საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეხმაურები ბატონი ქინძის განცხადებას" - ირაკლი სესიაშვილის რეპლიკა მიხეილ სააკაშვილზე
"ვეხმაურები ბატონი ქინძის განცხადებას" - ირაკლი სესიაშვილის რეპლიკა მიხეილ სააკაშვილზე

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცრუ­ობს, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­თლა არ ვთვლი, რომ მის გან­ცხა­დე­ბებს რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა უნდა მოყ­ვეს, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ მისი გან­ცხა­დე­ბა ერ­თგვა­რად აყა­ლი­ბებს სა­ხეს, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და და მიდ­გო­მას, რო­მე­ლიც ჰქონ­და ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბის მი­მართ. ეს იყო ერ­თგვა­რი იდე­ო­ლო­გია. და­აკ­ვირ­დით რას ამ­ბობს, თა­ვის თავს უწო­დებს და მეც ვი­ტყვი, და­აკ­ვირ­დით ამ ბა­ტო­ნი ქინ­ძის გან­ცხა­დე­ბას", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა, რის შემ­დე­გაც მას ჟურ­ნა­ლის­ტმა დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ კო­რექ­ტუ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ამ შემ­თხვე­ვა­ში ვეყ­რდნო­ბი მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბას. მე არ მჩვე­ვია მსგავ­სი რამ, მაგ­რამ მისი გან­ცხა­დე­ბის ფონ­ზე სხვა სი­ტყვას ვერ ვი­ტყო­დი. რა თქვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა?! - მან თქვა, რომ გმობს ამ ფაქტს და არ იცო­და ეს თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. ერ­თგვა­რად ტა­ბუს ადებს და აცხა­დებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა კარ­გი გა­უ­კე­თე­ბია ვინ­მეს, მისი ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში არ არი­სო. მინ­და ამ კუ­თხით და­ი­ნა­ხოთ რა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან გვაქვს საქ­მე. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლა­ვაც რჩე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რად. პირ­ველ რიგ­ში ვამ­ბობ, რომ რა თქმა უნდა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცრუ­ობს, რად­გან ვერც ერთი ჩი­ნოვ­ნი­კი და ვერც ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ვერ გა­ბე­დავ­და მის გა­რე­შე და პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის გა­რე­შე ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო და თვალ­თვა­ლი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე. ერ­თია, რომ ის ცრუ­ობს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟიმ­ში მარ­თავ­და, დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მათ დროს კრი­მი­ნა­ლი არ იყო, თუმ­ცა გა­მო­დის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ხალს აწა­მებ­დნენ, 26 ათა­სი მარ­ტო ასე­თი ჩა­ნა­წე­რია გა­კე­თე­ბუ­ლი, მე­დი­ას აშან­ტა­ჟებ­დნენ და ა.შ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ასეთ­მა დიდ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და დიქ­ტა­ტორ­მა, არა­ფე­რი იცო­და თურ­მე და არც ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ დე­პუ­ტა­ტებ­მა, თურ­მე არა­ფე­რი იცოდ­ნენ და იმის ნაც­ვლად, რომ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ე­მიჯ­ნონ და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვან, აცხა­დე­ბენ, რომ თურ­მე ლე­ლუ­აშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შტა­ბის უფ­რო­სი. ეს არის ტყუ­ი­ლი და სიც­რუე. ეს კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ამ ადა­მი­ა­ნის სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლე­ბი და თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი გა­და­აბ­რა­ლოს, რომ თით­ქოს ვინ­მე ლე­ლუ­აშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შტაბს", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ვეხმაურები ბატონი ქინძის განცხადებას" - ირაკლი სესიაშვილის რეპლიკა მიხეილ სააკაშვილზე

"ვეხმაურები ბატონი ქინძის განცხადებას" - ირაკლი სესიაშვილის რეპლიკა მიხეილ სააკაშვილზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

"მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ ვთვლი, რომ მის განცხადებებს რაიმე მნიშვნელოვანი გამოხმაურება უნდა მოყვეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადება ერთგვარად აყალიბებს სახეს, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და მიდგომას, რომელიც ჰქონდა ქვეყნის მმართველობის მიმართ. ეს იყო ერთგვარი იდეოლოგია. დააკვირდით რას ამბობს, თავის თავს უწოდებს და მეც ვიტყვი, დააკვირდით ამ ბატონი ქინძის განცხადებას", - განაცხადა სესიაშვილმა, რის შემდეგაც მას ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ კორექტულობისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო

"ამ შემთხვევაში ვეყრდნობი მისივე განცხადებას. მე არ მჩვევია მსგავსი რამ, მაგრამ მისი განცხადების ფონზე სხვა სიტყვას ვერ ვიტყოდი. რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა?! - მან თქვა, რომ გმობს ამ ფაქტს და არ იცოდა ეს თავისი მმართველობის პერიოდში. ერთგვარად ტაბუს ადებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რა კარგი გაუკეთებია ვინმეს, მისი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არისო. მინდა ამ კუთხით დაინახოთ რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. მიხეილ სააკაშვილი კვლავაც რჩება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად. პირველ რიგში ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, რადგან ვერც ერთი ჩინოვნიკი და ვერც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ვერ გაბედავდა მის გარეშე და პოლიტიკური ლიდერების გარეშე ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო და თვალთვალი განეხორციელებინა პოლიტიკოსებზე. ერთია, რომ ის ცრუობს. წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყანას დიქტატორულ რეჟიმში მართავდა, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ მათ დროს კრიმინალი არ იყო, თუმცა გამოდის მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ ქვეყანაში ხალს აწამებდნენ, 26 ათასი მარტო ასეთი ჩანაწერია გაკეთებული, მედიას აშანტაჟებდნენ და ა.შ. მიხეილ სააკაშვილმა, ასეთმა დიდმა პრეზიდენტმა და დიქტატორმა, არაფერი იცოდა თურმე და არც ჩემმა კოლეგებმა არაფერი იცოდნენ დეპუტატებმა, თურმე არაფერი იცოდნენ და იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, აცხადებენ, რომ თურმე ლელუაშვილი ყოფილა "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი. ეს არის ტყუილი და სიცრუე. ეს კეთდება იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ადამიანის სავარაუდო დანაშაულები და თავისი დანაშაულები გადააბრალოს, რომ თითქოს ვინმე ლელუაშვილი ხელმძღვანელობდა "ქართული ოცნების" შტაბს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."