მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წესებს ემორჩილებიან ავტომობილის მფლობელი იაპონელები
რა წესებს ემორჩილებიან ავტომობილის მფლობელი იაპონელები

ია­პო­ნელ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ძე­ნად უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ შე­უძ­ლია მისი შე­ნახ­ვა და მარ­თვა ისე, რომ გარ­შე­მომ­ყო­ფებს დის­კომ­ფორ­ტი არ მი­ა­ყე­ნოს.

ია­პო­ნი­ა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის დონე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია - ყო­ველ 1000 მა­ცხოვ­რე­ბელ­ზე 453 სამ­გზავ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­დის.

ერთი შე­ხედ­ვით იფიქ­რებთ, რად უნდა ისე­დაც ვიწ­რო ია­პო­ნი­ას ამ­დე­ნი მან­ქა­ნა? თა­ნაც, "ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნა­ში" იდე­ა­ლუ­რად მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და მა­ტა­რებ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა საკ­მა­ოდ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. მაგ­რამ ია­პო­ნი­ის­თვის ეს სა­კი­თხი არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია - ია­პო­ნუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო წარ­მო­ე­ბის შიდა ბა­ზა­რი - ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სია, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო წარ­მო­ე­ბა კი თა­ვის მხრივ, ია­პო­ნი­ის ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გია. ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო ია­პო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბა­ლან­სის დაც­ვას ცდი­ლობს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ქა­ლა­ქე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით არ გა­და­ი­ჭე­დოს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა არ შემ­ცირ­დეს.

სა­ხელ­მწფოს მხრი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის მი­მართ საკ­მა­ოდ მკაც­რი პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით, ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას ია­პო­ნია ჯერ­ჯე­რო­ბით, მშვე­ნივ­რად ხერ­ხდე­ბა.

რა თქმა უნდა, ტო­კი­ო­ში არის სა­ცო­ბე­ბი, რის გა­მოც სა­მუ­შაო დღე­ებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს. სამ­სა­ხურ­ში მან­ქა­ნით მოს­ვლა, ხან­და­ხან ცუდ ტო­ნა­დაც კი მი­იჩ­ნე­ვა, თუ ხელ­მძღვა­ნელ პო­ზი­ცი­ას არ იკა­ვებთ.

მან­ქა­ნის ტა­რე­ბა 18 წლი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ია­პო­ნი­ა­ში სრულ­წლო­ვა­ნე­ბა 20 წლის ასაკ­ში დგე­ბა. ავ­ტოს­კო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, მაგ­რამ ია­პო­ნე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­ინც და­დის, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ წე­რი­ლო­ბი­თი გა­მოც­დით შე­მო­ი­ფარ­გლონ და ტა­რე­ბის გა­მოც­დით აღარ შე­მო­ი­ფარ­გლონ. კურ­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3-4 ათას დო­ლარს შე­ად­გენს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა, ვინც ავ­ტოს­კო­ლა და­ამ­თავ­რა, გა­მოც­დას პირ­ვე­ლი­ვე ცდი­დან აბა­რებს. ამას­თან, მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბი­დან მან­ქა­ნის შე­ძე­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 7 წელი სჭირ­დე­ბა.

ია­პო­ნი­ა­ში არ შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ და­აგ­რო­ვო თან­ხა და შე­ი­ძი­ნო ავ­ტო­მო­ბი­ლი. ია­პო­ნელ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ძე­ნად უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ შე­უძ­ლია მისი შე­ნახ­ვა და მარ­თვა ისე, რომ არ მი­ა­ყე­ნოს დის­კომ­ფორ­ტი გარ­შე­მომ­ყო­ფებს.

ამი­ტო­მაც, ერთ-ერთ ძი­რი­თად მო­თხოვ­ნას პარ­კი­რე­ბის პი­რა­დი ად­გი­ლის ქონა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან არა­უ­მე­ტეს 2 კმ რა­დი­უს­ში მდე­ბა­რე­ობს. პარ­კი­რე­ბის ად­გილს ხში­რად ქი­რა­ო­ბენ, მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე უბ­ნის ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის ფა­სია. ია­პო­ნე­ლე­ბი ამ სა­კითხს გა­გე­ბით ეკი­დე­ბი­ან, ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვა პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლის გა­რე­შე იგი­ვეა, რაც გა­ყი­დო ია­რა­ღი ული­ცენ­ზი­ოდ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არამ­ხო­ლოდ პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლის ფლო­ბა, არა­მედ მისი ზო­მაც. პო­ლი­ცი­ა­ში სა­ბუ­თე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­სას მან­ქა­ნის პატ­რონ­მა პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლის მო­ნა­ხა­ზიც უნდა წა­რად­გი­ნოს. პო­ლი­ცი­ელს შე­უძ­ლია არ გას­ცეს ახალ­თა­ხა­ლი ჯი­პის ყიდ­ვის ნე­ბარ­თვა, თუკი მი­იჩ­ნევს, რომ პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლი ძალ­ზე პა­ტა­რაა ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა წესებს ემორჩილებიან ავტომობილის მფლობელი იაპონელები

რა წესებს ემორჩილებიან ავტომობილის მფლობელი იაპონელები

იაპონელმა ავტომობილის შესაძენად უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მისი შენახვა და მართვა ისე, რომ გარშემომყოფებს დისკომფორტი არ მიაყენოს.

იაპონიაში ავტომობილიზაციის დონე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - ყოველ 1000 მაცხოვრებელზე 453 სამგზავრო ავტომობილი მოდის.

ერთი შეხედვით იფიქრებთ, რად უნდა ისედაც ვიწრო იაპონიას ამდენი მანქანა? თანაც, „ამომავალი მზის ქვეყანაში“ იდეალურად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მატარებლებით გადაადგილება საკმაოდ მოსახერხებელია. მაგრამ იაპონიისთვის ეს საკითხი არაერთგვაროვანია - იაპონური საავტომობილო წარმოების შიდა ბაზარი - ერთ-ერთი უმსხვილესია, საავტომობილო წარმოება კი თავის მხრივ, იაპონიის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ყოველივე ამის გამო იაპონიის ხელისუფლება ბალანსის დაცვას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქები დიდი რაოდენობით კერძო ავტომობილებით არ გადაიჭედოს, პარალელურად კი ავტომობილების წარმოება არ შემცირდეს.

სახელმწფოს მხრიდან ავტომობილების მფლობელების მიმართ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკის წყალობით, ამ საკითხის გადაწყვეტას იაპონია ჯერჯერობით, მშვენივრად ხერხდება.

რა თქმა უნდა, ტოკიოში არის საცობები, რის გამოც სამუშაო დღეებში მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას ამჯობინებს. სამსახურში მანქანით მოსვლა, ხანდახან ცუდ ტონადაც კი მიიჩნევა, თუ ხელმძღვანელ პოზიციას არ იკავებთ.

მანქანის ტარება 18 წლიდან არის შესაძლებელი, თუმცა იაპონიაში სრულწლოვანება 20 წლის ასაკში დგება. ავტოსკოლაში სიარული სავალდებულო არ არის, მაგრამ იაპონელების უმეტესობა მაინც დადის, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი გამოცდით შემოიფარგლონ და ტარების გამოცდით აღარ შემოიფარგლონ. კურსის ღირებულება 3-4 ათას დოლარს შეადგენს. ფაქტობრივად, ყველა, ვინც ავტოსკოლა დაამთავრა, გამოცდას პირველივე ცდიდან აბარებს. ამასთან, მართვის მოწმობის მიღებიდან მანქანის შეძენამდე დაახლოებით 7 წელი სჭირდება.

იაპონიაში არ შეიძლება უბრალოდ დააგროვო თანხა და შეიძინო ავტომობილი. იაპონელმა ავტომობილის შესაძენად უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მისი შენახვა და მართვა ისე, რომ არ მიაყენოს დისკომფორტი გარშემომყოფებს.

ამიტომაც, ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას პარკირების პირადი ადგილის ქონა წარმოადგენს, რომელიც სახლიდან არაუმეტეს 2 კმ რადიუსში მდებარეობს. პარკირების ადგილს ხშირად ქირაობენ, მათი ღირებულება კი დაახლოებით იმავე უბნის ერთოთახიანი ბინის ფასია. იაპონელები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან, ისინი მიიჩნევენ, რომ მანქანის გაყიდვა პარკირების ადგილის გარეშე იგივეა, რაც გაყიდო იარაღი ულიცენზიოდ.

მნიშვნელოვანია არამხოლოდ პარკირების ადგილის ფლობა, არამედ მისი ზომაც. პოლიციაში საბუთების ჩაბარებისას მანქანის პატრონმა პარკირების ადგილის მონახაზიც უნდა წარადგინოს. პოლიციელს შეუძლია არ გასცეს ახალთახალი ჯიპის ყიდვის ნებართვა, თუკი მიიჩნევს, რომ პარკირების ადგილი ძალზე პატარაა ავტომობილისთვის.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია