9 აპრილს პეტერბურგის კლუბ "A2 Green Concert"-ში ჯგუფი "მგზავრების" კონცერტი გაიმართა. კონცერტის მსვლელობისას გიგი დედალამაზიშვილის თხოვნით, რუსმა მსმენელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. სოლისტმა მსმენელს სიტყვით მიმართა (იხ.: გიგი დედალამაზიშვილის ემოციური სიტყვა და რუსი მსმენელის წუთიერი დუმილი 9 აპრილს - რა მოხდა მგზავრების კონცერტზე პეტერბურგში). მომღერლის საქციელს "ფეისბუქში" კვლავ აქტიურად ეხმაურებიან:
რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:
როცა ადამიანები განსატვირთად, საღამოს ხალისიანად გასატარებლად მოდიან კლუბში, სადაც ჭამენ, სვამენ და ერთობიან, პოლიტიკურად არ უნდა დაუმძიმო დღე. ეს არაეთიკურია და საბჭოთა პროპაგანდის ნაირსახეობაა.
არ უნდა ჩახვიდე და მორჩა.
რუსეთში 80 პროცენტი პუტინისტ
ია და არა ყველა. იქაც იბრძვის ხალხი. ამ კონცერტზეც არა მგონია პუტინისტები ყოფილიყო უმრავლესობაში. ეს ჯგუფიც ეგზოტიკურია და სპეციფიკურ (კარგი გაგებით) მსმენელს თუ მოიზიდავს. რობი უილიამსზე ფაშისტიც მივა და ლიბერალიც."ნუ ჩამიშხამე რა საღამო თქვენი კომპლექსებით" - ეს იქნებოდა მათი პირველი გაფიქრება.
საბჭოთა წარსული მათაც დაგმობილი ექნებათ.
ეკა ხერხეულიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძარობის" წევრი:
მეგობრებო, ეს ნაცოდვილარი სიტყვები არაფერს არ ნიშნავს. უკიდურესად დამამცირებელი მგონია დამყრობელის მიმართ დაპყრობილის მიერ კომპრომისული შუალედის ძებნა იმისთვის, რომ ნაკლები ზიანი მიაყენო საკუთარ რეპუტაციას. ამ ხალხს ფრონტის ხაზზე თავგანწირვას არავინ სთხოვს, თუმცა თავდადებულების პატივისცემა მათი მოქალაქეობრივი ვალდებულება ნამდვილად არის. მოძალადეს მოსათვინიერებლად შაქრის ნატეხი გადაუგდო და სანაცვლოდ ფულადი კომპესაცია გამოსტყუო იმ მოსაზრებით, რომ მხოლოდ შენ ერთთან გაანელოს აგრესია, არის უღირსი საქციელი და მაპატიეთ, თუ ვერ აღვფრთოვანდი.
მაია დარსმელიძე,მომღერალი:
ვინ არმია? რა მნიშვნელოვანი დღე?
მნიშვნელოვანი კი არა - ტრაგიკული დღეა 9 აპრილი, დამსწრე საზოგადოება მიხვდა საერთოდ რომ რამე პროტესტი იყო? თუ უბრალოდ პატივი მიაგო (ტექსტიდან გამომდინარე) რაღაც გაურკვევლობაში დაღუპულ ადამიანებს... გინდათ თქვათ, რომ იქ მისული მსმენელი მიხვდა, რომ რუსულ არმიას გულისხმობდნენ ზოგადად ნახსენებ სიტყვა "არმიაში"?
ასეთ თქმას და პლიუს ამდენ ნერვიულობას - საერთოდ არაფერი ეთქვათ.. ბოლომდე მიწოლოდნენ პირველ ჩვენებას.
მე ამ სიტყვას სიტყვად ვერ ჩავთვლი.
P.S.: ვინმეს აგრესიულად განწყობილი რომ არ ვეგონო - აქვე მოვიყვან ჩემს წინა პოსტს, სადაც მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ვისაც ემღერება რუსეთში...დავით კოვზირიძე, ტელეწამყვანი:
წუთიერმა დუმილმა დაგაგოიმათ?:)
იხილეთ ასევე: "კარგი ბიჭები ხართ... უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები" - კრიტიკის შემდეგ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები "მგზავრებს" აქებენ