პეტრე ცისკარიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გლდანში ოფშორული ბიზნესი მოიწყო

პეტრე ცისკარიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გლდანში ოფშორული ბიზნესი მოიწყო

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გლდანში ოფშორული ბიზნესი მოიწყო. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გლდანში ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს 1 ლარად გადაეცა მიწა.

”ბიძინა ივანიშვილი ამ ტერიტორიაზე არ იხდის გადასახადებს, რადგან ის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად არის გამოცხადებული. არ იხდის არც დღგ-ს, არც ქონების გადასახადს, არც მოგების გადასახადს, არც საშემოსავლოს. დღეს მისი მთავარი მოტივაცია, თუ რატომ გააკეთა ოფშორი, არის ის რომ ელექტროენერგიის დანახარჯები დაზოგოს. ჩვენ გვაქვს ციფრები თუ რამდენ დენს მოიხმარს ივანიშვილის საწარმო გლდანში. სიმძლავრე არის 40 მეგავატი, რომელიც მთელი კახეთის სიმძლავრეს უდრის. რაც შეეხება ტარიფებს, თუ საშუალო ფენა და ხელმოკლე ოჯახები იხდიან 17 თეთრს 1 კილოვატზე, შეძლებული ოჯახებისთვის ეს 21,5 თეთრია. ჩვენ ”თელასიდან” გამოვითხოვეთ ამონაწერი და მცირე მეწარმეები იხდიან 20 თეთრს, ბიძინა ივანიშვილი კი 11,8 თეთრს გადაიხდის. მისი ამოცანა იყო ფულის დაზოგვა. ერთ თვეში ის დაზოგავს 633 ათას ლარს, წლიური დანაზოგი იქნება 7 მილიონ ლარზე მეტი. სწორედ ეს იყო მოტივაცია რის გამოც მოეწყო გლდანში ოფშორი”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.