მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს უსუფაშვილი წულუკიანისა და მარგველაშვილის ქმედებაზე: "მათ პოლიტიკურად აფექტურ მდგომარეობაში მიიღეს გადაწყვეტილება"
რას ამბობს უსუფაშვილი წულუკიანისა და მარგველაშვილის ქმედებაზე: "მათ პოლიტიკურად აფექტურ მდგომარეობაში მიიღეს გადაწყვეტილება"

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ზე, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სკან­დალ­ზე ისა­უბ­რა:

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამსა­ხვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სკან­დალ­ზეც­ მინ­და გკი­თხოთ და იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უს­წრა­ფე­სად­ ითხოვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ამ საქ­მე­ზე წერ­ტი­ლის დას­მას. თუმ­ცა აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ 11 მარტს, რო­დე­საც კად­რე­ბი გავ­რცელ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თმა წევ­რმა, რბი­ლად რომ ვთქვათ, უც­ნა­უ­რი რე­აქ­ცია­ გა­მო­ავ­ლი­ნა.­ კერ­ძოდ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა აღი­ა­რე­ბუ­ლი შეც­დო­მის გამო ბო­ი­კო­ტი­ გა­მო­უ­ცხა­დეს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინტე­რპრეს­ნი­უსს". პრე­ცე­დენ­ტი, რომ თა­ვი­სუ­ფალ­ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას ბო­ი­კოტს უცხა­დებ­დეს პრე­ზი­დენ­ტი ან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, ალ­ბათ, არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა თბი­ლი ფე­ის­ბუკპოს­ტი მი­უ­ძღვნა სა­ა­გენ­ტოს­ და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლა.

- 11 მარტს შო­კის­მომ­გვრე­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი აზ­რით, მი­ნის­ტრებ­მა და პრე­ზი­დენ­ტმაც პო­ლი­ტი­კუ­რად აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ სა­კი­თხზე მე­ო­რე დღეს პრე­მი­ერ­თან გვქონ­და სა­უ­ბა­რი, არც ის იყო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, მაგ­რამ მა­საც ეს­მო­და, რომ ცხელ გულ­ზე გა­ა­კე­თეს ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი. რა თქმა უნდა, მი­ნის­ტრი მა­ღა­ლი რან­გის­ პო­ლი­ტი­კო­სია და მას უფრო მეტი მო­ე­თხო­ვე­ბა, მაგ­რამ დღეს აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­დი­ა­საც არა­ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა, ვიდ­რე მი­ნისტრს ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა არ არის მთავ­რო­ბის ექ­სკლუ­ზი­ვი. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლოა, ჩემს გან­ცხა­დე­ბას იმ­დე­ნად დიდი ნდო­ბა არ ჰქონ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გო­რიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად უნდა ავ­წონ-დავ­წო­ნოთ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, შეძ­ლებს ეს ხელ­ისუფ­ლე­ბა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა დიდი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე იდგა, 2008 წელს მოხ­და ომი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგომ­არე­ო­ბაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იყო, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ამ სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ლა­ქაა. რა არ მო­უ­ფიქ­რე­ბი­ათ ტი­რა­ნებს­, დიქ­ტა­ტო­რებს - ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა, მკვლე­ლო­ბა, მაგ­რამ არც ერთი რე­ჟი­მი არ მი­სუ­ლა იქამ­დე, რომ სა­წო­ლებ­ში ჩამ­წე­რე­ბი და­ე­მო­ნტა­ჟე­ბი­ნა, ინ­სცე­ნი­რე­ბის­თვის მსა­ხი­ო­ბე­ბი და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა და პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ამ გზით შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა. რა თქმა უნდა, შან­ტა­ჟი ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ იმ მას­შტა­ბის, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი­ მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იყო - არა­სო­დეს. ათა­სო­ბით ფა­ი­ლის არ­სე­ბო­ბა ნიშ­ნავს, რომ ათა­სო­ბით კა­მე­რა, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და ათე­უ­ლო­ბით მათი ხელ­მძღვა­ნე­ლი მუ­შა­ობ­და. ამ "ინ­დუსტრი­ის" გა­მო­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთ მთა­ვარ ამო­ცა­ნად უნდა იქ­ცეს. თუ კო­ა­ლი­ცი­ამ სა­ა­მი­სოდ ცოტა გა­ა­კე­თა, მო­მა­ვალ მმარ­თველს გა­ცი­ლე­ბით მეტი მუ­შა­ო­ბა მო­უ­წევს, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი და დამ­კვე­თე­ბი ბო­ლომ­დე გა­მოა­აშ­კა­რა­ოს. შე­საძ­ლოა, ქუ­ჩა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვხვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ სის­ტე­მის ნა­წი­ლი იყო და ამის შე­სა­ხებ არც კი ვი­ცო­დეთ. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია!­ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ პრე­მი­ე­რის აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად, საქ­მე­ში ამე­რი­კუ­ლი მხა­რე ჩა­ერ­თო, მე­ტიც, ევ­რო­პე­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას დაგვპირ­დნენ.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 11 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი ამ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ამბობს უსუფაშვილი წულუკიანისა და მარგველაშვილის ქმედებაზე: "მათ პოლიტიკურად აფექტურ მდგომარეობაში მიიღეს გადაწყვეტილება"

რას ამბობს უსუფაშვილი წულუკიანისა და მარგველაშვილის ქმედებაზე: "მათ პოლიტიკურად აფექტურ მდგომარეობაში მიიღეს გადაწყვეტილება"

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოახლოებულ არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ფარული ჩანაწერების სკანდალზე ისაუბრა:

- პირადი ცხოვრების ამსა­ხველი ჩანაწერების სკანდალზეც­ მინდა გკითხოთ და იმაზე, რომ საზოგადოება უსწრაფესად­ ითხოვს ხელისუფლებისგან ამ საქმეზე წერტილის დასმას. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ 11 მარტს, როდესაც კადრები გავრცელდა, ხელისუფლების ზოგიერთმა წევრმა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური რეაქცია­ გამოავლინა.­ კერძოდ, თეა წულუკიანმა, გიორგი მარგველაშვილმა და თინათინ ხიდაშელმა აღიარებული შეცდომის გამო ბოიკოტი­ გამოუცხადეს საინფორმაციო სააგენტო "ინტე­რპრესნიუსს". პრეცედენტი, რომ თავისუფალ­ მედიასაშუალებას ბოიკოტს უცხადებდეს პრეზიდენტი ან იუსტიციის მინისტრი, ალბათ, არ დაფიქსირებულა დემოკრატიულ ქვეყნებში. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოგვიანებით თინათინ ხიდაშელმა თბილი ფეისბუკპოსტი მიუძღვნა სააგენტოს­ და საბოლოო ჯამში, მასთან თანამშრომლობა გააგრძელა.

- 11 მარტს შოკისმომგვრელი ვითარება შეიქმნა. შესაბამისად, ჩემი აზრით, მინისტრებმა და პრეზიდენტმაც პოლიტიკურად აფექტურ მდგომარეობაში მიიღეს გადაწყვეტილება. ამ საკითხზე მეორე დღეს პრემიერთან გვქონდა საუბარი, არც ის იყო აღფრთოვანებული ამ გადაწყვეტილებებით, მაგრამ მასაც ესმოდა, რომ ცხელ გულზე გააკეთეს ამ ტიპის განცხადებები. რა თქმა უნდა, მინისტრი მაღალი რანგის­ პოლიტიკოსია და მას უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ მედიასაც არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მინისტრს ან პარლამენტის თავმჯდომარეს. საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა არ არის მთავ­რობის ექსკლუზივი. მაგალითად, შესაძლოა, ჩემს განცხადებას იმდენად დიდი ნდობა არ ჰქონდეს საზოგადოებაში, როგორიც "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამიტომ ყველაფერი დეტალურად უნდა ავწონ-დავწონოთ.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ეს ხელ­ისუფლება ფარული ჩანაწერების საქმის ბოლომდე მიყვანას?

- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე იდგა, 2008 წელს მოხდა ომი და ეკონომიკური მდგომ­არეობაც არასახარბიელო იყო, საქართველოსთვის ფარული ჩანაწერები ამ საუკუნის ყველაზე დიდი ლაქაა. რა არ მოუფიქრებიათ ტირანებს­, დიქტატორებს - ადამიანების წამება, მკვლელობა, მაგრამ არც ერთი რეჟიმი არ მისულა იქამდე, რომ საწოლებში ჩამწერები დაემო­ნტაჟებინა, ინსცენირებისთვის მსახიობები დაექირავებინა და პოლიტიკოსებზე არასწორი ინფორმაცია ამ გზით შეეგროვებინა. რა თქმა უნდა, შანტაჟი ყოველთვის იყო, მაგ­რამ იმ მასშტაბის, რაც "ნაციონალური­ მოძრაობის" მმართველობის პერიოდში იყო - არასოდეს. ათასობით ფაილის არსებობა ნიშნავს, რომ ათასობით კამერა, ასობით ადამიანი და ათეულობით მათი ხელმძღვანელი მუშაობდა. ამ "ინდუსტრიის" გამოძიება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს. თუ კოალიციამ საამისოდ ცოტა გააკეთა, მომავალ მმართველს გაცილებით მეტი მუშაობა მოუწევს, რომ ჩანაწერების შემ­ქმნელები და დამკვეთები ბოლომდე გამოა­აშკარაოს. შესაძლოა, ქუჩაში ყოველდღიურად ვხვდებით ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყო და ამის შესახებ არც კი ვიცოდეთ. ეს დაუშვებელია!­ მისასალმებელია, რომ პრემიერის აქტიურობის შედეგად, საქმეში ამერიკული მხარე ჩაერთო, მეტიც, ევროპელებიც მნიშვნელოვან დახმარებას დაგვპირდნენ.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად "კვირის პალიტრის" 11 აპრილის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი ამ ბმულზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."