ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე ინვესტორმა კომპანიებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენებმა ღრმაწყლოვანი პორტის ტექნიკური დეტალები განიხილეს. შეხვედრაზე სამეგრელო სვანეთის გუბერნატორმა მოქალაქეების დასაქმებასა და მუშახელის გადამზადების საკითხებზე ისაუბრა. როგორც ლევან შონიამ აღნიშნა, პორტის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.