პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუგუ, შენ მე გიყვარვარ?" - ოთარ რამიშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები და ერთადერთი სიყვარული
"გუგუ, შენ მე გიყვარვარ?" - ოთარ რამიშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები და ერთადერთი სიყვარული

ოთარ რა­მიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს ქალ­ბა­ტონ გულ­ნაზ რა­მიშ­ვილს ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად შინ ვეს­ტუმ­რეთ. თვალ­ცრემ­ლი­ან­მა გა­მი­ღო კა­რე­ბი, თან მო­მი­ბო­დი­შა, მი­ჭირს ოთა­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, ჩემ­თვის ყო­ვე­ლი დღე ცრემ­ლით იწყე­ბა და ცრემ­ლით მთავ­რდე­ბაო. მთე­ლი სა­უბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნუს­ხუ­ლი ვუს­მენ­დი ქალ­ბა­ტონ გულ­ნაზს, ცო­ტას შე­უძ­ლია ასე­თი ძლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი.

- რაც ოთა­რი აღარ არის, ქვეყ­ნად არა­ფე­რი მა­ხა­რებს. ყვე­ლას სიმ­ღე­რა­ში ჩემს ტკი­ვილს ვგრძნობ, გან­სა­კუთ­რე­ბით ოთა­რის ნამ­ღერ სიმ­ღე­რა­ში. მი­ჭირს მის გა­რე­შე და ტკი­ვი­ლად ედე­ბა გულს მისი ხმა. უმუ­სი­კოდ ვერ ვძლებ­დი, დღეს კი ვგრძნობ, თან­და­თან გა­დის ჩემი გუ­ლი­დან მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემი ოც­ნე­ბა იყო, მომ­ღე­რა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს ოც­ნე­ბა ვერ ავიხ­დი­ნე, სა­მა­გი­ე­როდ ვი­ყა­ვი კარ­გი მსმე­ნე­ლი და შემ­ფა­სე­ბე­ლი, მი­ზე­ზი კი გახ­ლდათ ის, რომ მოვ­ხვდი ისეთ ოჯახ­ში, სა­დაც ყვე­ლა მღე­რო­და - ოთა­რი, მისი და, მშობ­ლე­ბი. ჩემს თვალ­წინ და­ი­ბა­და მისი ყვე­ლა სიმ­ღე­რა, იწე­რე­ბო­და ჯერ ლექ­სად, შემ­დეგ ულა­მა­ზეს სიმ­ღე­რად გა­და­იქ­ცე­ო­და. ბევ­რჯერ მისი ჯი­ბე­ე­ბი­დან ამო­მიკ­რე­ფია და­კუ­ჭუ­ლი ქა­ღალ­დე­ბი, სა­დაც მისი ლექ­სი ეწე­რა. ვას­წო­რებ­დი, ვა­უ­თო­ებ­დი და ვი­ნა­ხავ­დი, ვცდი­ლობ­დი, არც ერთი მისი ფრა­ზა არ და­კარ­გუ­ლი­ყო.

ოთა­რი ვა­კე­ში კავ­სა­ძის ქუ­ჩა­ზე და­ი­ბა­და, იქ გა­ი­ზარ­და და გა­ა­ტა­რა მთე­ლი მისი სიყ­მაწ­ვი­ლის წლე­ბი. აქ როცა გად­მო­ვე­დით, გა­ვა­კე­თეთ მხო­ლოდ სვე­ლი წერ­ტი­ლი, რე­მონ­ტი არ გაგ­ვი­კე­თე­ბია. ოთარს მარ­თა­ლია, ფული არ ჰქონ­და, მაგ­რამ ისე­თი რამ ჰქონ­და ხალ­ხის­გან, რა­საც უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქვია. ოთა­რის და­ღუპ­ვის შემ­დეგ ერთი ნივ­თიც კი არ გა­და­მი­ად­გი­ლე­ბია, ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფერ­მა ისე­თი სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, რო­გო­რიც მა­შინ ჰქონ­და. მა­გი­დას­თან, სა­დაც ხში­რად იჯდა, პარ­კე­ტი გაცვდა, ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი ხოლ­მე. როცა აღარ ვიქ­ნე­ბი მა­შინ მო­ა­ციკ­ლოვ­კეთ და გა­ა­ახ­ლე­თო, მპა­სუ­ხობ­და. ხე­ლიც არ მიხ­ლია, ეს ია­ტა­კი ასე დარ­ჩე­ბა, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ.

- რო­გო­რი მე­უღ­ლე იყო ბა­ტო­ნი ოთა­რი?

- ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან და ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი მე­უღ­ლე იყო ოთა­რი. ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არც ერთ სა­უ­კუ­ნე­ში არ გან­მე­ორ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში ის იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე, შვი­ლე­ბის­თვის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მამა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მათ­თვის არა­ფე­რი და­ი­შუ­რა, სა­მი­ვე შვი­ლი გზა­ზე და­ა­ყე­ნა და ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. მის­ნა­ი­რი მე­უღ­ლე მსოფ­ლი­ო­ში არ მე­გუ­ლე­ბა. მას­თან ერ­თად ვი­ცხოვ­რე რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით. სირ­თუ­ლე იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ყვე­ლას მას­თან უნ­დო­და, მე კი სახ­ლში ვე­ქა­ჩე­ბო­დი. როცა სახ­ლი­დან გა­დი­ო­და, ჩემი გული თან მიჰ­ყვე­ბო­და. ისე მოგ­ვგლი­ჯა ბე­დის­წე­რამ ერ­თმა­ნეთს, რო­გორც ფოთ­ლებს იტა­ცებს ქარი ხე­ე­ბი­დან. სახ­სოვ­რად დამ­რჩა მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბე­ბი და უძი­ლო ღა­მე­ე­ბი.

- ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში გეხ­მა­რე­ბო­დათ?

- ოთა­რი ამ­ბობ­და, ბავ­შვებს დედა უვ­ლის, მა­მას კი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ა­ნო. ის მარ­ტო ოჯახს არ ეკუთ­ვნო­და. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, მხო­ლოდ ერთი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე ვი­დე­ქით - ხში­რად უწევ­და სახ­ლი­დან წას­ვლა, მე კი მინ­დო­და, ყო­ველ­თვის ჩემ გვერ­დზე ყო­ფი­ლი­ყო. სა­დაც არ უნდა წა­სუ­ლი­ყო, ღა­მეს სხვა­გან არ გა­ა­თე­ნებ­და. რამ­დენ­ჯერ­მე და­რე­კავ­და სახ­ლში, კი­თხუ­ლობ­და, რო­გორ ვი­ყა­ვით მე და ბავ­შვე­ბი. მა­საც რა ექნა, ერთი კაცი იყო, ამი­ტომ მე უფრო მი­წევ­და მოთ­მე­ნა. მან შვი­ლებს სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი და­უ­ტო­ვა, ისი­ნი ამა­ყო­ბენ, თა­ვა­წე­უ­ლე­ბი და­დი­ან და ღირ­სე­უ­ლად ატა­რე­ბენ ოთარ რა­მიშ­ვი­ლის შვი­ლის სტა­ტუსს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გუგუ, შენ მე გიყვარვარ?" - ოთარ რამიშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები და ერთადერთი სიყვარული

"გუგუ, შენ მე გიყვარვარ?" - ოთარ რამიშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები და ერთადერთი სიყვარული

ოთარ რამიშვილის მეუღლეს ქალბატონ გულნაზ რამიშვილს ინტერვიუს ჩასაწერად შინ ვესტუმრეთ. თვალცრემლიანმა გამიღო კარები, თან მომიბოდიშა, მიჭირს ოთარის გარეშე ცხოვრების გაგრძელება, ჩემთვის ყოველი დღე ცრემლით იწყება და ცრემლით მთავრდებაო. მთელი საუბრის განმავლობაში მონუსხული ვუსმენდი ქალბატონ გულნაზს, ცოტას შეუძლია ასეთი ძლიერი სიყვარული.

- რაც ოთარი აღარ არის, ქვეყნად არაფერი მახარებს. ყველას სიმღერაში ჩემს ტკივილს ვგრძნობ, განსაკუთრებით ოთარის ნამღერ სიმღერაში. მიჭირს მის გარეშე და ტკივილად ედება გულს მისი ხმა. უმუსიკოდ ვერ ვძლებდი, დღეს კი ვგრძნობ, თანდათან გადის ჩემი გულიდან მუსიკის სიყვარული. ჩემი ოცნება იყო, მომღერალი ვყოფილიყავი, ეს ოცნება ვერ ავიხდინე, სამაგიეროდ ვიყავი კარგი მსმენელი და შემფასებელი, მიზეზი კი გახლდათ ის, რომ მოვხვდი ისეთ ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა - ოთარი, მისი და, მშობლები. ჩემს თვალწინ დაიბადა მისი ყველა სიმღერა, იწერებოდა ჯერ ლექსად, შემდეგ ულამაზეს სიმღერად გადაიქცეოდა. ბევრჯერ მისი ჯიბეებიდან ამომიკრეფია დაკუჭული ქაღალდები, სადაც მისი ლექსი ეწერა. ვასწორებდი, ვაუთოებდი და ვინახავდი, ვცდილობდი, არც ერთი მისი ფრაზა არ დაკარგულიყო.

ოთარი ვაკეში კავსაძის ქუჩაზე დაიბადა, იქ გაიზარდა და გაატარა მთელი მისი სიყმაწვილის წლები. აქ როცა გადმოვედით, გავაკეთეთ მხოლოდ სველი წერტილი, რემონტი არ გაგვიკეთებია. ოთარს მართალია, ფული არ ჰქონდა, მაგრამ ისეთი რამ ჰქონდა ხალხისგან, რასაც უდიდესი სიყვარული ჰქვია. ოთარის დაღუპვის შემდეგ ერთი ნივთიც კი არ გადამიადგილებია, ვცდილობ, ყველაფერმა ისეთი სახე შეინარჩუნოს, როგორიც მაშინ ჰქონდა. მაგიდასთან, სადაც ხშირად იჯდა, პარკეტი გაცვდა, ვსაყვედურობდი ხოლმე. როცა აღარ ვიქნები მაშინ მოაციკლოვკეთ და გააახლეთო, მპასუხობდა. ხელიც არ მიხლია, ეს იატაკი ასე დარჩება, სანამ ცოცხალი ვარ.

- როგორი მეუღლე იყო ბატონი ოთარი?

- ხშირად მეკითხებიან და ყველას აინტერესებს, როგორი მეუღლე იყო ოთარი. ის იყო ადამიანი, რომელიც არც ერთ საუკუნეში არ განმეორდება. პირველ რიგში ის იყო არაჩვეულებრივი მოქალაქე, შვილებისთვის განუმეორებელი მამა, მთელი ცხოვრების მანძილზე მათთვის არაფერი დაიშურა, სამივე შვილი გზაზე დააყენა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. მისნაირი მეუღლე მსოფლიოში არ მეგულება. მასთან ერთად ვიცხოვრე რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრებით. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ყველას მასთან უნდოდა, მე კი სახლში ვექაჩებოდი. როცა სახლიდან გადიოდა, ჩემი გული თან მიჰყვებოდა. ისე მოგვგლიჯა ბედისწერამ ერთმანეთს, როგორც ფოთლებს იტაცებს ქარი ხეებიდან. სახსოვრად დამრჩა მხოლოდ მოგონებები და უძილო ღამეები.

- ბავშვების აღზრდაში გეხმარებოდათ?

- ოთარი ამბობდა, ბავშვებს დედა უვლის, მამას კი მოუთმენლად ელოდებიანო. ის მარტო ოჯახს არ ეკუთვნოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ ერთი სირთულის წინაშე ვიდექით - ხშირად უწევდა სახლიდან წასვლა, მე კი მინდოდა, ყოველთვის ჩემ გვერდზე ყოფილიყო. სადაც არ უნდა წასულიყო, ღამეს სხვაგან არ გაათენებდა. რამდენჯერმე დარეკავდა სახლში, კითხულობდა, როგორ ვიყავით მე და ბავშვები. მასაც რა ექნა, ერთი კაცი იყო, ამიტომ მე უფრო მიწევდა მოთმენა. მან შვილებს სითბო და სიყვარული დაუტოვა, ისინი ამაყობენ, თავაწეულები დადიან და ღირსეულად ატარებენ ოთარ რამიშვილის შვილის სტატუსს. განაგრძეთ კითხვა

"ცოტნესთვის თანხების მოგროვება არის პროვოკაცია და ამორალიზმი" - გიორგი გამსახურდია დედის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს

ბათუმში კორონავირუსი სავაჭრო ცენტრ "ნოვას" მოლარე-ოპერატორს დაუდგინდა

კორონავირუსი სარიტუალო დარბაზ "აჭარას" თანამშრომელს დაუდასტურდა - ბოლოს ის 300 კაციან ქორწილს დაესწრო