მეცნიერებმა მოახერხეს დაემტკიცებინათ, რომ სიტყვებს შეუძლია მკვდარი უჯრედების გაცოცხლება. ყველაფერი 1949 წელს დაიწყო, როდესაც მკვლევარმა ენრიკო ფერმიმ შეისწალა დინამიკური სისტემა, რომლის თვისებებიც მასში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. ეს სისტემები განსაზღვრულ მდგომარეობაში უჩვეულოდ იქცეოდნენ. კვლევებმა ცხადყო, რომ სისტემებს შეეძლოთ დამახსოვრება და ინფორმაციის შენახვა.
ამერიკის და ინდოეთის სამეცნიერო ინსტიტუტების ექსპეტიმენტების შედეგად მოხდა ადამიანის აზრის ორგანიზმზე გავლენის გამოკვლევა. კვლევა ჩატარდა 100 000-მდე ადამიანზე. ექსპერიმენტის მთავარი წესი იყო, რომ ადამიანს პოზიტიური აზრი ჰქონოდა. ამისათვის ადამიანებს კრებდნენ ჯგუფებად და ეუბნებოდნენ, რომ პოზიტიური ფიქრი პლანეტის კონკრეტულ მონაკვეთში გაეგზავნათ. რამდენიმე დღის მანძილზე ძლიერ შემცირდა ქალაქში კრიმინალის მაჩვენებელი. კარგი აზრების გავლენის პროცესს სამეცნიერო აპარატებით აფიქსირებდნენ.
მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ეს ექსპერიმენტები ამტკიცებენ ადამიანური აზრების და გრძნობების მატერიალურობას. სიტყვების ზემოქმედებით მკვდარი უჯრედები სიცოცხლის ნიშნებს ავლენენ. ეს შედეგები დამტკიცდა სხვადასხვა ქვეყნებში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში თუ ამერიკაში ჩატარებული კვლევებით. მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ადამიანის სიტყვა ტრანსფორმირდება ტალღებად, შემდეგ კი დნმ-ზე ზემოქმედებს. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ მათ გაუუმჯობესდათ არტერიალური წნევა, დაურეგულირდათ პულსი და გამოუსწორდათ სომატური მაჩვენებლები.
მომზადებულია newrezume.org-ს მიხედვით.