საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაპოლეონის მაგიდა და ირანის შაჰის სავარძელი ლიკანში - რომანოვების სასახლე საქართველოში
ნაპოლეონის მაგიდა და ირანის შაჰის სავარძელი ლიკანში - რომანოვების სასახლე საქართველოში

ბევ­რმა არ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუს მე­ფე­ებს რამ­დე­ნი­მე საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი ჰქონ­დათ, სა­დაც და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლებს აწყობ­დნენ. ერთ-ერთი იყო ლი­კა­ნი, სა­დაც რო­მა­ნო­ვებ­მა სა­სახ­ლე აა­გეს და ეს სა­სახ­ლე დღე­საც უც­ვლე­ლი სა­ხით არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

შე­ნო­ბა მე-19 სა­უ­კუ­ნის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მი­ხე­ილ რო­მა­ნო­ვის ვაჟს, ნი­კო­ლოზს სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ად ლი­კან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია მოს­წო­ნე­ბია. რე­ზი­დენ­ცია შემ­დგომ­ში ტუ­რის­ტთა და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლად იქცა. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სა­სახ­ლეს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და. აქ პე­რი­ო­დუ­ლად ის­ვე­ნებ­და იო­სებ სტა­ლი­ნიც.

სა­სახ­ლე­ზე, იქ დატ­რი­ა­ლე­ბულ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, უნი­კა­ლურ ნივ­თებ­ზე ის­ტო­რი­კო­სი ბა­კურ გე­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

- რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოდ მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ამ ად­გი­ლას უწინ პუ­რის კალო ყო­ფი­ლა. მი­ხე­ილ რო­მა­ნო­ვის ვაჟს სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ად ლი­კან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია მოს­წო­ნე­ბია და ეს ტე­რი­ტო­რია შე­უს­ყი­დია გე­ნე­რალ პი­ტერ­სის­გან. შემ­დგომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლი პარ­კი გა­უ­შე­ნე­ბია. მი­სი­ვე ბრძა­ნე­ბით, სა­სახ­ლე 1892-95 წლებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ ლე­ონ­ტინ ბე­ნუ­ას და­უ­გეგ­მა­რე­ბია, ხოლო მშე­ნებ­ლო­ბას გერ­მა­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ლე­ო­პოლდ ბილ­ფელ­დი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ხე­ლოს­ნე­ბად ძი­რი­თა­დად ბერ­ძე­ნი და იტა­ლი­ე­ლი ოს­ტა­ტე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

მთა­ვა­რი სა­სახ­ლე ასი­მეტ­რი­უ­ლი ფორ­მი­საა. ინ­ტე­რი­ერ­ში მე­ტად მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა და ფრან­გუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი იყო. რო­მან­ტი­კუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სა­სახ­ლე უშუ­ა­ლო გა­მო­ძა­ხი­ლი იყო ევ­რო­პუ­ლი და რუ­სუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ნი­კო­ლო­ზის სა­სახ­ლე მორ­თუ­ლი იყო ან­ტი­კუ­რი ღმერ­თე­ბის მარ­მა­რი­ლოს ქან­და­კე­ბე­ბით, ჩი­ნურ-ია­პო­ნუ­რი ფა­ი­ფუ­რის ვა­ზე­ბით... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნაპოლეონის მაგიდა და ირანის შაჰის სავარძელი ლიკანში - რომანოვების სასახლე საქართველოში

ნაპოლეონის მაგიდა და ირანის შაჰის სავარძელი ლიკანში - რომანოვების სასახლე საქართველოში

ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში რუს მეფეებს რამდენიმე საყვარელი ადგილი ჰქონდათ, სადაც დასასვენებელ ადგილებს აწყობდნენ. ერთ-ერთი იყო ლიკანი, სადაც რომანოვებმა სასახლე ააგეს და ეს სასახლე დღესაც უცვლელი სახით არის შემორჩენილი.

შენობა მე-19 საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. მიხეილ რომანოვის ვაჟს, ნიკოლოზს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოდში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. აქ პერიოდულად ისვენებდა იოსებ სტალინიც.

სასახლეზე, იქ დატრიალებულ სიყვარულის ისტორიაზე, უნიკალურ ნივთებზე ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი გვესაუბრა.

- რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ მოიხსენიება, მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ამ ადგილას უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია და ეს ტერიტორია შეუსყიდია გენერალ პიტერსისგან. შემდგომ ამ ტერიტორიაზე პირველი პარკი გაუშენებია. მისივე ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორ ლეონტინ ბენუას დაუგეგმარებია, ხოლო მშენებლობას გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი ხელმძღვანელობდა. ხელოსნებად ძირითადად ბერძენი და იტალიელი ოსტატები მუშაობდნენ.

მთავარი სასახლე ასიმეტრიული ფორმისაა. ინტერიერში მეტად მდიდარი ბიბლიოთეკა და ფრანგული ფერწერული ტილოები იყო. რომანტიკული მიმდინარეობის სასახლე უშუალო გამოძახილი იყო ევროპული და რუსული სასახლეების არქიტექტურული სტილის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზის სასახლე მორთული იყო ანტიკური ღმერთების მარმარილოს ქანდაკებებით, ჩინურ-იაპონური ფაიფურის ვაზებით... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს