კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ დავქორწინდით, ქმარს ვუთხარი: საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს" - როგორია ხატია სიჭინავას ოჯახური იდილია
"რომ დავქორწინდით, ქმარს ვუთხარი: საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს" - როგორია ხატია სიჭინავას ოჯახური იდილია

ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა და სპორ­ტსმე­ნი რა­მაზ ნო­ზა­ძე ხუთი წე­ლია და­ქორ­წინ­დნენ. წყვილს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს და რო­გორც ხა­ტი­ამ ამ­ბობს, უკვე მე­ო­თხე შვილ­ზეც ფიქ­რო­ბენ. ხა­ტია მე­უღ­ლის მი­მართ სიყ­ვა­რულს არა­სო­დეს მა­ლავს და ხში­რად უძღვნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სტა­ტუ­სებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. წყვი­ლის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვამ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ჩვენ გვაქვს ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა: ის მა­ფი­ნან­სებს, მე მივ­დი­ვარ ბა­ზარ­ში და ვყი­დუ­ლობ პო­დუქ­ტებს - მო­მაქვს 50 კილო კარ­ტო­ფი­ლი, 20 კილო ხახ­ვი და ასე შემ­დეგ, ანუ ერთი თვის მა­რა­გი. პირ­ვე­ლად რომ გა­ვე­დი ბა­ზარ­ში და ამ­დე­ნი რა­ღაც ვი­ყი­დე, გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ჩემ უკან ჩემს ქმარს ეძებ­დნენ და გა­მე­ცი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად რომ წა­მოვ­ზი­დე, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ, თუმ­ცა ახლა მცნო­ბენ. ზო­გი­ერ­თი ქალი ამის გამო ის­ტე­რი­კას მო­ა­წყობ­და - რას ჰქვია, შენ არ მეხ­მა­რე­ბიო. მე არ მაქვს ეს პრობ­ლე­მა, ამის გამო უთან­ხმო­ე­ბას არ ჩა­მო­ვაგ­დებ. არ სი­ა­მოვ­ნებს ბა­ზარ­ში სი­ა­რუ­ლი?! რა პრობ­ლე­მაა, მე ვივ­ლი. თუკი სახ­ლში რა­მეა შე­სა­კე­თე­ბე­ლი და არ სცა­ლია, ვი­ძა­ხებ ხე­ლო­სანს. არ მაქვს ის მო­მენ­ტი - შენ კაცი ხარ და, გინ­და თუ არა, გა­ა­კე­თე... ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, საჭ­მე­ლი მაქვს, სას­მე­ლი მაქვს. არ სი­ა­მოვ­ნებ­და, სახ­ლში რომ ვი­ჯე­ქი, მი­ყი­და ბიზ­ნე­სი, რო­მელ­შიც სა­ერ­თოდ ვერ ვერ­კვე­ო­დი - არ ვი­ცო­დი, რა უნდა მექ­ნა, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ უნდა მეს­წავ­ლა და ასეც მო­ვი­ქე­ცი.

- ღა­ლატ­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­გო­რია შენი პო­ზი­ცია?

- როცა კაცი ღა­ლა­ტობს, ის აყო­ლი­ლია ჰორ­მო­ნებს; როცა ქალი ღა­ლა­ტობს - აუ­ცი­ლებ­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. კა­ცის ღა­ლა­ტი შვი­ლე­ბის ფსი­ქი­კას იმ­დენ დარ­ტყმას არ აყე­ნებს, რამ­დენ­საც ქა­ლის, დე­დის. ქმარ­მა შე­იძ­ლე­ბა გი­ღა­ლა­ტოს და ისე იცხოვ­როთ მთე­ლი სი­ცო­ცხლე ერ­თად, ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო, მაგ­რამ ქალი ღა­ლა­ტის შემ­დეგ ისე­თი ვე­ღარ იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც იყო. როცა კაცი იჩენს საყ­ვა­რელს, ამ დროს ოჯა­ხი უკვე დან­გრე­უ­ლია და ცოლი უნდა წა­ვი­დეს სახ­ლი­დან. საყ­ვა­რე­ლი უკვე ნიშ­ნავს იმას, რომ შენ­ზე კარ­გი იპო­ვა და, შე­სა­ბა­მი­სად, შენ არ უყ­ვარ­ხარ, უსიყ­ვა­რუ­ლო ოჯახს კი რა აზრი აქვს. ამი­ტომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჯო­ბია, გა­ე­ყა­რო. მე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე ვი­ზამ. არ ვგუ­ლის­ხმობ ერთჯე­რად "გა­გუ­ლა­ვე­ბას", მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს საყ­ვარ­ლის თემა. რომ დავ­ქორ­წინ­დით, ჩემს ქმარს თა­ვი­დან­ვე ვუ­თხა­რი: როცა უცხო­ეთ­ში ბი­ჭებ­თან ერ­თად იქ­ნე­ბი, მე ვერ და­ვი­ნა­ხავ, იქ რას აკე­თებ და ის ჩე­მამ­დე ასი წელი არ მოვა, მაგ­რამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნუ­რა­ვის ათ­ქმე­ვი­ნებ, რომ ბან­ძი ოჯა­ხი გაქვს. შენ­მა ერ­თმა შეც­დო­მამ, შე­იძ­ლე­ბა, ოჯა­ხი გა­გი­ლან­ძღოს-მეთ­ქი.

ეთო ხურ­ცი­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რომ დავქორწინდით, ქმარს ვუთხარი: საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს" - როგორია ხატია სიჭინავას ოჯახური იდილია

"რომ დავქორწინდით, ქმარს ვუთხარი: საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს" - როგორია ხატია სიჭინავას ოჯახური იდილია

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე ხუთი წელია დაქორწინდნენ. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს და როგორც ხატიამ ამბობს, უკვე მეოთხე შვილზეც ფიქრობენ. ხატია მეუღლის მიმართ სიყვარულს არასოდეს მალავს და ხშირად უძღვნის სასიყვარულო სტატუსებს სოციალურ ქსელში. წყვილის ოჯახური ცხოვრების შესახებ ხატია სიჭინავამ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

"ჩვენ გვაქვს ასეთი ურთიერთობა: ის მაფინანსებს, მე მივდივარ ბაზარში და ვყიდულობ პოდუქტებს - მომაქვს 50 კილო კარტოფილი, 20 კილო ხახვი და ასე შემდეგ, ანუ ერთი თვის მარაგი. პირველად რომ გავედი ბაზარში და ამდენი რაღაც ვიყიდე, გამყიდველები ჩემ უკან ჩემს ქმარს ეძებდნენ და გამეცინა. ყველაფერი თავად რომ წამოვზიდე, გაკვირვებულები მიყურებდნენ, თუმცა ახლა მცნობენ. ზოგიერთი ქალი ამის გამო ისტერიკას მოაწყობდა - რას ჰქვია, შენ არ მეხმარებიო. მე არ მაქვს ეს პრობლემა, ამის გამო უთანხმოებას არ ჩამოვაგდებ. არ სიამოვნებს ბაზარში სიარული?! რა პრობლემაა, მე ვივლი. თუკი სახლში რამეა შესაკეთებელი და არ სცალია, ვიძახებ ხელოსანს. არ მაქვს ის მომენტი - შენ კაცი ხარ და, გინდა თუ არა, გააკეთე... ჩემთვის მთავარია, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია, საჭმელი მაქვს, სასმელი მაქვს. არ სიამოვნებდა, სახლში რომ ვიჯექი, მიყიდა ბიზნესი, რომელშიც საერთოდ ვერ ვერკვეოდი - არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა მესწავლა და ასეც მოვიქეცი.

- ღალატთან დაკავშირებით როგორია შენი პოზიცია?

- როცა კაცი ღალატობს, ის აყოლილია ჰორმონებს; როცა ქალი ღალატობს - აუცილებლად შეყვარებულია. კაცის ღალატი შვილების ფსიქიკას იმდენ დარტყმას არ აყენებს, რამდენსაც ქალის, დედის. ქმარმა შეიძლება გიღალატოს და ისე იცხოვროთ მთელი სიცოცხლე ერთად, ვერაფერი გაიგო, მაგრამ ქალი ღალატის შემდეგ ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო. როცა კაცი იჩენს საყვარელს, ამ დროს ოჯახი უკვე დანგრეულია და ცოლი უნდა წავიდეს სახლიდან. საყვარელი უკვე ნიშნავს იმას, რომ შენზე კარგი იპოვა და, შესაბამისად, შენ არ უყვარხარ, უსიყვარულო ოჯახს კი რა აზრი აქვს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჯობია, გაეყარო. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიზამ. არ ვგულისხმობ ერთჯერად "გაგულავებას", მხედველობაში მაქვს საყვარლის თემა. რომ დავქორწინდით, ჩემს ქმარს თავიდანვე ვუთხარი: როცა უცხოეთში ბიჭებთან ერთად იქნები, მე ვერ დავინახავ, იქ რას აკეთებ და ის ჩემამდე ასი წელი არ მოვა, მაგრამ, საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს. შენმა ერთმა შეცდომამ, შეიძლება, ოჯახი გაგილანძღოს-მეთქი.

ეთო ხურციძე

ჟურნალი "თბილისელები"

ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი ჩიკ კორეა 79 წლის ასაკაში გარდაიცვალა

"პანდემიის დროს "მილიონერი" გავხდი" - როგორ უბრუნებს მაკა შალიკაშვილის წაკითხული ლექსები ადამიანებს სიცოცხლის ხალისს

როგორი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის 2020 წელი - "პანდემიის დროს უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა საღამოს კაბებზე"