Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის №26 საბავშვო ბაღში ხორცის გადამალვის ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის №26 საბავშვო ბაღში ხორცის გადამალვის ფაქტი დაფიქსირდა

თბი­ლი­სის №26 სა­ბავ­შვო ბაღ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა ხორ­ცის გა­და­მალ­ვის ფაქ­ტი და­ა­ფიქ­სი­რა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა , რომ თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და ბა­ღებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­სა­ხებ, ასე­ვე, ბა­ღის დი­რექ­ტო­რებს მი­ე­ცათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი, სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კვლავ ფიქ­სირ­დე­ბა გა­დაც­დო­მე­ბი­სა და დარ­ღვე­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი.

"დღეს თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა, მო­რი­გი შე­მოწ­მე­ბის დროს, თბი­ლი­სის №26 ბაღ­ში 5.300 კგ. გა­და­მა­ლუ­ლი ფარ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის ხორ­ცი აღ­მო­ა­ჩი­ნა. მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კვე­ბის ბლოკ­ში შეს­ვლი­სას, მზა­რე­უ­ლის თა­ნა­შემ­წე გა­და­მა­ლუ­ლი ხორ­ცის სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ფა­რუ­ლად, უკა­ნა გა­სას­ვლე­ლი­დან გა­ტა­ნას შე­ე­ცა­და, თუმ­ცა ეს ვერ შეძ­ლო. შედ­გა მო­ნი­ტო­რინ­გის აქტი, რო­მელ­შიც პრო­დუქ­ტის გა­და­მალ­ვის ფაქ­ტი ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რა ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა. თა­ვის მხრივ, მზა­რე­უ­ლის თა­ნა­შემ­წემ აღი­ა­რა, რომ ფარ­ში­რე­ბუ­ლი ხორ­ცი გა­და­მა­ლუ­ლი იყო. ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნა დი­რექ­ტორს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩა­ბარ­დე­ბა", _ აცხა­დე­ბენ მე­რი­ა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დარ­ღვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ნიუ ფაქ­ტუ­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი (ხორ­ცი) სრუ­ლად არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­საზ­რდე­ლებ­მა ვერ მი­ი­ღეს დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი კა­ლო­რა­ჟი.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის გა­და­მალ­ვის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა. ბოლო პე­რი­ოდ­ში მსგავ­სი ფაქ­ტი ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ერთი შე­ხედ­ვით მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გა­და­მა­ლუ­ლი საკ­ვე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან რა­ო­დე­ნო­ბას ქმნის, ზა­რა­ლი კი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხას შე­ად­გენს", _ აცხა­დე­ბენ მე­რი­ა­ში.

ასე­ვე მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, №26 ბაღ­ში ეს იყო გან­მე­ო­რე­ბი­თი დარ­ღვე­ვა და პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დი­რექ­ტორს საყ­ვე­დუ­რი გა­მო­ე­ცხა­და. თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი ბაგა-ბა­ღებს რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოწ­მებს და ნე­ბის­მი­ერ დარ­ღვე­ვა-ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სად რე­ა­გი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თბილისის №26 საბავშვო ბაღში ხორცის გადამალვის ფაქტი დაფიქსირდა

თბილისის №26 საბავშვო ბაღში ხორცის გადამალვის ფაქტი დაფიქსირდა

თბილისის №26 საბავშვო ბაღში მონიტორინგის სამსახურმა ხორცის გადამალვის ფაქტი დააფიქსირა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მიუხედავად იმისა , რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთხელ განაცხადა ბაღებში რეგულარული მონიტორინგის შესახებ, ასევე, ბაღის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაციები და გაფრთხილებები, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვლავ ფიქსირდება გადაცდომებისა და დარღვევების ფაქტები.

"დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, მორიგი შემოწმების დროს, თბილისის №26 ბაღში 5.300 კგ. გადამალული ფარშირებული საქონლის ხორცი აღმოაჩინა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების კვების ბლოკში შესვლისას, მზარეულის თანაშემწე გადამალული ხორცის სამზარეულოდან ფარულად, უკანა გასასვლელიდან გატანას შეეცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო. შედგა მონიტორინგის აქტი, რომელშიც პროდუქტის გადამალვის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ბაღის დირექტორმა. თავის მხრივ, მზარეულის თანაშემწემ აღიარა, რომ ფარშირებული ხორცი გადამალული იყო. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურის დასკვნა დირექტორს უახლოეს დღეებში ჩაბარდება", _ აცხადებენ მერიაში.

იხილეთ ვიდეო

მათივე ინფორმაციით, დარღვევიდან გამომდინარე, მენიუ ფაქტურით გათვალისწინებული პროდუქტი (ხორცი) სრულად არ იყო გამოყენებული, შესაბამისად, აღსაზრდელებმა ვერ მიიღეს დღიური რაციონით განსაზღვრული კალორაჟი.

"აღსანიშნავია, რომ ეს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გადამალვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი ხშირად ფიქსირდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთი შეხედვით მცირე რაოდენობით გადამალული საკვები მთლიანობაში მნიშვნელოვან რაოდენობას ქმნის, ზარალი კი დიდი ოდენობით თანხას შეადგენს", _ აცხადებენ მერიაში.

ასევე მერიის ინფორმაციით, №26 ბაღში ეს იყო განმეორებითი დარღვევა და პირველ შემთხვევაში, დირექტორს საყვედური გამოეცხადა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ბაგა-ბაღებს რეგულარულად ამოწმებს და ნებისმიერ დარღვევა-ნაკლოვანებაზე შესაბამისად რეაგირებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია