NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს "იგივე მდგომარეობაში" მიიჩნევს. ასეთია "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "რუმსში" ამ წუთებში მიმდინარეობს.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10%-მა აღნიშნა, რომ "უკეთესად", 47%-ის თქმით, "იგივე მდგომარეობაში", ხოლო 42%-ის განცხადებით, "უარესად".
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.