მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ღლონტის მოუშუშებელი ტკივილი და "სამი ცხოვრება"
ლაშა ღლონტის მოუშუშებელი ტკივილი და "სამი ცხოვრება"

"ჩვენს ოჯახ­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და. რე­ჟი­სო­რე­ბი­დან, მა­გა­ლი­თად, თენ­გიზ აბუ­ლა­ძე იყო ჩვე­ნი ხში­რი სტუ­მა­რი. ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი მა­მას უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ბი­ძა­ჩემ­თან ვცხოვ­რობ­დი, ის კი წიგ­ნის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ და მწერ­ლე­ბი მას­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. უცხო­ე­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ოდ­ნენ", - ამ­ბობს ექი­მი და მომ­ღე­რა­ლი ლაშა ღლონ­ტი, რო­მე­ლიც მის­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს იხ­სე­ნებს.

- ერთხელ, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი იყო ჩვენ­თან და ჩემს შვილს - ანის ასან­თის კო­ლოფ­ზე ლექ­სი და­უ­წე­რა, რო­მე­ლიც დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი გვაქვს. ბავ­შვო­ბი­სას, ანი ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და და შე­ეძ­ლო, ეს პრო­ფე­სია აერ­ჩია კი­დეც, მაგ­რამ კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. ბა­ტონ ჯან­სუღს მისი ნამ­ღე­რი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და ასე­თი ლექ­სი და­უ­წე­რა - "შენ მე­ო­რე არა ხარ, შენ პირ­ვე­ლი ანა ხარ, ღმერ­თმა ქნას, შე­ნის­თა­ნა, კი­დევ ბევ­რი მა­ნა­ხა..."

რა არის ადა­მი­ა­ნი? - "ფი­ლო­სო­ფი­უ­რი შე­კი­თხვის" პა­სუ­ხი

- ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის არის სი­კე­თე. არ­სე­ბა, ვი­საც შე­გიძ­ლია ენდო, გაჰ­ყვე, რა­ღა­ცებს მო­უყ­ვე. ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვედ­რია, მათ შო­რის, ბო­რო­ტიც, მაგ­რამ მას­შიც მი­ძებ­ნია ის სი­კე­თე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­შია. როცა ვინ­მეს­თან ერ­თად, დუ­ეტ­ში ვმღე­რი, ვცდი­ლობ, პარტნი­ორს კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნა და მეც ამ კომ­ფორ­ტით ვი­სი­ა­მოვ­ნო ანუ "კაგ­და ტებე პრი­ატ­ნო, მნე ტოჟე პრი­ატ­ნო" - ამ პრინ­ცი­პით ვცხოვ­რობ. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო ენას ვერ გა­მო­ნა­ხავ. ადრე, ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მად ვმუ­შა­ობ­დი და სა­ერ­თო ენას ყვე­ლა პა­ტი­მარ­თან ვპო­უ­ლობ­დი. სხვას ცხოვ­რე­ბას ვერ ვას­წავ­ლი, მაგ­რამ რა­ღაც-რა­ღა­ცებს თუ მეტ ყუ­რა­დღე­ბას მი­ვაქ­ცევთ, ადა­მი­ა­ნის გა­გე­ბა არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

"სამი ცხოვ­რე­ბა" და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი

- ვამ­ბობ ხოლ­მე, - სამი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე-მეთ­ქი. სიკვ­დილ­მის­ჯი­ლებ­თან, სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან და იმ­დენ ად­გი­ლას ვარ ნა­მუ­შე­ვა­რი, იმ­დე­ნი მი­მოგ­ზა­უ­რია, რომ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყო­ველ­თვის დიპ­ლო­მა­ტი ვი­ყა­ვი და ვუთ­მობ­დი. ადა­მი­ანს არას­დროს ვე­კა­მა­თე­ბი. როცა რა­ღა­ცის სჯე­რა, ვცდი­ლობ, მისი თვა­ლით შევ­ხე­დო იმ კონ­კრე­ტულ რა­ღა­ცას. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნდა ეცა­დო, სხვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შეხ­ვი­დე. სა­ერ­თოდ, ქრის­ტი­ა­ნო­ბაც ხომ ესაა: ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­გოთ. ყვე­ლა­ფე­რი რომ შე­ვას­რუ­ლოთ, რა­საც ქრის­ტი­ა­ნო­ბა გვას­წავ­ლის, იდე­ა­ლუ­რად ვი­ცხოვ­რებ­დით. ზოგი ამ­ბობს, - ერთ ლო­ყა­ში რომ გა­გარ­ტყა­მენ, მე­ო­რე რო­გორ უნდა მი­ვუშ­ვი­როო? "მე­ო­რე ლო­ყის" მიშ­ვე­რა, ჩემი აზ­რით, ნიშ­ნავს იმას, რომ შე­ე­ცა­დო, ადა­მი­ან­ში სინ­დი­სი გა­მო­აღ­ვი­ძო. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ხომ ამ­ბობ­და, ჩვე­ნი პა­ტა­რა ღმერ­თი სინ­დი­სი­აო. როცა ადა­მი­ა­ნის­გან აგ­რე­სია მო­დის, ვცდი­ლობ, მი­ზე­ზი გა­ვარ­კვიო და მას სი­კე­თით ვუ­პა­სუ­ხო, მაგ­რამ იმი­ტომ კი არა, რომ ასეა სა­ჭი­რო, უბ­რა­ლოდ, ჩემ­ში ზის ასე.

მშობ­ლე­ბი...

- დედა გვა­რად ერის­თა­ვია. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­სა და ქარ­თულ სიმ­ღე­რას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და და სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მე ქარ­თულ სიმ­ღე­რას ვმღე­რი. სპე­ცი­ა­ლუ­რად კი არ მა­ს­მე­ნი­ნებ­და, სახ­ლში სულ ჩარ­თუ­ლი ჰქონ­და, ნე­ბის­მი­ე­რი რუ­ტი­ნუ­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის დროს...

მამა - თენ­გო ღლონ­ტი ახ­ლა­ხან დავ­კარ­გე და ჩემ­თვის ეს მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლია. სა­ოც­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტი ადა­მი­ა­ნი იყო, შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. პრო­ფე­სი­ით დი­ზა­ი­ნე­რი გახ­ლდათ. ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - იტა­ლი­ა­ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვი იუ­მო­რი ჰქონ­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მე­უბ­ნე­ბო­და: გა­ინ­ძე­რი, წონა და­იგ­დე, იმოძ­რა­ვეო. ბა­თუმ­ში "ინ­ტუ­რის­ტის" უკან ვცხოვ­რობ­დი და

ერთხელ, იქი­დან გად­მო­იყ­ვა­ნა ე.წ. "ნა­სილ­ში­კე­ბი", შვი­ლი მყავს ინ­ვა­ლი­დი და ეგებ, ბულ­ვარ­ში გა­ა­სე­ირ­ნო­თო (იცი­ნის). თან გა­აფრ­თხი­ლა: ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი და ნერ­ვი­უ­ლია, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­გი­წევთ, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ო­თო (იცი­ნის). დი­ლით რომ ავ­დგე­ბო­დი და სა­პირ­პა­რე­შო­ში მივ­დი­ო­დი, - ნელა, კე­დელს გაჰ­ყე­ვიო, - მე­ხუმ­რე­ბო­და. ტყუ­ილს ვერ ათ­ქმე­ვი­ნებ­დი. ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, - ზრდი­ლო­ბი­ა­ნად უნდა მო­იქ­ცე, უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი იცო­დე, ადა­მი­ანს და­უთ­მო, სხვის შრო­მას პა­ტი­ვი უნდა სცეო. პური შრო­მის სიმ­ბო­ლოა და როცა მას აგ­დებ ანუ იმ­დენს ყი­დუ­ლობ, რამ­დე­ნიც არ გჭირ­დე­ბა, შენ ამით სხვის შრო­მას არ სცემ პა­ტივს... მა­მას ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და და ბოლო წელს, საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. სამ­წუ­ხა­როდ, სახ­ლი­დან გა­ვი­და, და­ღამ­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. 4-5 დღე ვე­ძებ­დით და უკვე იმას­ღა ვფიქ­რობ­დი, ცხე­და­რი მა­ინც მე­პო­ვა, სა­საფ­ლაო რომ მქო­ნო­და. იმ დღე­ებ­ში იმე­დით ვცო­ცხლობ­დით... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ლაშა ღლონტის მოუშუშებელი ტკივილი და "სამი ცხოვრება"

ლაშა ღლონტის მოუშუშებელი ტკივილი და "სამი ცხოვრება"

"ჩვენს ოჯახში ბევრი ცნობილი ადამიანი მოდიოდა. რეჟისორებიდან, მაგალითად, თენგიზ აბულაძე იყო ჩვენი ხშირი სტუმარი. ლადო გუდიაშვილი მამას უფროსი მეგობარი გახლდათ. თბილისში რომ ჩამოვედი, ბიძაჩემთან ვცხოვრობდი, ის კი წიგნის პალატის თავმჯდომარე გახლდათ და მწერლები მასთან იკრიბებოდნენ. უცხოელებიც ჩამოდიოდნენ", - ამბობს ექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი, რომელიც მისთვის ძვირფას ადამიანებს იხსენებს.

- ერთხელ, ჯანსუღ ჩარკვიანი იყო ჩვენთან და ჩემს შვილს - ანის ასანთის კოლოფზე ლექსი დაუწერა, რომელიც დღემდე შენახული გვაქვს. ბავშვობისას, ანი ძალიან კარგად მღეროდა და შეეძლო, ეს პროფესია აერჩია კიდეც, მაგრამ კინომცოდნეობას მიჰყო ხელი. ბატონ ჯანსუღს მისი ნამღერი ძალიან მოეწონა და ასეთი ლექსი დაუწერა - "შენ მეორე არა ხარ, შენ პირველი ანა ხარ, ღმერთმა ქნას, შენისთანა, კიდევ ბევრი მანახა..."

რა არის ადამიანი? - "ფილოსოფიური შეკითხვის" პასუხი

- ადამიანი ჩემთვის არის სიკეთე. არსება, ვისაც შეგიძლია ენდო, გაჰყვე, რაღაცებს მოუყვე. ცხოვრებაში ბევრნაირი ადამიანი შემხვედრია, მათ შორის, ბოროტიც, მაგრამ მასშიც მიძებნია ის სიკეთე, რომელიც ყველაშია. როცა ვინმესთან ერთად, დუეტში ვმღერი, ვცდილობ, პარტნიორს კომფორტი შევუქმნა და მეც ამ კომფორტით ვისიამოვნო ანუ "კაგდა ტებე პრიატნო, მნე ტოჟე პრიატნო" - ამ პრინციპით ვცხოვრობ. არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც საერთო ენას ვერ გამონახავ. ადრე, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმად ვმუშაობდი და საერთო ენას ყველა პატიმართან ვპოულობდი. სხვას ცხოვრებას ვერ ვასწავლი, მაგრამ რაღაც-რაღაცებს თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ადამიანის გაგება არ გაგვიჭირდება.

"სამი ცხოვრება" და დიპლომატიური ურთიერთობები

- ვამბობ ხოლმე, - სამი ცხოვ­რებით ვიცხოვრე-მეთქი. სიკვ­დილ­მისჯილებთან, სხვადასხვა ფსიქოლოგიის ადამიანებთან და იმდენ ადგილას ვარ ნამუშევარი, იმდენი მიმოგზაურია, რომ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ურთიერთობებში ყოველთვის დიპლომატი ვიყავი და ვუთმობდი. ადამიანს არასდროს ვეკამათები. როცა რაღაცის სჯერა, ვცდილობ, მისი თვალით შევხედო იმ კონკრეტულ რაღაცას. შეძლებისდაგვარად უნდა ეცადო, სხვის მდგომარეობაში შეხვიდე. საერთოდ, ქრისტიანობაც ხომ ესაა: ერთმანეთს გავუგოთ. ყველაფერი რომ შევასრულოთ, რასაც ქრისტიანობა გვასწავლის, იდეალურად ვიცხოვრებდით. ზოგი ამბობს, - ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე როგორ უნდა მივუშვიროო? "მეორე ლოყის" მიშვერა, ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ შეეცადო, ადამიანში სინდისი გამოაღვიძო. ილია ჭავჭავაძე ხომ ამბობდა, ჩვენი პატარა ღმერთი სინდისიაო. როცა ადამიანისგან აგრესია მოდის, ვცდილობ, მიზეზი გავარკვიო და მას სიკეთით ვუპასუხო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ასეა საჭირო, უბრალოდ, ჩემში ზის ასე.

მშობლები...

- დედა გვარად ერისთავია. ქართულ ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და ქართულ სიმღერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მე ქართულ სიმღერას ვმღერი. სპეციალურად კი არ მასმენინებდა, სახლში სულ ჩართული ჰქონდა, ნებისმიერი რუტინული სამუშაოს შესრულების დროს...

მამა - თენგო ღლონტი ახლახან დავკარგე და ჩემთვის ეს მოუშუშებელი ტკივილია. საოცრად განათლებული, კულტურული, ინტელიგენტი ადამიანი იყო, შესანიშნავად იცოდა ქართული და ევროპული ლიტერატურა. პროფესიით დიზაინერი გახლდათ. ხშირად მოგზაურობდა, განსაკუთრებით - იტალიაში. შესანიშნავი იუმორი ჰქონდა. მთელი ბავშვობა მეუბნებოდა: გაინძერი, წონა დაიგდე, იმოძრავეო. ბათუმში "ინტურისტის" უკან ვცხოვრობდი და

ერთხელ, იქიდან გადმოიყვანა ე.წ. "ნასილშიკები", შვილი მყავს ინვალიდი და ეგებ, ბულვარში გაასეირნოთო (იცინის). თან გააფრთხილა: ძალიან აგრესიული და ნერვიულია, წინააღმდეგობას გაგიწევთ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთო (იცინის). დილით რომ ავდგებოდი და საპირპარეშოში მივდიოდი, - ნელა, კედელს გაჰყევიო, - მეხუმრებოდა. ტყუილს ვერ ათქმევინებდი. ყოველთვის მეუბნებოდა, - ზრდილობიანად უნდა მოიქცე, უფროსი და უმცროსი იცოდე, ადამიანს დაუთმო, სხვის შრომას პატივი უნდა სცეო. პური შრომის სიმბოლოა და როცა მას აგდებ ანუ იმდენს ყიდულობ, რამდენიც არ გჭირდება, შენ ამით სხვის შრომას არ სცემ პატივს... მამას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა და ბოლო წელს, საკმაოდ მძიმე ფორმა ჩამოუყალიბდა. სამწუხაროდ, სახლიდან გავიდა, დაღამდა და აღარ დაბრუნებულა, ტრაგიკულად დაიღუპა. 4-5 დღე ვეძებდით და უკვე იმასღა ვფიქრობდი, ცხედარი მაინც მეპოვა, სასაფლაო რომ მქონოდა. იმ დღეებში იმედით ვცოცხლობდით...  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია