­ყა­რე­ბის მი­ზე­ზი უნდა იყოს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ექ­სპორ­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ძალ­ზე მცი­რეა. ექ­სპორ­ტის იან­ვარ-თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბი, ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა. ამავდრო­უ­ლად არ არის მო­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდაც არ შე­იმ­ჩნე­ვა. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმედს ამ­ყა­რებს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტე­ბია. შემ­ცი­რე­ბუ­ლია ფუ­ლის მასა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კა­ში ტრი­ა­ლებს - დე­კემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 225 მი­ლი­ო­ნით ნაკ­ლე­ბი თან­ხა ტრი­ა­ლებს. ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც ლარი სტა­ბი­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კის შემ­ცი­რე­ბაა, მაგ­რამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბის დიდ­ხანს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მარ­ჯვე­ნა ფეხი გეტ­კი­ნე­ბა და ამის გამო ვერ წახ­ვალ წინ, თუ მარ­ცხე­ნა? სა­ბო­ლოო ჯამ­ში ტკი­ვი­ლი თა­ვი­სას გა­ი­ტანს და შე­იძ­ლე­ბა კი­დეც და­ე­ცე. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში ეს არის მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას ელო­დე­ბა".

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, ლა­რის გამ­ყა­რე­ბა­ში ლო­გი­კა არ ჩანს. "მაგ­რამ ერთი რამ უტყუ­ა­რია: ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ეს რყე­ვე­ბი კარ­გი არ არის. სა­მა­გი­ე­როდ, ლო­გი­კა ჩანს იმა­ში, რომ ჩვე­ნი ლარი ერ­თგვა­რად მიბ­მუ­ლია რუბ­ლის კურ­სზე. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, რო­დე­საც რუბ­ლი უფა­სურ­დე­ბო­და, ჩვე­ნი ლა­რიც უფა­სურ­დე­ბო­და, ახლა რუბლმა გამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო და ლა­რიც მყარ­დე­ბა. ეს იმ გზავ­ნი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ემიგ­რან­ტე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან აგ­ზავ­ნი­ან. ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტის გამ­ყა­რე­ბა დღეს არც ისე ჯან­საღ პრო­ცე­სებ­ზეა მიბ­მუ­ლი. რა გან­სა­ზღვრავს ლა­რის კურსს? - მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბა და თუ დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ლა­რიც მყარ­დე­ბა, ეს კი, ჩვენს ეკო­ნო­მი­კას კარ­გს არა­ფერს უქა­დის. ცალ­სა­ხად იმის მტკი­ცე­ბა, რომ ლა­რის ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გამ­ყა­რე­ბა კარ­გია, არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ეკო­ნო­მი­კის­თვის სტა­ბი­ლუ­რო­ბა ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი რამ არის. მე ვერ ვხე­დავ ეკო­ნო­მი­კურ ფაქ­ტო­რებს, რომ ლა­რის კურ­სი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რამ გამოიწვია ლარის გამყარება?

რამ გამოიწვია ლარის გამყარება?

ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი გამყარებას განაგრძობს. დღევანდელი, 13 აპრილის მონაცემებით, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2674 ლარი გახდება.

ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ გამყარებას საიმედო ეკონომიკური საფუძვლები არა აქვს. პარლამენტარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ ლარის გამყარება დროებითი მოვლენაა.

ზურაბ მელიქიშვილი: "დავიწყოთ იმით, რომ ეკონომიკური მაჩვენებელები, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, ძალზე სავალალოა. ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზი უნდა იყოს ინვესტიციები და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, რაც საქართველოში ძალზე მცირეა. ექსპორტის იანვარ-თებერვლის მონაცემები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამავდროულად არ არის მომატებული ინვესტიციების რაოდენობა და ეკონომიკური ზრდაც არ შეიმჩნევა. ერთადერთი, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება იმედს ამყარებს, ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ბერკეტებია. შემცირებულია ფულის მასა, რომელიც ეკონომიკაში ტრიალებს - დეკემბერთან შედარებით ქართულ ბაზარზე 225 მილიონით ნაკლები თანხა ტრიალებს. ერთადერთი, რის გამოც ლარი სტაბილურად გამოიყურება, ეკონომიკის შემცირებაა, მაგრამ ამ მდგომარეობის დიდხანს შენარჩუნება რთულია. რა მნიშვნელობა აქვს მარჯვენა ფეხი გეტკინება და ამის გამო ვერ წახვალ წინ, თუ მარცხენა? საბოლოო ჯამში ტკივილი თავისას გაიტანს და შეიძლება კიდეც დაეცე. ამ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის პირობებში ეს არის მომავალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ელოდება".

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ლარის გამყარებაში ლოგიკა არ ჩანს. "მაგრამ ერთი რამ უტყუარია: ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს რყევები კარგი არ არის. სამაგიეროდ, ლოგიკა ჩანს იმაში, რომ ჩვენი ლარი ერთგვარად მიბმულია რუბლის კურსზე. თუ დააკვირდებით, როდესაც რუბლი უფასურდებოდა, ჩვენი ლარიც უფასურდებოდა, ახლა რუბლმა გამყარება დაიწყო და ლარიც მყარდება. ეს იმ გზავნილების დამსახურებაა, რომელსაც ჩვენი ემიგრანტები ამ ქვეყნიდან აგზავნიან. ქართული ვალუტის გამყარება დღეს არც ისე ჯანსაღ პროცესებზეა მიბმული. რა განსაზღვრავს ლარის კურსს? - მოთხოვნა-მიწოდება და თუ დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია, ლარიც მყარდება, ეს კი, ჩვენს ეკონომიკას კარგს არაფერს უქადის. ცალსახად იმის მტკიცება, რომ ლარის ასეთი მოულოდნელი გამყარება კარგია, არ შეიძლება, რადგან ეკონომიკისთვის სტაბილურობა ყველაზე უკეთესი რამ არის. მე ვერ ვხედავ ეკონომიკურ ფაქტორებს, რომ ლარის კურსი შენარჩუნდება", - აცხადებს ექსპერტი განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია