მსოფლიო
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი იხარჯებოდა სააკაშვილის დროს და რამდენს ვიხდით ახლა ვარსკვლავების კონცერტებში ბიუჯეტიდან
რამდენი იხარჯებოდა სააკაშვილის დროს და რამდენს ვიხდით ახლა ვარსკვლავების კონცერტებში ბიუჯეტიდან

2016 წლის აპ­რი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ექ­ტი Check-in Georgia იწყე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქვე­ყა­ნას მსოფ­ლი­ოს დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბი ეს­ტუმ­რე­ბი­ან. ეროს რა­მა­ზო­ტი, რობი უი­ლი­ამ­სი, ხოსე კარ­ე­რა­სი, Maroon 5 - ეს იმ ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის მოს­მე­ნის და ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თველ მსმე­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მი­ე­ცე­მა. მო­სახ­ლე­ო­ბას ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა კი 29 მი­ლი­ო­ნი­ ლარი და­უჯ­დე­ბა, რაც მთავ­რო­ბის სა­რე­ზე­რვო­ ფონ­დი­დან გა­მო­ი­ყო­ფა.

ამ თან­ხით ფი­ნანსდე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. Check-in Georgia მო­ი­ცავს ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ქვეყ­ნის 19 ქა­ლაქ­ში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტებს და 35 ფეს­ტი­ვალს. კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აპ­რილ­ში და­ი­წყე­ბა და წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, 29 მი­ლი­ო­ნი­დან რა თან­ხა იხარ­ჯე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნი­სათ­ვის და ამას­თან, შე­და­რე­ბის­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­ვი­ძი­ეთ:

რო­გორც ირ­კვე­ვა ეროს რა­მა­ზო­ტის, რობი უი­ლი­ამ­სის, GROOVE SONI-ის, Maroon5-ის და ხოსე კარ­ე­რა­სის ჰო­ნო­რარ­მა 11,166,639 ლარი შე­ად­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ თან­ხა­ში გა­ნა­თე­ბი­სა და გახ­მო­ვა­ნე­ბის ხარ­ჯე­ბი, ასე­ვე აპა­რა­ტუ­რა, ეკ­რა­ნე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და შემ­სრუ­ლე­ბელ­თა თან­ხმლე­ბი პი­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა შე­დის. კერ­ძოდ, ეროს რა­მა­ზო­ტის კონ­ცერ­ტის­თვის შედ­გე­ნილ ხარჯთაღ­რი­ცხვა­ში 66 ადა­მი­ა­ნი ფიქ­სირ­დე­ბა, რობი უი­ლი­ამ­სი სა­ქარ­თვე­ლოს 55-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფით ეწ­ვე­ვა, Maroon5 - 30, ხოსე კარ­ე­რა­სი კი რვა პი­რის თან­ხლე­ბით ეს­ტუმ­რე­ბა ბა­თუმს. რობი უი­ლი­ამ­სი­სა და ხორე კარ­ე­რა­სის სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი ჰო­ნო­რა­რი­დან 618 942 ლარს შე­ად­გენს. ამას­თან, სა­მი­ნის­ტრომ სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე­ე­ბის აზომ­ვი­სა და ავ­ტო­კა­დის ნა­ხა­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის 8 650 ლარი გა­მო­ყო, 4 დღით სპორ­ტის სა­სახ­ლის იჯა­რა­ში კი 55 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

17-დღი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის დი­ნა­მოს სტა­დი­ო­ნის მო­სამ­ზა­დებ­ლად 3 654 367 ლარი გა­მო­ი­ყო. თან­ხა გა­ნა­თე­ბი­სა და ეკ­რა­ნე­ბის, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ტექ­ნი­კის შე­მო­ტა­ნის ხარ­ჯებ­საც მო­ი­ცავს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, Check-in Georgia-ს ფარ­გლებ­ში, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი GEM FEST-იც ფი­ნანსდე­ბა, რომ­ლის 77 მო­ნა­წი­ლეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო 1 197 144 ლარს გა­და­უხ­დის. ფეს­ტი­ვა­ლის სცე­ნის მო­წყო­ბა­სა და აპა­რა­ტუ­რის და­ქი­რა­ვე­ბა­ზე 700 ათა­სი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

ახლა კი გა­ვიხ­სე­ნოთ იმ ვარ­სკვლა­ვე­ბის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­სულ წლებ­ში, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სტუმ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, უკ­რა­ი­ნე­ლი რუს­ლა­ნა იყო - 2005 წლის 26 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტის­თვის, "ევ­რო­ვი­ზი­ის" გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ჰო­ნო­რა­რის სა­ხით 123 000 ლარი მი­ი­ღო.

2007 წელს, კო­ლუმ­ბი­ელ სუ­პერ­ვარ­სკვლავ შა­კი­რას, რი­ყე­ზე გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის­თვის სა­ხელ­მწი­ფომ მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და.

2007 წლის ივ­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, აჭა­რის სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა­ში სტუმ­რო­ბი­სას, ფაბ­რი­კის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლის თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ბა­თუმ­ში იტა­ლი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი ტოტო კუ­ტუ­ნიო ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რაც ბა­თუ­მის ბი­უ­ჯეტს 166 970 ლარი და­უჯ­და. უფრო ადრე კი, იმა­ვე წლის 26 მა­ისს ტოტო კუ­ტუ­ნი­ოს კონ­ცერ­ტი თბი­ლის­შიც გა­ი­მარ­თა.

2010 წელს, ბა­თუმ­ში კრის დე ბურ­გის კონ­ცერ­ტი და მისი პირ­და­პი­რი ტე­ლეტ­რანსლა­ცია 1 683 000 დაჯ­და. პლა­სი­დო დო­მინ­გოს გალა-კონ­ცერ­ტში კი სა­ხელ­მწი­ფომ 737 500 გა­და­ი­ხა­და. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, ბა­თუმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ან­დრეა ბო­ჩე­ლის კონ­ცერ­ტია - 2010 წლის ახა­ლი წლის ღა­მეს ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტში ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ორი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

ბა­თუ­მე­ლებს ახა­ლი წელი მომ­დევ­ნო წელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა მი­უ­ლო­ცა - 2011 წლის 31 დე­კემ­ბერს ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სის კონ­ცერ­ტი ბა­თუ­მის მე­რი­ას 300 ათა­სი დო­ლა­რი და­უჯ­და.

მარ­თა­ლია, მომ­ღერ­ლე­ბის რი­ცხვში არ შე­დის, თუმ­ცა "ვარ­სკვლა­ვურ ხარ­ჯებ­ში" აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ჰო­ლი­ვუ­დის სექს-სიმ­ბო­ლოს შე­რონ სტო­უ­ნის თბი­ლი­სუ­რი ვო­ი­ა­ჟიც. 2011 წელს, ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე შე­რო­ნის ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბეს და­ახ­ლო­ე­ბით, ხუთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და.

ცნო­ბი­სათ­ვის, 2011 წელს, ავ­სტრა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 5 მლნ დო­ლა­რით ერთ-ერთი კონ­ცერ­ტი და­ა­ფი­ნან­სა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. მა­შინ ავტრა­ლი­ელ­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თა­ნამ­დე­ბობ­და და­ტო­ვა. შე­გახ­სე­ნებთ, ავ­სტრა­ლი­ის ბი­უ­ჯე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მო­სავ­ლებს 80-ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

რუსა შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

რამდენი იხარჯებოდა სააკაშვილის დროს და რამდენს ვიხდით ახლა ვარსკვლავების კონცერტებში ბიუჯეტიდან

რამდენი იხარჯებოდა სააკაშვილის დროს და რამდენს ვიხდით ახლა ვარსკვლავების კონცერტებში ბიუჯეტიდან

2016 წლის აპრილიდან საქართველოში პროექტი Check-in Georgia იწყება, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას მსოფლიოს დონის ვარსკვლავები ესტუმრებიან. ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი, Maroon 5 - ეს იმ ცნობილი შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია, რომლის მოსმენის და ნახვის შესაძლებლობა ქართველ მსმენელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიეცემა. მოსახლეობას ეს სიამოვნება კი 29 მილიონი­ ლარი დაუჯდება, რაც მთავრობის სარეზე­რვო­ ფონდიდან გამოიყოფა.

ამ თანხით ფინანსდება კულტურული ღონისძიებების სერია, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, 29 მილიონიდან რა თანხა იხარჯება კონკრეტული შემსრულებლების ჩამოყვანისათვის და ამასთან, შედარებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ვარსკვლავების კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების რაოდენობა მოვიძიეთ:

როგორც ირკვევა ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, GROOVE SONI-ის, Maroon5-ის და ხოსე კარერასის ჰონორარმა 11,166,639 ლარი შეადგინა. აღნიშნულ თანხაში განათებისა და გახმოვანების ხარჯები, ასევე აპარატურა, ეკრანები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ტრანსპორტირება და შემსრულებელთა თანხმლები პირების ჩამოყვანა შედის. კერძოდ, ეროს რამაზოტის კონცერტისთვის შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში 66 ადამიანი ფიქსირდება, რობი უილიამსი საქართველოს 55-კაციანი ჯგუფით ეწვევა, Maroon5 - 30, ხოსე კარერასი კი რვა პირის თანხლებით ესტუმრება ბათუმს. რობი უილიამსისა და ხორე კარერასის საშემოსავლო გადასახადი ჰონორარიდან 618 942 ლარს შეადგენს. ამასთან, სამინისტრომ საკონცერტო სივრცეების აზომვისა და ავტოკადის ნახაზების მომზადებისთვის 8 650 ლარი გამოყო, 4 დღით სპორტის სასახლის იჯარაში კი 55 ათასი ლარი გადაიხადა.

17-დღიანი ღონისძიებისთვის დინამოს სტადიონის მოსამზადებლად 3 654 367 ლარი გამოიყო. თანხა განათებისა და ეკრანების, ასევე საზღვარგარეთიდან ტექნიკის შემოტანის ხარჯებსაც მოიცავს.

როგორც ირკვევა, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST-იც ფინანსდება, რომლის 77 მონაწილეს კულტურის სამინისტრო 1 197 144 ლარს გადაუხდის. ფესტივალის სცენის მოწყობასა და აპარატურის დაქირავებაზე 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

ახლა კი გავიხსენოთ იმ ვარსკვლავების სახელები, რომლებიც გასულ წლებში, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სტუმრობდნენ საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ცნობილი უცხოელი მომღერალი, ვინც საქართველოში კონცერტი გამართა, უკრაინელი რუსლანა იყო - 2005 წლის 26 მაისს ჩატარებული კონცერტისთვის, "ევროვიზიის" გამარჯვებულმა ჰონორარის სახით 123 000 ლარი მიიღო.

2007 წელს, კოლუმბიელ სუპერვარსკვლავ შაკირას, რიყეზე გამართული კონცერტისთვის სახელმწიფომ მილიონნახევარი დოლარი გადაუხადა.

2007 წლის ივლისში, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აჭარის სამკერვალო ფაბრიკაში სტუმრობისას, ფაბრიკის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის თხოვნა გაითვალისწინა და ბათუმში იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო ჩამოიყვანა, რაც ბათუმის ბიუჯეტს 166 970 ლარი დაუჯდა. უფრო ადრე კი, იმავე წლის 26 მაისს ტოტო კუტუნიოს კონცერტი თბილისშიც გაიმართა.

2010 წელს, ბათუმში კრის დე ბურგის კონცერტი და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია 1 683 000 დაჯდა. პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტში კი სახელმწიფომ 737 500 გადაიხადა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, ბათუმში ჩატარებული ანდრეა ბოჩელის კონცერტია - 2010 წლის ახალი წლის ღამეს ზღვისპირა ქალაქში ჩატარებულ კლასიკური მუსიკის კონცერტში ბიუჯეტიდან დაახლოებით ორი მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ბათუმელებს ახალი წელი მომდევნო წელსაც მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა მიულოცა - 2011 წლის 31 დეკემბერს ხულიო იგლესიასის კონცერტი ბათუმის მერიას 300 ათასი დოლარი დაუჯდა.

მართალია, მომღერლების რიცხვში არ შედის, თუმცა "ვარსკვლავურ ხარჯებში" აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს შერონ სტოუნის თბილისური ვოიაჟიც. 2011 წელს, ფილმის პრემიერაზე შერონის ორდღიანი ვიზიტი საქართველოს მოსახლეობის ჯიბეს დაახლოებით, ხუთი მილიონი დოლარი დაუჯდა.

ცნობისათვის, 2011 წელს, ავსტრალიის ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარით ერთ-ერთი კონცერტი დააფინანსა, რასაც საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა. მაშინ ავტრალიელმა კულტურის მინისტრმა თანამდებობდა დატოვა. შეგახსენებთ, ავსტრალიის ბიუჯეტი საქართველოს შემოსავლებს 80-ჯერ აღემატება.

რუსა შელია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება