პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუნძულ სკორპიოსის წყევლა და ონასისების ოჯახის ტრაგიკული ბედი
კუნძულ სკორპიოსის წყევლა და ონასისების ოჯახის ტრაგიკული ბედი

სა­ბერ­ძნე­თის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, იო­ნი­ის ზღვა­ში, ქა­ლაქ ნიდ­რის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს ულა­მა­ზე­სი კუნ­ძუ­ლი სკორ­პიო. ტყე­ე­ბით და­ფა­რულ კუნ­ძულ­ზე სამი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი ვილა დგას, აქ­ვეა ვერ­ტმფრე­ნის და­საჯ­დო­მი მო­ე­და­ნი და იახ­ტე­ბის ნავ­სა­ყუ­დე­ლი. ტყის ზო­ნა­ში სა­ო­ცა­რი, იშ­ვი­ა­თი მცე­ნა­რე­ე­ბი ხა­რობს, მათ­თან მი­სას­ვლე­ლად სა­სე­ირ­ნო ბი­ლი­კე­ბია და­გე­ბუ­ლი.

ბერ­ძენ­მა მაგ­ნატ­მა არის­ტო­ტე­ლე ონა­სის­მა "იო­ნი­ის ზღვის მარ­გა­ლი­ტი" 1963 წელს 3,5 მი­ლი­ონ დრაჰ­მად შე­ი­ძი­ნა, რაც იმ დრო­ის კურ­სით 10 ათას ფუნტ სტერ­ლინგს შე­ად­გენს. სწო­რედ ამ კუნ­ძულ­ზე გა­ი­მარ­თა 1968 წელს ონა­სი­სი­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ქვრი­ვის ჟაკ­ლინ კე­ნე­დის ქორ­წი­ლი.

სკორ­პი­ოს­ზე და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია არის­ტო­ტე­ლეს საყ­ვა­რე­ლი ვაჟი - ალექ­სან­დრო­სი, რო­მე­ლიც 1973 წელს, 25 წლის ასაკ­ში და­ი­ღუ­პა ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად: ალექ­სან­დრო­სი გა­მოც­დი­ლი პი­ლო­ტი იყო, თვითმფრი­ნა­ვი კი შე­სა­ნიშ­ნავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

1988 წელს ონა­სი­სის 38 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი კრის­ტი­ნა, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა: იგი ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში სას­ტუმ­როს ნომ­რის სა­ა­ბა­ზა­ნო­ში ნარ­კო­ტი­კე­ბით გა­ჭყე­პი­ლი იპო­ვეს. თა­ვად არის­ტო­ტე­ლე, ჟაკ­ლი­ნის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი, 69 წლის ასაკ­ში 1975 წელს სი­მარ­ტო­ვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სკორ­პი­ო­სის ის­ტო­რია კი­დევ ერთ ადა­მი­ანს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც ონა­სი­სე­ბის გვა­რის წყევ­ლა შე­ე­ხო: ეს გახ­ლავთ სა­ო­პე­რო დივა მა­რია კა­ლა­სი, რო­მელ­მაც ონა­სი­სის ღა­ლა­ტი ვერ გა­და­ი­ტა­ნა და 1977 წელს დარ­დის­გან გარ­და­იც­ვა­ლა...

...1968 წელს არის­ტო­ტე­ლე ონა­სის­მა ჟაკ­ლინ კე­ნე­დი­ზე იქორ­წი­ნა. ონა­სი­სის­თვის ეს ქორ­წი­ნე­ბა თა­ვი­სი უსა­ზღვრო ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა და ამე­რი­კე­ლებ­ზე ერ­თგვა­რი შუ­რის­ძი­ე­ბა გახ­ლდათ, რომ­ლე­ბიც მას ვერ იტან­დნენ. ჟაკ­ლინს აღ­მერ­თებ­დნენ, მას კვი­რა­ში 2000 წე­რილს უგ­ზავ­ნიდ­ნენ და ამე­რი­კის ფოს­ტამ ნება დარ­თო ქალს, უფა­სოდ გა­ეგ­ზავ­ნა სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, ცნო­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ 39 წლის ქვრი­ვი 62 წლის ბერ­ძენს, ამე­რი­კე­ლე­ბის თვალ­ში თით­ქმის მა­ფი­ოზს მიჰ­ყვე­ბა ცო­ლად, ოკე­ა­ნის მიღ­მა აფეთ­ქე­ბუ­ლი ბომ­ბის ეფექ­ტი ჰქონ­და.

კუნ­ძულ სკორ­პი­ო­სის წყევ­ლა და ონა­სი­სე­ბის ოჯა­ხის ტრა­გი­კუ­ლი ბედი

რო­დე­საც ჟაკ­ლი­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, მას ლა­მის მთე­ლი ამე­რი­კა უს­ტვენ­და. მე­ტიც, არის­ტო­ტე­ლემ ისე­თი რამ მო­ი­მოქ­მე­და, იგი ხალ­ხს კი­დევ უფრო შეს­ძუ­ლე­ბო­და: რო­დე­საც "ოლიმ­პი­უ­რი ავი­ა­ხა­ზე­ბის" თვითმფრი­ნა­ვი ნიუ იორ­კის JFK აე­რო­პორ­ტი­დან ასაფ­რე­ნად მზად იყო, სტი­უ­არ­დე­სებ­მა მგზავ­რებს გა­მო­უ­ცხა­დეს, რომ რე­ი­სი გა­და­დე­ბუ­ლია. ამას ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ ტრა­პი­დან ჩა­მო­სულ­მა მგზავ­რებ­მა და­ი­ნა­ხეს, თუ რო­გორ მი­უ­ახ­ლოვ­და თვითმფრი­ნავს ლი­მუ­ზი­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც ჟაკ­ლი­ნი, მისი შვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ. არა­ვის სჯე­რო­და ჟაკ­ლი­ნი­სა და ონა­სი­სის იდი­ლი­ის: ასაკ­ში, ცხოვ­რე­ბის წეს­სა და აღ­ზრდა­ში მათ შო­რის უდი­დე­სი სხვა­ო­ბა იყო...

ჟაკ­ლინ კე­ნე­დი­სა და არის­ტო­ტე­ლე ონა­სი­სის შე­უღ­ლე­ბას "სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ლი" უწო­დეს. სკორ­პი­ოს­ზე მხო­ლოდ 48 ადა­მი­ა­ნი იყო მიწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის 8 ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­თაც გა­და­ღე­ბის ნება დარ­თეს: ონა­სისს არაფ­რის ეში­ნო­და, მი­თუ­მე­ტეს, მას არ ადარ­დებ­და, რომ პა­ტარ­ძა­ლი და­ბალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­ზეც კი მას­ზე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო. იპო­ვა კი არის­ტო­ტე­ლემ თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა? სა­ეჭ­ვოა: ჟაკ­ლინ­თან ქორ­წი­ნე­ბის ერთი თვის თავ­ზე, იგი კვლავ მა­რია კა­ლას­თან ვახ­შმობ­და პა­რი­ზულ რეს­ტო­რან­ში. ჟაკ­ლი­ნი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში დაბ­რუნ­და: ვა­ჟის და­ღუპ­ვის შემ­დეგ ონა­სი­სი მე­უღ­ლის არ­სე­ბო­ბას ვერც კი ამ­ჩნევ­და.

ონა­სი­სის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ჟაკ­ლინს 26 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ერგო მემ­კვიდ­რე­ო­ბით, თუმ­ცა ამის­თვის მას სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ონა­სი­სის გვა­რის ტა­რე­ბა მო­უხ­და, რო­გორც ეს ეშ­მა­კი ბერ­ძე­ნის ან­დერ­ძში იყო ჩა­წე­რი­ლი...

რო­დე­საც სკორ­პი­ო­სის დი­ა­სახ­ლი­სი გახ­და, ჟაკ­ლინ­მა კუნ­ძულ­ზე მა­რია კა­ლა­სის არ­სე­ბო­ბის ყვე­ლა კვა­ლი გა­აქ­რო, გა­და­ყა­რა ძვე­ლი ავე­ჯი. ზუს­ტად ამ­გვა­რად მო­იქ­ცა არის­ტო­ტე­ლე ონა­სი­სის ქა­ლიშ­ვი­ლი კრის­ტი­ნა მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ - სკორ­პი­ოს­ზე ამე­რი­კე­ლი დე­დი­ნაც­ვა­ლის ყოფ­ნის ყვე­ლა კვა­ლი გა­აქ­რო. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კუნ­ძუ­ლი უამ­რავ ცნო­ბილ ადა­მი­ანს მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავ­და. 1975 წელს ონა­სი­სი გარ­და­იც­ვა­ლა და სკორ­პი­ოს­მაც პრე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა. ონა­სი­სი კუნ­ძულ­ზე, შვი­ლე­ბის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

...ათე­ნა ონა­სი­სი, მაგ­ნა­ტის შვი­ლიშ­ვი­ლი, სკორ­პი­ოს­ზე პირ­ვე­ლად 13 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა, რო­დე­საც ის მა­მამ, ფრან­გმა ტი­ე­რი რუ­სელ­მა დე­დის საფ­ლავ­ზე მი­იყ­ვა­ნა. მას შემ­დეგ ათე­ნა კუნ­ძულს მხო­ლოდ 3-ჯერ სტუმ­რობ­და. ათე­ნა ონა­სის რუ­სე­ლი საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და, გა­ნათ­ლე­ბა შვე­ი­ცა­რი­ა­ში მი­ი­ღო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­თხოვ­და და ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. სა­ბერ­ძნეთ­ში აქ­ტი­ვე­ბის გარ­და, მას მა­მის­გან - ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი იმ­პე­რი­ის მემ­კვიდ­რის­გან ერგო წი­ლად კა­პი­ტა­ლი. ონა­სი­სის ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, სკორ­პი­ო­სი ეკუთ­ვნის ოჯახს მა­ნამ­დე, სა­ნამ მას კუნ­ძუ­ლის რჩე­ნა შე­ეძ­ლე­ბა, ამის­თვის კი წე­ლი­წად­ში 1,5 მი­ლი­ო­ნი ევრო იხარ­ჯე­ბა.

თუ ონა­სი­სებს ფული გა­მო­ე­ლე­ვათ, უფ­როს­მა ონა­სის­მა და­ი­ბა­რა, რომ კუნ­ძუ­ლი არ უნდა გა­ი­ყი­დოს, არა­მედ, გა­და­ე­ცეს სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბას ან ავი­ა­კომ­პა­ნი­ას Olympic Airways. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 2013 წელს ათე­ნა ონა­სის­მა კუნ­ძუ­ლი რუს მი­ლი­არ­დერს დი­მიტ­რი რი­ბო­ლოვ­ლევს 126 მი­ლი­ონ დო­ლა­რად მიჰ­ყი­და. კუნ­ძუ­ლის ოლი­გარ­ქის ოჯახ­ში ფაქ­ტი­ურ მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­დას­ვლამ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია სა­ბერ­ძნეთ­ში. სა­პა­სუ­ხოდ რი­ბო­ლოვ­ლე­ვის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და: "კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ეკა­ტე­რი­ნა რი­ბო­ლოვ­ლე­ვას (დი­მიტ­რი რი­ბო­ლოვ­ლე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი) სა­ხე­ლით მოქ­მე­დებს, შე­ი­ძი­ნა კომ­პა­ნი­ე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ათე­ნა ონა­სისს ეკუთ­ვნო­და", ამით და­ა­ზუს­ტა, რომ აქ­ტი­ვებს შო­რის არის კუნ­ძუ­ლე­ბი სკორ­პი­ო­სი და სპარ­ტი. 2013 წლის აპ­რილ­ში თრასთში შე­მა­ვალ­მა კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ეკა­ტე­რი­ნა რი­ბო­ლოვ­ლე­ვას ინ­ტე­რე­სებს იცავს, დადო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ბერ­ძნე­თის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს კუნ­ძუ­ლე­ბის 99-წლი­ან იჯა­რა­ზე, რო­მელ­თა შო­რის უმ­სხვი­ლე­სი - სკორ­პი­ო­სი გახ­ლავთ. ათე­ნა ონა­სი­სი არც კუნ­ძუ­ლი­სად­მი და არც სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სად­მი ინ­ტე­რესს არ ავ­ლენ­და, ამი­ტო­მაც სკორ­პი­ოსს სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე და­ემ­შვი­დო­ბა...

ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თბი­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ არის­ტო­ტე­ლე ონა­სისს. "ჩვენ დიდი ხა­ნია ვცხოვ­რობთ ლე­გენ­დას­თან, სა­ხე­ლად ონა­სი­სი და ის არა­სო­დეს ჩაქ­რე­ბა. არის­ტო­ტე­ლე მე­გობ­რობ­და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან - მე­თევ­ზე­ებ­თან და ხალ­ხთან, რომ­ლე­ბიც მის მახ­ლობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ. ის მხო­ლოდ მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი არ იყო, ონა­სი­სი აქ ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და" - გა­ნა­ცხა­და მე­ზო­ბე­ლი კუნ­ძუ­ლის მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კუნძულ სკორპიოსის წყევლა და ონასისების ოჯახის ტრაგიკული ბედი

კუნძულ სკორპიოსის წყევლა და ონასისების ოჯახის ტრაგიკული ბედი

საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე, იონიის ზღვაში, ქალაქ ნიდრის მახლობლად მდებარეობს ულამაზესი კუნძული სკორპიო. ტყეებით დაფარულ კუნძულზე სამი ფეშენებელური ვილა დგას, აქვეა ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და იახტების ნავსაყუდელი. ტყის ზონაში საოცარი, იშვიათი მცენარეები ხარობს, მათთან მისასვლელად სასეირნო ბილიკებია დაგებული.

ბერძენმა მაგნატმა არისტოტელე ონასისმა "იონიის ზღვის მარგალიტი" 1963 წელს 3,5 მილიონ დრაჰმად შეიძინა, რაც იმ დროის კურსით 10 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. სწორედ ამ კუნძულზე გაიმართა 1968 წელს ონასისისა და აშშ-ის პრეზიდენტის ქვრივის ჟაკლინ კენედის ქორწილი.

სკორპიოსზე დასაფლავებულია არისტოტელეს საყვარელი ვაჟი - ალექსანდროსი, რომელიც 1973 წელს, 25 წლის ასაკში დაიღუპა ბურუსით მოცული ავიაკატასტროფის შედეგად: ალექსანდროსი გამოცდილი პილოტი იყო, თვითმფრინავი კი შესანიშნავ მდგომარეობაში.

1988 წელს ონასისის 38 წლის ქალიშვილი კრისტინა, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა: იგი ბუენოს-აირესში სასტუმროს ნომრის სააბაზანოში ნარკოტიკებით გაჭყეპილი იპოვეს. თავად არისტოტელე, ჟაკლინისგან მიტოვებული, 69 წლის ასაკში 1975 წელს სიმარტოვეში გარდაიცვალა.

სკორპიოსის ისტორია კიდევ ერთ ადამიანს უკავშირდება, რომელსაც ონასისების გვარის წყევლა შეეხო: ეს გახლავთ საოპერო დივა მარია კალასი, რომელმაც ონასისის ღალატი ვერ გადაიტანა და 1977 წელს დარდისგან გარდაიცვალა...

...1968 წელს არისტოტელე ონასისმა ჟაკლინ კენედიზე იქორწინა. ონასისისთვის ეს ქორწინება თავისი უსაზღვრო ძალაუფლების დემონსტრირება და ამერიკელებზე ერთგვარი შურისძიება გახლდათ, რომლებიც მას ვერ იტანდნენ. ჟაკლინს აღმერთებდნენ, მას კვირაში 2000 წერილს უგზავნიდნენ და ამერიკის ფოსტამ ნება დართო ქალს, უფასოდ გაეგზავნა საპასუხო წერილები. სწორედ ამიტომ, ცნობას იმის შესახებ, რომ 39 წლის ქვრივი 62 წლის ბერძენს, ამერიკელების თვალში თითქმის მაფიოზს მიჰყვება ცოლად, ოკეანის მიღმა აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა.

კუნძულ სკორპიოსის წყევლა და ონასისების ოჯახის ტრაგიკული ბედი

როდესაც ჟაკლინი საბერძნეთში გაემგზავრა, მას ლამის მთელი ამერიკა უსტვენდა. მეტიც, არისტოტელემ ისეთი რამ მოიმოქმედა, იგი ხალხს კიდევ უფრო შესძულებოდა: როდესაც "ოლიმპიური ავიახაზების" თვითმფრინავი ნიუ იორკის JFK აეროპორტიდან ასაფრენად მზად იყო, სტიუარდესებმა მგზავრებს გამოუცხადეს, რომ რეისი გადადებულია. ამას ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია, მაგრამ ტრაპიდან ჩამოსულმა მგზავრებმა დაინახეს, თუ როგორ მიუახლოვდა თვითმფრინავს ლიმუზინები, საიდანაც ჟაკლინი, მისი შვილები, მშობლები და დანარჩენი ახლობლები გადმოვიდნენ. არავის სჯეროდა ჟაკლინისა და ონასისის იდილიის: ასაკში, ცხოვრების წესსა და აღზრდაში მათ შორის უდიდესი სხვაობა იყო...

ჟაკლინ კენედისა და არისტოტელე ონასისის შეუღლებას "საუკუნის ქორწილი" უწოდეს. სკორპიოსზე მხოლოდ 48 ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის 8 ჟურნალისტი, რომელთაც გადაღების ნება დართეს: ონასისს არაფრის ეშინოდა, მითუმეტეს, მას არ ადარდებდა, რომ პატარძალი დაბალქუსლიან ფეხსაცმელზეც კი მასზე გაცილებით მაღალი იყო. იპოვა კი არისტოტელემ თავისი ბედნიერება? საეჭვოა: ჟაკლინთან ქორწინების ერთი თვის თავზე, იგი კვლავ მარია კალასთან ვახშმობდა პარიზულ რესტორანში. ჟაკლინი დროთა განმავლობაში ამერიკაში დაბრუნდა: ვაჟის დაღუპვის შემდეგ ონასისი მეუღლის არსებობას ვერც კი ამჩნევდა.

ონასისის სიკვდილის შემდეგ ჟაკლინს 26 მილიონი დოლარი ერგო მემკვიდრეობით, თუმცა ამისთვის მას სიცოცხლის ბოლომდე ონასისის გვარის ტარება მოუხდა, როგორც ეს ეშმაკი ბერძენის ანდერძში იყო ჩაწერილი...

როდესაც სკორპიოსის დიასახლისი გახდა, ჟაკლინმა კუნძულზე მარია კალასის არსებობის ყველა კვალი გააქრო, გადაყარა ძველი ავეჯი. ზუსტად ამგვარად მოიქცა არისტოტელე ონასისის ქალიშვილი კრისტინა მამის სიკვდილის შემდეგ - სკორპიოსზე ამერიკელი დედინაცვალის ყოფნის ყველა კვალი გააქრო. რამდენიმე წლის განმავლობაში კუნძული უამრავ ცნობილ ადამიანს მაგნიტივით იზიდავდა. 1975 წელს ონასისი გარდაიცვალა და სკორპიოსმაც პრესისა და საზოგადოების ინტერესი დაკარგა. ონასისი კუნძულზე, შვილების გვერდით დაკრძალეს.

...ათენა ონასისი, მაგნატის შვილიშვილი, სკორპიოსზე პირველად 13 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც ის მამამ, ფრანგმა ტიერი რუსელმა დედის საფლავზე მიიყვანა. მას შემდეგ ათენა კუნძულს მხოლოდ 3-ჯერ სტუმრობდა. ათენა ონასის რუსელი საფრანგეთში დაიბადა, განათლება შვეიცარიაში მიიღო, მოგვიანებით კი გათხოვდა და ბრაზილიაში გადავიდა საცხოვრებლად. საბერძნეთში აქტივების გარდა, მას მამისგან - ფარმაცევტული იმპერიის მემკვიდრისგან ერგო წილად კაპიტალი. ონასისის ანდერძის თანახმად, სკორპიოსი ეკუთვნის ოჯახს მანამდე, სანამ მას კუნძულის რჩენა შეეძლება, ამისთვის კი წელიწადში 1,5 მილიონი ევრო იხარჯება.

თუ ონასისებს ფული გამოელევათ, უფროსმა ონასისმა დაიბარა, რომ კუნძული არ უნდა გაიყიდოს, არამედ, გადაეცეს საბერძნეთის მთავრობას ან ავიაკომპანიას Olympic Airways. მიუხედავად ამისა, 2013 წელს ათენა ონასისმა კუნძული რუს მილიარდერს დიმიტრი რიბოლოვლევს 126 მილიონ დოლარად მიჰყიდა. კუნძულის ოლიგარქის ოჯახში ფაქტიურ მფლობელობაში გადასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საბერძნეთში. საპასუხოდ რიბოლოვლევის წარმომადგენელმა განაცხადა: "კომპანიამ, რომელიც ეკატერინა რიბოლოვლევას (დიმიტრი რიბოლოვლევის ქალიშვილი) სახელით მოქმედებს, შეიძინა კომპანიების ჯგუფი, რომელიც ათენა ონასისს ეკუთვნოდა", ამით დააზუსტა, რომ აქტივებს შორის არის კუნძულები სკორპიოსი და სპარტი. 2013 წლის აპრილში თრასთში შემავალმა კომპანიამ, რომელიც ეკატერინა რიბოლოვლევას ინტერესებს იცავს, დადო ხელშეკრულება საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროს კუნძულების 99-წლიან იჯარაზე, რომელთა შორის უმსხვილესი - სკორპიოსი გახლავთ. ათენა ონასისი არც კუნძულისადმი და არც საბერძნეთში ცხოვრებისადმი ინტერესს არ ავლენდა, ამიტომაც სკორპიოსს სინანულის გარეშე დაემშვიდობა...

ადგილობრივი თემის წარმომადგენლები თბილად მოიხსენიებენ არისტოტელე ონასისს. "ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ ლეგენდასთან, სახელად ონასისი და ის არასოდეს ჩაქრება. არისტოტელე მეგობრობდა მოსახლეობასთან - მეთევზეებთან და ხალხთან, რომლებიც მის მახლობლად ცხოვრობდნენ. ის მხოლოდ მდიდარი ადამიანი არ იყო, ონასისი აქ ყველას ძალიან უყვარდა" - განაცხადა მეზობელი კუნძულის მერიის წარმომადგენელმა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი

რამდენს ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში? – რა შედეგი აჩვენა AMBEBI.GE-ს კვლევამ