მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენი
5 წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენი

ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა და მისი გა­მარ­თვა არც ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ნი­ჭის, მონ­დო­მე­ბი­სა და მრა­ვალ­წლი­ა­ნი შრო­მის ხარ­ჯზე, წარ­მა­ტე­ბას ად­რე­ულ ასაკ­ში მი­აღ­წი­ეს. AMBEBI.GE სწო­რედ ასეთ ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ ბიზ­ნეს­მე­ნებს წარ­მო­გიდ­გენთ.

ილია წუ­ლა­ია

32 წლის ილია წუ­ლა­ია სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "არქი ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლია. ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩა­ერ­თო. ძმას­თან ერ­თად ბა­ქო­დან ფეხ­საც­მე­ლი შე­მოჰ­ქონ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყიდ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის იუ­რის­ტად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მოკ­ლე პე­რი­ო­დის შემ­დეგ კი სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ში გა­და­ვი­და და 2006 წელს ამ სფე­რო­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. დღეს ილია წუ­ლა­ის კომ­პა­ნია ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

კახა კუ­ჭა­ვა

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. 2011 წელს და­ა­არ­სა კომ­პა­ნია Caucasus Minerals. "კავ­კა­სი­ის მი­ნე­რა­ლე­ბი" აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის სა­ბა­დო­ე­ბის გე­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. კომ­პა­ნია ფლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­ბა­დოს, "ზო­ფხი­თოს" შეს­წავ­ლა-მო­პო­ვე­ბის 30 წლი­ან ლი­ცენ­ზი­ას. 2010 წელს კუ­ჭა­ვამ მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ა­არ­სა იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა, სა­დაც ძი­რი­თა­დი კლი­ენ­ტუ­რა უცხო­ე­ლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი სთა­ვა­ზობ­დნენ კომ­პა­ნი­ებს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, სა­ნაც­ვლოდ კი უკვე შემ­დგა­რი კომ­პა­ნი­ის­გან გარ­კვე­ულ აქ­ტი­ვებს ითხოვ­დნენ.

"ჩვენ გვქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა, უნა­რე­ბი და გა­დავ­წყვი­ტეთ კომ­პა­ნი­ებს დავ­ხმა­რე­ბო­დით კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა­ში. არ ვთხოვ­დით ანა­ზღა­უ­რე­ბას, ვი­ცო­დით, რომ ვერ გა­და­იხ­დიდ­ნენ, მაგ­რამ ვთხოვ­დით ან ე.წ. წარ­მა­ტე­ბის მო­საკ­რე­ბელს, ან უკვე კომ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­ვებს. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სამ­შე­ნებ­ლო კუ­თხი­თაც, დღეს ვართ ერთ-ერთი დიდი სამ­შე­ნებ­ლო-დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბიც, მმარ­თვე­ლე­ბიც. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ­ლებ­შიც ვთვლი­დით, რომ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წო­რე­ბა­დი იყო (თუმ­ცა გა­კოტ­რე­ბის პი­რას იყო), მარ­თვა გა­და­ვი­ბა­რეთ, რამ­დე­ნი­მე წელი ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, თუმ­ცა მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გაგ­ვეს­ტუმ­რე­ბი­ნა. იქ არა მარ­ტო ბან­კის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, არა­მედ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბიც იყო, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით მო­ვაგ­ვა­რეთ", - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კახა კუ­ჭა­ვა.

ნინო ვა­სა­ძე

ნინო ვა­სა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში მოღ­ვა­წე ტა­რი­ელ ვა­სა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია, თუმ­ცა ბიზ­ნე­სის მარ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ალ­ღო­თი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­მას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. ის უკ­რა­ი­ნა­ში ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ბიზ­ნეს ქალ­ბა­ტო­ნად მი­იჩ­ნე­ვა. ცნო­ბი­ლია, რომ მა­მა­მი­სი მსხვი­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი, დის­ტრი­ბუ­ტო­რი და სერ­ვი­სუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში. ვა­სა­ძის აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის წყა­ლო­ბით, კომ­პა­ნია 20-ზე მეტი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი იმ­პორ­ტი­ო­რი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რია. მისი ქო­ნე­ბა 183 მი­ლი­ონ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა, თა­ვად ნი­ნომ კი ზუს­ტად რამ­დე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შეძ­ლო უკვე, უც­ნო­ბია. ახალ­გზარ­და ბიზ­ნეს­ლე­დი კომ­პა­ნია "ფალ­კონ-ავ­ტოს" ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რია და ამა­ვე დროს "უკ­რავ­ტოს" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ბიზ­ნე­სის მარ­თვის ნი­ჭის გარ­და, ნინო გა­რეგ­ნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, ჟურ­ნალ­მა "კო­რეს­პონ­დენ­ტმა" რამ­დენ­ჯერ­მე შე­იყ­ვა­ნა "უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქალ­თა" სი­ა­ში.

ბა­ქარ ბა­კუ­რა­ძე

კომ­პა­ნია "იფქლის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლია. კომ­პა­ნია 1993 წლი­დან არ­სე­ბობს, თუმ­ცა ბა­ქარ ბა­კუ­რა­ძე კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად 2005 წელს ჩა­ერ­თო. მას შემ­დეგ კომ­პა­ნი­ას უდ­გას სა­თა­ვე­ში და ბიზ­ნეს კი­დევ უფრო აფარ­თო­ებს.

"2005 წელს და­ვი­წყე კომ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­და, სულ დავ­დი­ო­დი და ვცდი­ლობ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­ხმა­რე­ბო­დი მა­მა­ჩემს. ყო­ველ­თვის მქონ­და ინ­ტე­რე­სი, რას და რო­გორ აკე­თებ­და", - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბა­ქარ ბა­კუ­რა­ძე.

სო­ფიო კორ­ძა­ხია

სო­ფიო კორ­ძა­ხია "ფრეს­კოს" დი­რექ­ტო­რის პოსტზე 1 თე­ბერ­ვალს და­ი­ნიშ­ნა. სო­ფიო კორ­ძა­ხია ოტტო-ფონ-გუ­ე­რი­კეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის (გერ­მა­ნია) ფი­ნან­სურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მა­გის­ტრია. ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო Northern State University-ში (ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბი). 2009-2011 წლებ­ში იყო ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი. "ფრეს­კო­ში" მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე ის "პროკ­რე­დიტ ბან­კის" დი­რექ­ტო­რი იყო.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით

5 წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენი

5 წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენი

ბიზნესის დაწყება და მისი გამართვა არც ისე მარტივი საქმეა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც ნიჭის, მონდომებისა და მრავალწლიანი შრომის ხარჯზე, წარმატებას ადრეულ ასაკში მიაღწიეს. AMBEBI.GE სწორედ ასეთ ახალგაზრდა ქართველ ბიზნესმენებს წარმოგიდგენთ.

ილია წულაია

32 წლის ილია წულაია სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ბიზნეს საქმიანობაში სტუდენტობის პერიოდში ჩაერთო. ძმასთან ერთად ბაქოდან ფეხსაცმელი შემოჰქონდა და საქართველოში ყიდდა. მოგვიანებით სამოქალაქო სამართლის იურისტად დაიწყო მუშაობა. მოკლე პერიოდის შემდეგ კი სამშენებლო ბიზნესში გადავიდა და 2006 წელს ამ სფეროში პირველი ნაბიჯები გადადგა. დღეს ილია წულაის კომპანია ერთ-ერთი ცნობილი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში.

კახა კუჭავა

პროფესიით იურისტია. 2011 წელს დააარსა კომპანია Caucasus Minerals. "კავკასიის მინერალები" აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიურ კვლევასა და განვითარებას. კომპანია ფლობს საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბადოს, "ზოფხითოს" შესწავლა-მოპოვების 30 წლიან ლიცენზიას. 2010 წელს კუჭავამ მეგობრებთან ერთად დააარსა იურიდიული ფირმა, სადაც ძირითადი კლიენტურა უცხოელები იყვნენ. ისინი სთავაზობდნენ კომპანიებს პრობლემის მოგვარებას, სანაცვლოდ კი უკვე შემდგარი კომპანიისგან გარკვეულ აქტივებს ითხოვდნენ.

"ჩვენ გვქონდა გამოცდილება, უნარები და გადავწყვიტეთ კომპანიებს დავხმარებოდით კრიზისიდან გამოსვლაში. არ ვთხოვდით ანაზღაურებას, ვიცოდით, რომ ვერ გადაიხდიდნენ, მაგრამ ვთხოვდით ან ე.წ. წარმატების მოსაკრებელს, ან უკვე კომპანიაში აქტივებს. ასე დაიწყო ჩვენი საქმიანობა სამშენებლო კუთხითაც, დღეს ვართ ერთ-ერთი დიდი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის აქციონერებიც, მმართველებიც. რამდენიმე კომპანია შევარჩიეთ, რომლებშიც ვთვლიდით, რომ სიტუაცია გამოსწორებადი იყო (თუმცა გაკოტრების პირას იყო), მართვა გადავიბარეთ, რამდენიმე წელი ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა მოვახერხეთ, რომ ვალდებულებები გაგვესტუმრებინა. იქ არა მარტო ბანკის ვალდებულებები, არამედ სხვადასხვა პრობლემური საკითხებიც იყო, რომლებიც წარმატებით მოვაგვარეთ", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კახა კუჭავა.

ნინო ვასაძე

ნინო ვასაძე უკრაინაში მოღვაწე ტარიელ ვასაძის ქალიშვილია, თუმცა ბიზნესის მართვის განსაკუთრებული ალღოთი ქალიშვილი მამას არ ჩამოუვარდება. ის უკრაინაში ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნეს ქალბატონად მიიჩნევა. ცნობილია, რომ მამამისი მსხვილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი და სერვისული მომსახურების მიმწოდებელია უკრაინაში. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიციალური დილერია. მისი ქონება 183 მილიონ დოლარს აღემატება, თავად ნინომ კი ზუსტად რამდენის გამომუშავება შეძლო უკვე, უცნობია. ახალგზარდა ბიზნესლედი კომპანია "ფალკონ-ავტოს" ფინანსური დირექტორია და ამავე დროს "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს. ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, ჟურნალმა "კორესპონდენტმა" რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში.

ბაქარ ბაკურაძე

კომპანია "იფქლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. კომპანია 1993 წლიდან არსებობს, თუმცა ბაქარ ბაკურაძე კომპანიის საქმიანობაში აქტიურად 2005 წელს ჩაერთო. მას შემდეგ კომპანიას უდგას სათავეში და ბიზნეს კიდევ უფრო აფართოებს.

"2005 წელს დავიწყე კომპანიაში აქტიურად მუშაობა. თუმცა ბავშვობიდან, როცა თავისუფალი დრო მქონდა, სულ დავდიოდი და ვცდილობდი მაქსიმალურად დავხმარებოდი მამაჩემს. ყოველთვის მქონდა ინტერესი, რას და როგორ აკეთებდა", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ბაქარ ბაკურაძე.

სოფიო კორძახია

სოფიო კორძახია "ფრესკოს" დირექტორის პოსტზე 1 თებერვალს დაინიშნა. სოფიო კორძახია ოტტო-ფონ-გუერიკეს უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსურ მეცნიერებათა მაგისტრია. ასევე განათლება მიიღო Northern State University-ში (ამერიკის შეერთებულ შტატები). 2009-2011 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. "ფრესკოში" მუშაობის დაწყებამდე ის "პროკრედიტ ბანკის" დირექტორი იყო.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 911 პირი - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს