"სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ!"

"სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ!"

11 აპრილს კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მსახიობი გასულ წელს მოსკოვში, ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში იპოვეს გარდაცვლილი. სამედიცინო დასკვნის თანახმად, 35 წლის მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა.

კოტეს მოსაგონებლად ახლობლები და მეგობრები საბურთალოს სასაფლაოზე, მის საფლავზე შეიკრიბნენ, სადაც მამა ლუკამ სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. "ძნელია კოტეს წარმოდგენა სადღაც სხვაგან, რადგან იგი ყოველთვის გვერდით იყო, როცა გვჭირდებოდა და როცა არ გვჭირდებოდა. შეეძლო რომ ყოფილიყო კარგი მეგობარი, კარგი ძმაკაცი, მამა, მეუღლე და ა. შ. ძალიან გვიჭირს იმის დაჯერება, რომ აღარ შეგვიძლია დავურეკოთ და ვნახოთ", - ამბობენ კოტეს მეგობრები.

ემოციური პოსტით გაიხსენა დაღუპული მეუღლე განო მელითაურმა. ფეისბუქის პირად გვერდზე თოლორდავას ქვრივმა წლების წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ!".

ასევე წაიკითხეთ: "...მას ამ სიყვარულში გაუსკდა გული" - კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

იხილეთ ვიდეო: წითელი ვარდი კოტე თოლორდავას საფლავზე მეუღლისგან

One year without famous Georgian actor Kote Tolordava

"პულსი ამდიოდა 100-ზე, საუბრისას ღრმად ჩასუნთქვები მჭირდებოდა" - ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს

როცა ქართველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობილი ნახატების "გაცოცხლება" სთხოვა, ბავშვებმა ასე საოცრად შეასრულეს დავალება...

"უმუშევრად დარჩენილ ქართველებს ხშირად ხვდებათ კართან საკვები ან ფული..." - რას ყვება 34 წლის ემიგრანტი აშშ-ში ქართველების ცხოვრების შესახებ