საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ფილმების ალტერნატიული დასასრული
ცნობილი ფილმების ალტერნატიული დასასრული

ზოგი ფილ­მი შე­საძ­ლოა, ეკ­რან­ზე სულ სხვა­ნა­ი­რი სა­ხით გვე­ხი­ლა. წარ­მო­გიდ­გენთ იმ ფილ­მებს, რო­მელ­თა და­სას­რუ­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და იმ სა­ბო­ლოო ვერ­სი­ი­დან, რო­მელ­საც დღეს ვიც­ნობთ.

პეპ­ლის ეფექ­ტი

ერ­თა­დერ­თი ფილ­მი, რომ­ლი­თაც ეშ­ტონ კატ­ჩერს შე­უძ­ლია ია­მა­ყოს, ერ­თბა­შად რამ­დე­ნი­მე და­სას­რუ­ლით გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ბო­ლოს მთა­ვა­რი გმი­რი თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულს ქუ­ჩა­ში გა­და­ეყ­რე­ბა, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს შე­ხე­და­ვენ და თა­ვი­ან­თი გზით წავ­ლენ. ამ სცე­ნის კი­დევ ორი ვერ­სია არ­სე­ბობს: ევა­ნი (კატ­ჩე­რი) ტრი­ალ­დე­ბა და მიყ­ვე­ბა კე­ლის (შეყ­ვა­რე­ბულს), ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­იც­ნო­ბენ და რო­გორც იქნა, ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­დგე­ბა. მე­სა­მე და­სას­რუ­ლი შემ­დე­გი იყო - კატ­ჩე­რის გმი­რი ბრუნ­დე­ბა იმ დრო­ში, რო­დე­საც ჯერ კი­დევ დე­დის მუ­ცელ­შია და ჭიპ­ლა­რით იგუ­დავს თავს, რათა ახ­ლობ­ლე­ბი ტან­ჯვის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

ლა­მაზ­მა­ნი

თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­კი­ას ის­ტო­რი­ის და­სას­რუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით ქა­ლის საყ­ვა­რე­ლი კი­ნო­ფი­ნა­ლია. თუმ­ცა, თავ­და­პირ­ველ ჩა­ნა­ფიქ­რში ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იყო: რი­ჩარდ გირი ჯუ­ლია რო­ბერ­თსს მი­იყ­ვანს ჰო­ლი­ვუ­დის ბულ­ვარ­ზე, სა­დაც პირ­ვე­ლად შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, აძ­ლევს ფულს და ამ­ბობს: "ინა­ნებ თუ არ აი­ღებ, იმ წამ­სვე ინა­ნებ, რო­დე­საც წა­ვალ"... და ბოლო სცე­ნა­ში რო­ბერ­თსი თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად დის­ნე­ი­ლენდში მი­დის ჰო­ნო­რა­რის და­სა­ხარ­ჯად.

ტი­ტა­ნი­კი

ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც "ტი­ტა­ნი­კი" ერთხელ მა­ინც არ უნა­ხავს. თა­ვი­დან რე­ჟი­სორ ჯე­იმს კე­მე­რონს სურ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფი­ნა­ლი გა­და­ე­ღო. მკვლე­ვა­რი და განძზე მო­ნა­დი­რე ბრო­კი რო­უზს გე­მის კი­ჩო­ზე და­ი­ნა­ხავს, ის მას მე­და­ლი­ონს ანა­ხებს და რამ­დე­ნი­მე ცხოვ­რე­ბი­სე­ულ რჩე­ვას მი­ცემს. ბრო­კი ებ­რძვის ყელ­სა­ბა­მის მო­პო­ვე­ბის ცდუ­ნე­ბას, მაგ­რამ შემ­დეგ მფლო­ბელს უბ­რუ­ნებს, რომ მან ის ჯეკს აჩუ­ქოს.

მეფე ლომი

დის­ნე­ის კლა­სი­კურ შე­დევ­რსაც თა­ვი­დან სხვა­ნა­ი­რად უპი­რებ­დნენ დას­რუ­ლე­ბას. თავ­და­პირ­ველ ვერ­სი­ა­ში სკა­რი (სიმ­ბას ბიძა) უნდა მომ­კვდა­რი­ყო, მაგ­რამ ცოტა სხვა­ნა­ი­რად: სიმ­ბას გი­გან­ტურ კო­ცონ­ში უნდა ჩა­ეგ­დო ის. სა­ტეს­ტო ჩვე­ნე­ბებ­ზე ბავ­შვე­ბი ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­დნენ, ამი­ტომ ფი­ნა­ლი შეც­ვა­ლეს.

როკი

სილ­ვეს­ტერ სტა­ლო­ნეს და­წე­რილ სცე­ნარ­ში თა­ვი­დან როკი ამარ­ცხებ­და კრიდს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის საპ­რი­ზო ჰო­ნო­რარს იღებ­და და ედ­რი­ენს გა­დას­ცემ­და, რათა გო­გო­ნას ზო­ო­მა­ღა­ზია ეყი­და. თუმ­ცა, ბო­ლოს თა­ვად სტა­ლო­ნემ შეც­ვა­ლა და­სას­რუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია elle.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ცნობილი ფილმების ალტერნატიული დასასრული

ცნობილი ფილმების ალტერნატიული დასასრული

ზოგი ფილმი შესაძლოა, ეკრანზე სულ სხვანაირი სახით გვეხილა. წარმოგიდგენთ იმ ფილმებს, რომელთა დასასრულიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმ საბოლოო ვერსიიდან, რომელსაც დღეს ვიცნობთ.

პეპლის ეფექტი

ერთადერთი ფილმი, რომლითაც ეშტონ კატჩერს შეუძლია იამაყოს, ერთბაშად რამდენიმე დასასრულით განიხილებოდა. ბოლოს მთავარი გმირი თავის შეყვარებულს ქუჩაში გადაეყრება, ისინი ერთმანეთს შეხედავენ და თავიანთი გზით წავლენ. ამ სცენის კიდევ ორი ვერსია არსებობს: ევანი (კატჩერი) ტრიალდება და მიყვება კელის (შეყვარებულს), ისინი ერთმანეთს გაიცნობენ და როგორც იქნა, ურთიერთობა აღდგება. მესამე დასასრული შემდეგი იყო - კატჩერის გმირი ბრუნდება იმ დროში, როდესაც ჯერ კიდევ დედის მუცელშია და ჭიპლარით იგუდავს თავს, რათა ახლობლები ტანჯვისგან გაათავისუფლოს.

ლამაზმანი

თანამედროვე კონკიას ისტორიის დასასრული მილიონობით ქალის საყვარელი კინოფინალია. თუმცა, თავდაპირველ ჩანაფიქრში ყველაფერი სხვაგვარად იყო: რიჩარდ გირი ჯულია რობერთსს მიიყვანს ჰოლივუდის ბულვარზე, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, აძლევს ფულს და ამბობს: "ინანებ თუ არ აიღებ, იმ წამსვე ინანებ, როდესაც წავალ"... და ბოლო სცენაში რობერთსი თავის მეგობართან ერთად დისნეილენდში მიდის ჰონორარის დასახარჯად.

ტიტანიკი

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც "ტიტანიკი" ერთხელ მაინც არ უნახავს. თავიდან რეჟისორ ჯეიმს კემერონს სურდა განსხვავებული ფინალი გადაეღო. მკვლევარი და განძზე მონადირე ბროკი როუზს გემის კიჩოზე დაინახავს, ის მას მედალიონს ანახებს და რამდენიმე ცხოვრებისეულ რჩევას მიცემს. ბროკი ებრძვის ყელსაბამის მოპოვების ცდუნებას, მაგრამ შემდეგ მფლობელს უბრუნებს, რომ მან ის ჯეკს აჩუქოს.

მეფე ლომი

დისნეის კლასიკურ შედევრსაც თავიდან სხვანაირად უპირებდნენ დასრულებას. თავდაპირველ ვერსიაში სკარი (სიმბას ბიძა) უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ცოტა სხვანაირად: სიმბას გიგანტურ კოცონში უნდა ჩაეგდო ის. სატესტო ჩვენებებზე ბავშვები ისტერიკაში ჩავარდნენ, ამიტომ ფინალი შეცვალეს.

როკი

სილვესტერ სტალონეს დაწერილ სცენარში თავიდან როკი ამარცხებდა კრიდს, გამარჯვებულის საპრიზო ჰონორარს იღებდა და ედრიენს გადასცემდა, რათა გოგონას ზოომაღაზია ეყიდა. თუმცა, ბოლოს თავად სტალონემ შეცვალა დასასრული.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება