Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NDI: ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა უფრო მეტს ხარჯავს საჭირო საგნების შეძენაზე, ან ნაკლებად ყიდულობს
NDI: ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა უფრო მეტს ხარჯავს საჭირო საგნების შეძენაზე, ან ნაკლებად ყიდულობს

NDI-ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ცუდ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. "ამე­რი­კის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა" გა­მო­კი­თხვა 23 თე­ბერ­ვლი­დან 14 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში ჩა­ა­ტა­რა. მის ფარ­გლებ­ში შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით 3 900 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კი­თხა.

შე­კი­თხვა­ზე, რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რეს­პონ­დენ­ტთა 1%-მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ძა­ლი­ან კარ­გი", 2 %-ის შე­ფა­სე­ბით "კარ­გი", 29 %-ის აზ­რით "სა­შუ­ა­ლო", 40% მი­იჩ­ნევს, რომ "ცუდი", 26% ფიქ­რობს, რომ "ძა­ლი­ან ცუდი", 2%-მა კი შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ იცის.

ამას­თან, გა­მო­კი­თხულ­თა 53% -ის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. რეს­პონ­დენ­ტთა 61 %-ის აზ­რით, ეს ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბის შეც­დო­მებს უკავ­შირ­დე­ბა, 59 %-ის ვა­რა­უ­დით კი, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა წინა მთავ­რო­ბის შეც­დო­მე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ამას­თან, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბა ან უფრო მეტს ხარ­ჯავს იმ საგ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სჭირ­დე­ბა, ან ნაკ­ლე­ბად ყი­დუ­ლობს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, შე­კი­თხვა­ზე, რა გავ­ლე­ნა იქო­ნია თქვენს ოჯახ­ზე ლა­რის კურ­სის და­ცე­მამ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, გა­მო­კი­თხულ­თა 56 %-მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ზო­გა­დად, უფრო მეტს ხარ­ჯავს იმ საგ­ნებ­ზე, რაც სჭირ­დე­ბა", 40 %-ის თქმით, "ზო­გა­დად, უფრო ნაკ­ლე­ბად ყი­დუ­ლობს იმ საგ­ნებს, რაც სჭირ­დე­ბა", 4 %-მა აღ­ნიშ­ნა, რომ "სა­ერ­თოდ არ მო­უხ­დე­ნია გავ­ლე­ნა", 1 %-მა კი შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ იცის.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: NDI: გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბა 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თავს "იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" მი­იჩ­ნევს

NDI-ს კვლე­ვის შე­დე­გე­ბი : რა არის 4000-მდე გა­მო­კი­თხუ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეროვ­ნუ­ლი სა­კი­თხი

NDI: ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა უფრო მეტს ხარჯავს საჭირო საგნების შეძენაზე, ან ნაკლებად ყიდულობს

NDI: ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა უფრო მეტს ხარჯავს საჭირო საგნების შეძენაზე, ან ნაკლებად ყიდულობს

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

შეკითხვაზე, როგორია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რესპონდენტთა 1%-მა აღნიშნა, რომ "ძალიან კარგი", 2 %-ის შეფასებით "კარგი", 29 %-ის აზრით "საშუალო", 40% მიიჩნევს, რომ "ცუდი", 26% ფიქრობს, რომ "ძალიან ცუდი", 2%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 53% -ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61 %-ის აზრით, ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, 59 %-ის ვარაუდით კი, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული.

ამასთან, ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა ან უფრო მეტს ხარჯავს იმ საგნებზე, რომლებიც სჭირდება, ან ნაკლებად ყიდულობს. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რა გავლენა იქონია თქვენს ოჯახზე ლარის კურსის დაცემამ დოლართან მიმართებაში, გამოკითხულთა 56 %-მა აღნიშნა, რომ "ზოგადად, უფრო მეტს ხარჯავს იმ საგნებზე, რაც სჭირდება", 40 %-ის თქმით, "ზოგადად, უფრო ნაკლებად ყიდულობს იმ საგნებს, რაც სჭირდება", 4 %-მა აღნიშნა, რომ "საერთოდ არ მოუხდენია გავლენა", 1 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

ასევე წაიკითხეთ: NDI: გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს "იგივე მდგომარეობაში" მიიჩნევს

NDI-ს კვლევის შედეგები : რა არის 4000-მდე გამოკითხულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"