პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონარქები დღეს - საინტერესო ფაქტები ევროპულ სამეფო ოჯახებზე
მონარქები დღეს - საინტერესო ფაქტები ევროპულ სამეფო ოჯახებზე

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შე­დე­გად სამი უძ­ვე­ლე­სი მო­ნარ­ქია, ფაქ­ტობ­რი­ვად, გაქ­რა. ამას­თან, რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლიც არ უნდა იყოს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა შე­უ­წყო ხელი მო­ნარ­ქი­ის ინ­სტი­ტუ­ტის გამ­ყა­რე­ბას.

ამ­ჟა­მად, მსოფ­ლი­ოს 194 ქვეყ­ნი­დან 43 სა­ხელ­მწი­ფო­ში მო­ნარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მია. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხალ­ხი ერ­თგვარ კი­ნო­ვარ­სკვლა­ვე­ბად აღიქ­ვამს. თუკი შევ­ხე­დავთ ქვეყ­ნე­ბის სიას, რო­მელ­თაც ცხოვ­რე­ბის დო­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლით ტრა­დი­ცი­უ­ლად მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ე­ბი უკა­ვი­ათ, სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ფაქ­ტია: და­ნი­ა­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, შვე­დეთ­სა და სხვა მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, მო­ნარ­ქი­უ­ლი წყო­ბი­ლე­ბაა.

მა­გა­ლი­თად, შვე­დეთს - ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რა­ლურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას, მარ­თავს ბერ­ნა­დო­ტე­ბის დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მეფე კარლ გუს­ტავ XVl. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს დი­ნას­ტია ნა­პო­ლე­ო­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა მარ­შალ­მა, ბერ­ნა­დოტ­მა და­ა­არ­სა და მას შემ­დეგ დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღემ­დე უც­ვლე­ლად მარ­თა­ვენ ქვე­ყა­ნას, შვე­დე­თის ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

მეფე კარ­ლი ტახ­ტზე 42 წლის წინ ავი­და, თუმ­ცა მმარ­თვე­ლო­ბის უკა­ნას­კნელ წლებს სკან­და­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია: გა­ირ­კვა, რომ სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე­სა და მე­ო­ჯა­ხეს, შვე­დე­თის 70 წლის მე­ფეს ჯფუფ "Army of Lovers"-ის ერთ-ერთ სო­ლის­ტთან ჰქონ­და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა. ამი­ტო­მაც, კარ­ლი თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, კრონპ­რინ­ცე­სა ვიქ­ტო­რი­ას­თვის ტახ­ტის გა­და­სა­ცე­მად ემ­ზა­დე­ბა.

ევ­რო­პა­ში არ­სე­ბობს მხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქია, სხვა ფორ­მა - აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­ნარ­ქია - შე­ნარ­ჩუნ­და არა­ბულ, ასე­ვე ზო­გი­ერთ აზი­ურ­სა და აფ­რი­კულ ქვეყ­ნებ­ში. აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­ნარ­ქი­ის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის არ­ქო­ნის თა­ო­ბა­ზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი დი­დად არ ის­მის, თუმ­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის ფაქ­ტე­ბი უამ­რა­ვია. ამ ქვეყ­ნებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის უმაღ­ლეს მმარ­თველს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მძლავ­რი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. უმაღ­ლეს პოს­ტებს კი მისი ნა­თე­სა­ვე­ბი იკა­ვე­ბენ. არ­ცერთ მსგავს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი არ არ­სე­ბობს.

ევ­რო­პუ­ლი ფი­ნან­სე­ბის უგ­ვირ­გვი­ნო დე­დო­ფა­ლი - ასე უწო­დებ­დნენ სა­ბან­კო სფე­რო­ში ნი­დერ­ლან­დე­ბის დე­დო­ფალ ბე­ატ­რიქსს. 2013 წლის 30 აპ­რილს მან ტახ­ტი უფ­რო­სი შვი­ლის - ვი­ლემ-ალექ­სან­დრეს სა­სარ­გებ­ლოდ და­ტო­ვა. დე­დო­ფა­ლი ბე­ატ­რიქ­სი - ჰო­ლან­დი­ე­ლი "რკი­ნის ლედი", რო­მელ­მაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა რეს­პუბ­ლი­კა და სა­მე­ფო კო­მის­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი შექ­მნა. ჰო­ლან­დი­ურ სა­მე­ფო სახ­ლს მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლი უკა­ვია ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­გო­რი­ცაა ბილ­დერ­ბერ­გის კლუ­ბი - არ­სობ­რი­ვად, მსოფ­ლიო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"ღმერ­თო, და­ი­ფა­რე დე­დო­ფა­ლი" - თით­ქმის სა­მა­სი წე­ლია, ინ­გლი­სე­ლე­ბი თა­ვი­ანთ ჰიმნს მღე­რი­ან. ინ­გლი­სის სა­მე­ფო ოჯახ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი რო­გორც მსოფ­ლიო ახალ ამ­ბებს აშუ­ქე­ბენ. პრინც უი­ლი­ა­მის ქორ­წი­ნე­ბამ და მისი პირ­ვე­ლი ვა­ჟის და­ბა­დე­ბამ ყვე­ლა ახა­ლი ამ­ბა­ვი გა­და­ფა­რა. დიდი ბრი­ტა­ნე­თი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოდ მი­იჩ­ნე­ვა და რა­ტომ­ღაც ით­ვლე­ბა, რომ ინ­გლი­სის დე­დო­ფა­ლი მხო­ლოდ მე­ფობს, და არ მარ­თავს ქვე­ყა­ნას. თუმ­ცა, თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, უფ­ლე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბი­თაც დე­დო­ფა­ლი სარ­გებ­ლობს, არ­ცერთ დიქ­ტა­ტორს არ და­სიზ­მრე­ბია. გარ­და იმი­სა, რომ იგი მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ქა­ლია, მას აქვს უფ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოხ­სნას, და­შა­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და გა­მო­ა­ცხა­დოს ომი მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შე.

ევ­რო­პულ მე­დი­ას სა­ლა­პა­რა­კო გა­უჩ­ნდა 2001 წელს, როცა ნორ­ვე­გი­ის კრონ­ცპ­რინ­ცი ჰა­ა­კო­ნი 28 წლის მეტე მა­რიტ ტი­ე­სემ ჰო­ი­ბი­ზე და­ქორ­წინ­და - ყო­ფილ ოფი­ცი­ან­ტსა და მარ­ტო­ხე­ლა დე­და­ზე, რომ­ლის ყო­ფი­ლი ბო­იფ­რენ­დი და უფ­რო­სი ვა­ჟის მამა, იმ დრო­ის­თვის ცი­ხე­ში სას­ჯელს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის­თვის იხ­დი­და. ქორ­წი­ლამ­დე სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კრონპ­რინ­ცის მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად მო­ი­ნა­ნია წარ­სუ­ლი ცოდ­ვე­ბი. მან დაგ­მო ნარ­კო­ტი­კე­ბი და გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ემ­ზა­და სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბის­თვის: "მე დაშ­ვე­ბულ ზღვარს გა­და­ვა­ბი­ჯე, ახლა კი ამას ძა­ლი­ან ვნა­ნობ". წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს და ერ­თობ­ლივ ორ შვილ­სა და მე­ტეს უფ­როს ვაჟს ზრდის.

"ადა­მი­ა­ნუ­რი" სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია აქვს ეს­პა­ნე­თის პრინც ფე­ლი­პე­საც, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, ექორ­წი­ნა ტე­ლე­წამ­ყვან­ზე ეს­პა­ნე­თის მეფე ხუან კარ­ლო­სი და დე­დო­ფა­ლი სო­ფია რბი­ლად რომ ვთქვათ ძა­ლი­ან გა­ა­ო­ცა. ლე­ტი­ცია ორ­ტი­სი სა­ღა­მოს ახა­ლი ამ­ბე­ბის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გახ­ლდათ ეს­პა­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ არხზე. ტახ­ტის მემ­კვიდ­რეს­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე ლე­ტი­ცია ერთხელ უკვე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. ეს ამ­ბა­ვი არ მო­ე­წო­ნათ არც მშობ­ლებს და არც კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას. მაგ­რამ ფე­ლი­პე შე­უ­ვა­ლი იყო, მან გა­ნა­ცხა­და, რომ უარს იტყვის ტახ­ტზე, თუ მშობ­ლე­ბი ქორ­წი­ნე­ბას შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. ლე­ტი­ცი­ას სა­სარ­გებ­ლოდ ითა­მა­შა ერ­თა­დერ­თმა ფაქ­ტორ­მა, რომ ის ეს­პა­ნე­ლი გახ­ლდათ. ამი­ტომ, მშობ­ლე­ბი და­ნებ­დნენ და თან­ხმო­ბა მის­ცეს ფე­ლი­პეს. ამ­გვა­რად, პირ­ვე­ლად 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მა­ვა­ლი მე­ფის მე­უღ­ლე ეს­პა­ნე­ლი გახ­და.

თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნარ­ქე­ბი ერ­თგვარ და­ხუ­რულ კლუბს ქმნი­ან, რომ­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. თა­ვი­ანთ შეკ­რე­ბებ­ზე სწო­რედ ისი­ნი ქმნი­ან მსოფ­ლი­ოს გრძელ­ვა­დი­ან პო­ლი­ტი­კას. მათი სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კადრს მიღ­მა რჩე­ბა, მაგ­რამ სწო­რედ მო­ნარ­ქე­ბი წყვე­ტენ მსოფ­ლი­ოს ბედს. უბ­რა­ლო ხალ­ხი სა­მე­ფო ოჯა­ხებს აღიქ­ვამს, რო­გორც ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ას, ლა­მაზ ნა­ხატს ვარ­სკვლავ­თა ცხოვ­რე­ბი­დან და მათ ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის მმარ­თვე­ლო­ბა სწო­რედ ამ ლა­მა­ზი და "საყ­ვა­რე­ლი" გვირ­გვი­ნოს­ნე­ბის ხელ­შია...

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მონარქები დღეს - საინტერესო ფაქტები ევროპულ სამეფო ოჯახებზე

მონარქები დღეს - საინტერესო ფაქტები ევროპულ სამეფო ოჯახებზე

პირველი მსოფლიო ომის შედეგად სამი უძველესი მონარქია, ფაქტობრივად, გაქრა. ამასთან, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მეორე მსოფლიო ომმა შეუწყო ხელი მონარქიის ინსტიტუტის გამყარებას.

ამჟამად, მსოფლიოს 194 ქვეყნიდან 43 სახელმწიფოში მონარქიული რეჟიმია. თანამედროვე სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს ხალხი ერთგვარ კინოვარსკვლავებად აღიქვამს. თუკი შევხედავთ ქვეყნების სიას, რომელთაც ცხოვრების დონის მაჩვენებლით ტრადიციულად მოწინავე პოზიციები უკავიათ, საოცარია, მაგრამ ფაქტია: დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, მონარქიული წყობილებაა.

მაგალითად, შვედეთს - ყველაზე ლიბერალურ და დემოკრატიულ ქვეყანას, მართავს ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი, მეფე კარლ გუსტავ XVl. საინტერესოა, რომ ეს დინასტია ნაპოლეონის რევოლუციონერმა მარშალმა, ბერნადოტმა დააარსა და მას შემდეგ დინასტიის წარმომადგენლები დღემდე უცვლელად მართავენ ქვეყანას, შვედეთის ყველაზე ლიბერალური კანონების მიუხედავად.

მეფე კარლი ტახტზე 42 წლის წინ ავიდა, თუმცა მმართველობის უკანასკნელ წლებს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია: გაირკვა, რომ სამაგალითო მეუღლესა და მეოჯახეს, შვედეთის 70 წლის მეფეს ჯფუფ "Army of Lovers"-ის ერთ-ერთ სოლისტთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ამიტომაც, კარლი თავისი ქალიშვილის, კრონპრინცესა ვიქტორიასთვის ტახტის გადასაცემად ემზადება.

ევროპაში არსებობს მხოლოდ კონსტიტუციური მონარქია, სხვა ფორმა - აბსოლუტური მონარქია - შენარჩუნდა არაბულ, ასევე ზოგიერთ აზიურსა და აფრიკულ ქვეყნებში. აბსოლუტური მონარქიის მქონე ქვეყნებში დემოკრატიის არქონის თაობაზე გამოხმაურებები დიდად არ ისმის, თუმცა თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები უამრავია. ამ ქვეყნებში ხელისუფლება ქვეყნის უმაღლეს მმართველს ეკუთვნის, რომელიც ყველაზე მძლავრი გვარის წარმომადგენელია. უმაღლეს პოსტებს კი მისი ნათესავები იკავებენ. არცერთ მსგავს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები არ არსებობს.

ევროპული ფინანსების უგვირგვინო დედოფალი - ასე უწოდებდნენ საბანკო სფეროში ნიდერლანდების დედოფალ ბეატრიქსს. 2013 წლის 30 აპრილს მან ტახტი უფროსი შვილის - ვილემ-ალექსანდრეს სასარგებლოდ დატოვა. დედოფალი ბეატრიქსი - ჰოლანდიელი "რკინის ლედი", რომელმაც შეინარჩუნა რესპუბლიკა და სამეფო კომისრების ინსტიტუტი შექმნა. ჰოლანდიურ სამეფო სახლს მოწინავე ადგილი უკავია ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა ბილდერბერგის კლუბი - არსობრივად, მსოფლიო ხელისუფლება.

"ღმერთო, დაიფარე დედოფალი" - თითქმის სამასი წელია, ინგლისელები თავიანთ ჰიმნს მღერიან. ინგლისის სამეფო ოჯახში მიმდინარე მოვლენებს საინფორმაციო საშუალებები როგორც მსოფლიო ახალ ამბებს აშუქებენ. პრინც უილიამის ქორწინებამ და მისი პირველი ვაჟის დაბადებამ ყველა ახალი ამბავი გადაფარა. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევა და რატომღაც ითვლება, რომ ინგლისის დედოფალი მხოლოდ მეფობს, და არ მართავს ქვეყანას. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, უფლებათა ჩამონათვალი, რომლებითაც დედოფალი სარგებლობს, არცერთ დიქტატორს არ დასიზმრებია. გარდა იმისა, რომ იგი მსოფლიოს უმდიდრესი ქალია, მას აქვს უფლება ხელისუფლება მოხსნას, დაშალოს პარლამენტი და გამოაცხადოს ომი მიზეზების გამოცხადების გარეშე.

ევროპულ მედიას სალაპარაკო გაუჩნდა 2001 წელს, როცა ნორვეგიის კრონცპრინცი ჰააკონი 28 წლის მეტე მარიტ ტიესემ ჰოიბიზე დაქორწინდა - ყოფილ ოფიციანტსა და მარტოხელა დედაზე, რომლის ყოფილი ბოიფრენდი და უფროსი ვაჟის მამა, იმ დროისთვის ციხეში სასჯელს ნარკოტიკების გასაღებისთვის იხდიდა. ქორწილამდე საგანგებო პრესკონფერენციაზე კრონპრინცის მომავალმა მეუღლემ ცრემლები ვერ შეიკავა და ყველას გასაგონად მოინანია წარსული ცოდვები. მან დაგმო ნარკოტიკები და განაცხადა, რომ მოემზადა სასახლეში ცხოვრებისთვის: "მე დაშვებულ ზღვარს გადავაბიჯე, ახლა კი ამას ძალიან ვნანობ". წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და ერთობლივ ორ შვილსა და მეტეს უფროს ვაჟს ზრდის.

"ადამიანური" სიყვარულის ისტორია აქვს ესპანეთის პრინც ფელიპესაც, რომლის გადაწყვეტილებამ, ექორწინა ტელეწამყვანზე ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი და დედოფალი სოფია რბილად რომ ვთქვათ ძალიან გააოცა. ლეტიცია ორტისი საღამოს ახალი ამბების ტელეწამყვანი გახლდათ ესპანეთის ნაციონალურ არხზე. ტახტის მემკვიდრესთან ქორწინებამდე ლეტიცია ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. ეს ამბავი არ მოეწონათ არც მშობლებს და არც კათოლიკურ ეკლესიას. მაგრამ ფელიპე შეუვალი იყო, მან განაცხადა, რომ უარს იტყვის ტახტზე, თუ მშობლები ქორწინებას შეეწინააღმდეგებიან. ლეტიციას სასარგებლოდ ითამაშა ერთადერთმა ფაქტორმა, რომ ის ესპანელი გახლდათ. ამიტომ, მშობლები დანებდნენ და თანხმობა მისცეს ფელიპეს. ამგვარად, პირველად 100 წლის განმავლობაში მომავალი მეფის მეუღლე ესპანელი გახდა.

თანამედროვე მონარქები ერთგვარ დახურულ კლუბს ქმნიან, რომლის მოღვაწეობა გასაიდუმლოებულია. თავიანთ შეკრებებზე სწორედ ისინი ქმნიან მსოფლიოს გრძელვადიან პოლიტიკას. მათი საიდუმლო მოლაპარაკებები კადრს მიღმა რჩება, მაგრამ სწორედ მონარქები წყვეტენ მსოფლიოს ბედს. უბრალო ხალხი სამეფო ოჯახებს აღიქვამს, როგორც ერთგვარ ტრადიციას, ლამაზ ნახატს ვარსკვლავთა ცხოვრებიდან და მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მსოფლიო პოლიტიკის მმართველობა სწორედ ამ ლამაზი და "საყვარელი" გვირგვინოსნების ხელშია...

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს