ბელგიის პროკურატურამ ოთხ მამაკაცს, რომლებიც სავარაუდოდ ევროპული ქალაქების ტერაქტებში მონაწილეობდნენ, ბრალი წაუყენა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, ბრალი წაუყენეს გუშინ დაკავებულ მუჰამედ აბრინის, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტულ დაჯგუფებაში ყოფნა და ტერაქტების განხორციელება, რასაც ადამიანების მკვლელობა მოყვა.
პროკურატურის ინფორმაციით, აბრინს ბრალად ედება 2015 წლის ნოემბრის პარიზის ტერაქტთან კავშირი. ბოლო ინფორმაციით, მუჰამედ აბრინმა აღიარა, რომ ბრიუსელის აეროპორტში სათვალთვალო კამერების მიერ ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრე დაფიქსირებულ ორ თვითმკვლელთან ერთად მესამე პირი თითონ არის.