"ათასი ქურდობა ხდება, ეგებ შენით გაარკვიო რაიმე, წადი სახლშიო" - როგორ "აიძულა" ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა პოლიციელებს გამოძიების დაწყება

"ათასი ქურდობა ხდება, ეგებ შენით გაარკვიო რაიმე, წადი სახლშიო" - როგორ "აიძულა" ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა პოლიციელებს გამოძიების დაწყება

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს, სადაც მისი თქმით, პოლიციელებს ძარცვის ფაქტზე გამოძიების დაწყება "აიძულა".

"დღეს წერეთელზე გაქურდეს ჩემი ნათესავის ბინა, სადაც მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. მოპარულია საოჯახო ტექნიკა და მუშის ხელსაწყოები... ზარალმა შეადგინა დაახლოებით 8000 ლარი...

ხელოსანმა, რომელსაც დილით ბინა გაქურდული დახვდა, მივიდა იქვე მდებარე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში და განაცხადა მომხდარის შესახებ.

პოლიციის შენობის მე-2 სართულზე გამომძიებელმა გამჯაშვილმა, ქურდობის ფაქტის შესახებ განცხადების დასაწერად მისული კაცი, უკან გამოაბრუნა, განცხადება არ დააწერინა და გაისტუმრა შემდეგი სიტყვებით: - "ათასი ქურდობა ხდება, მილიომნში ერთი პროცენტია იმის შანსი, რომ გაგიმართლოს და საქმე გაიხსნას, ამიტომ ნურც შენ წვალობ და ნურც ჩვენ გვაწვალებ, აზრი არ აქვს მაინც და ეგებ შენით გაარკვიო რაიმე, წადი სახლშიო"..

შეცბუნებულმა და ყურებჩამოყრილმა ხელოსანმა დამირეკა და შემომჩივლა მომხდარის შესახებ.

გადავდე ყველა საქმე და ხსენებულ პიროვნებასთან ერთად მივედი პოლიციის განყოფილებაში. მე-2 სართულზე დაგვხვდა სამუშაო სავარძელზე ნებიერად გართხმული გამომძიებელი გამჯაშვილი, რომელსაც განვუცხადე, რომ მსურდა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. ნამჯოშვილმა ბრძანა - უფროსი ადგილზე არ არის, ხოლო მოადგილეს კი სძინავსო. ამის შემდეგ "გამომძიებელმა" მობილურზე დაურეკა ვიღაც პიროვნებას და შეაყტობინა ჩვენი მისვლის შესახებ და უთხრა - იმ ხელოსანმა ადვოკატი მოიყვანაო... შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა - დაიცადეთ, მოადგილე გაიღვიძებს და მიგიღებთო.

მე დავრეკე შსს-ს გენ. ინსპექციის ნომერზე 126 და ვაცნობე ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ. გენ. ინსპექციის წარმომადგენელს აგრეთვე ტელეფონზე ესაუბრა გაქურდული ხელოსანიც.

ამის შემდეგ "მოადგილემ" მალევე გაიღვიძა და მიგვიღო.

კაბინეტში, გამომძიებლის ტანდასწრებით დამიწყო ანოტაციის კითხვა: - ეს კაცი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია, უკან ოპერატიული თანამშრომელი გავაყოლეთ, ჩვენ ჩვენი ოპერატიული მეთოდები გვაქვს და არ იცით თქვენო...

მოკლედ რომ ვთავა, პოლიციელები "ვაიძულე რა" დაეწყოთ გამოძიება, დავტოვე განყოფილების შენობა.

ჩემი წასვლის შემდეგ განყოფილებაში ამტყდარა ერთი ამბავი: დაეტაკნენ საცოდავ ხელოსანს - რატომ მოიყვანე ადვოკატი და რატომ დარეკეთ შსს-ს გენ. ინსპექციაშიო. იმის მაგივრად, რომ ქურდობის საქმისთვის მიეხედათ, დაიწყეს ზეწოლა საწყალ ხელოსანზე: აიძულებდნენ მას, დაერეკა გენ. ინსპექციაში და დაეფიქსირებინა, თითქოს აღელვების ნიადაგზე მიაწოდა მათ მცდარი ინფორმაცია და პოლიციის მხრიდან მის მიმართ უყურადღებობას ადგილი არ ჰქონია. ხელოსანი წინააღმდეგი იყო შეესრულებინა პოლიციელების მოთხოვნა და აი აქ მოხდა სასწაული: - გამომძიებელმა გამჯაშვილმა, გაქურდული ხელოსნის ტელეფონით თავად დარეკა გენ. ისნპექციის ნომერზე 126 და შეატყობინა შემდეგი: მე ვარ ესა და ეს (ხელოსნის სახელი გვარი), ბინა გაქურდული დამხვდა და აღელვების ნიადაგზე დავრეკე თქვენთან, მოგაწოდეთ მცდარი ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ უყურადღებოდ დამტოვა, რასაც ადგილი არ ჰქონია და გთხოვთ მიიღოდ ცნობადო...

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ხდება განყოფილების უფროსის მოადგილის თანდასწრებით მისსავე კაბინეტში.

პოლიციის შენობიდან 8 საათის შემდეგ გამოსულმა ხელოსანმა შემატყობინა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ასევე ორთავემ ჩვენივე ტელეფონის საშუალებით ვაცნობეთ შსს-ს გენ. ინსპექციას.

აღმოჩნდა, რომ ამ ხელოსნის ტელეფონს მე-4 განყოფილება უკანონოდ უსმენენს... გენ. ინსპექციასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რამოდენიმე წუთში მას დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ კრიმინალისტებს გაქურდული ბინის "დამუშავებისას" დარჩენიათ "ფხვნილი" და მოგვიტანეო. ცხადია, რომ პოლიცია უკანონოდ ახორციელებდა სატელეფონო მოსმენას და შეიტყვეს რა ხელოსნის მიერ გენ. ინსპექციაში განხორციელებული ზარის შესახებ, შეეცადნენ მის მე-4 განყოფილებაში მიტყუებას შემდეგი "დამუშავების" მიზნით

_________________________

იხილეთ ფოტო, გამომძიებელი - გამჯაშვილი...

(მოადგილის არ მაქვს) ", - წერს ადვოკატი.

ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ უწყების გენინსპექცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე აწარმოებს გამოძიებას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს